ანალიტიკა
მესამე პოლიტიკური ცენტრი - გზა კონფრონტაციიდან სტაბილურობისკენ
16:37 05.07.2012



საქართველოში მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 3 თვე დარჩა. როგორც სჩანს, ჯერ-ჯერობით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები კვლავ მრავალგზის ნაცადი ორპოლუსიანი კონფრონტაციული სქემით ვითარდება. ივანიშვილის გამოჩენამ, “მილიარდერის ხიბლმა” და მისმა უკომპრომისო რიტორიკამ, რომ "ქვეყანას მხოლოდ ერთი კაცის – სააკაშვილის პრობლემა აქვს", რომ "როგორმე უნდა გადავარჩინოთ საქართველო და ვიხსნათ ის სააკაშვილისგან", რომ ამ ბრძოლაში ყველა ვალდებულია გააკეთოს უკომპრომისო არჩევანი და რომ “შუა უნდა გაიკრიფოს" და ა.შ.,  დროებით კვლავ გააერთიანა დაქსაქსული და დასუსტებულ-დემორალიზებული ოპოზიციის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი. ისევ შეიქმნა ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალთა საკმაოდ ეკლექტური ერთობა, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ქვეყანაში საპროტესტო ელექტორატის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ფაქტია, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", რომელიც გაერთიანებულია სააკაშვილის ხელისუფლების დაუფარავი სიძულვილით, ქვეყანაში ისედაც ფესვგადგმულ უკომპრომისობის საშიშ ცეცხლს ნავთი დაასხა. მეორეს მხრივ, ასევე უკომპრომისო და ძალის დემონსტრირების მოყვარულმა ხელისუფლებამ მიიღო ეს გამოწვევა, პროცესი კიდევ უფრო გაამწვავა და მოწინააღმდეგეს რამდენიმე ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა, რამაც საზოგადოებაში არსებული ისედაც საკმაოდ დაძაბული, კონფრონტაციული ფონი, კიდევ უფრო გაამძაფრა.
 
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არც კი გამოცხადებულა და მიუხედავად ამისა, პოლიტიკურმა მეტოქეებმა უკვე მოასწრეს ერთმანეთისგან დაუძინებელი მტრის ხატის შექმნა. ქვეყანაში დაპირისპირება უკვე იმდენად გამძაფრდა, რომ სახიფათო ნიშნულს მიუახლოვდა. კოალიცია "ქართული ოცნება" კვლავაც განაგრძობს საკმაოდ ხალხმრავალი მიტინგების სერიალს და საკუთარი უძლეველობის მითის შექმნას. ამ პოლიტიკურ ბატალიებში თითქოს ახალი და არაჩვეულებრივი არაფერია და ასეც იქნებოდა, რომ არა ის რთული, საშიში და წინააღმდეგობრივი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთლიანად კავკასის რეგიონი იმყოფება. რუსეთის საოკუპაციო ჯარების ყოფნა საქართველოს  ტერიტორიაზე, რუსეთის ხელისუფლების გამომწვევი და აგრესიული რიტორიკა, პირდაპირი მუქარა, რომელიც ჩვენი მისამართით თითქმის ყოველდღიურად გაისმის ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან თუ საინფორმაციო საშუალებებით, დამოკლეს მახვილივი ჰკიდია ჩვენს თავზე და წარმოადგენს რეალურ საფრთხეს ქართული სახელმწიფოს არსებობის და განვითარებისთვის. ამას ემატება ძალიან მძიმე სოციალური ფონი, გარკვეულწილად ხელისუფლების გადაჭარბებული სიჩქარე, ზოგჯერ სერიოზული შეცდომები და არაკომპეტენტურობა - განსაკუთრებით ეკონომიკური პროცესების მართვაში და ხშირად ზღვარსგადასული თვითდაჯერებულობა; ასევე ზოგიერთი სხვა თავისებურება, რაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ახასიათებს.
 
აღნიშნულ ფონზე ვფიქრობ, განსაკუთრებით საგულისხმო და ალბათ, საგანგაშოა ის  ფაქტი, რომ სულ ახლახანს პირდაპირ გაისმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების და მეგობრების გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის კონფრონტაციამ საშიშ ზღვარს მიაღწია და რომ ეს სიტუაცია სერიოზული საფრთხის შემცველია როგორც თავად დემოკრატიული პროცესის განვითარების, ასევე მთლიანად ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხში.  როგორც სჩანს, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ამ გაფრთხილებას და რეკომენდაციებს მაინცადამაინც დიდი ყურადღებით და სათანადო რეაქციით ვერ შეხვდა. საუბარია NDI–ის მიერ წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის შუალედურ დასკვნებზე და რეკომენდაციებზე, რომელიც ძალიან კორექტული ფორმით, მაგრამ პრინციპულად და პირდაპირ იქნა გამოტანილი საზოგადოების სამსჯავროზე. საუბარია ასევე ამერიკის ელჩისMბოლოდროინდელ პირდაპირ მოწოდებებზე და მიმართვებზე, სადაც გამოთქმულია წუხილი და სერიოზული შეშფოთება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ზედმეტად კონფრონტაციული ხასიათის გამო. მარტივი ენით რომ ვთქვათ, აღნიშნული რეკომენდაციების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ქვეყანაში გაგრძელდა კონფრონტაციის ესკალაცია და უკომპრომისო "ბრძოლა წესების გარეშე", ამან შეიძლება, სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენოს მთლიანად ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა და არ არის გამორიცხული, რომ პროცესების ამ სცენარით გაგრძელების შემთხვევაში იმაზე გაცილებით მძიმე შედეგები მივიღოთ, ვიდრე ეს დღეს ვინმეს წარმოუდგენია.

ის, თუ რას ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირეების მხრიდან გამოხატული შეშფოთება და რამდენად მნიშვნელოვანია მასზე რეაგირება, ვფიქრობ, ამას აუცილებლად სჭირდება გარკვეული ანალიზი და ახსნა-განმარტება.
 
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორპოლუსიანი კონფრონტაციული მოდელი, რომლის კონტურები ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში, სრულიადაც არ არის რაიმე სიახლე და ის არც "ქართული პროდუქტია". ასეთი მოდელები ჩვეულებრივ დამახასიათებელია და მოქმედებს მესამე სამყაროს იმ განვითარებად ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური კულტურის და დემოკრატიული ფასეულობების სერიოზული დეფიციტია. ამ მოდელს, თამაშების მათემატიკური თეორიის ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, უწოდებენ "თამაშს ნულოვანი ჯამით", რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტიპის “მოთამაშე” მხარეები არასოდეს არ მიდიან კომპრომისზე და მათი ბრძოლის (კოლიზიის) პროცესში ერთი მხარის რაიმე დოზით გამარჯვება ნიშნავს ზუსტად იგივე დოზით მეორე მხარის დამარცხებას. ამ გზას უმეტეს შემთხვევებში ერთპარტიული ან კვაზიერთპარტიული სისტემებისკენ მივყავართ. ისიც კარგად ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ასეთი სისტემები როგორც წესი, ძალიან ძნელად ექვემდებარებიან განვითარებას და გამოირჩევიან დაბალი სტაბილურობით. ამ შემთხვევაში კონკურენციის ნაკლებობა იწვევს ხელისუფლების გარდაუვალ დეგრადაციას, ხოლო ოპოზიციას, ნებსით თუ უნებლიეთ, მხოლოდ დესტრუქციული, ხელის შემშლელი ფაქტორის როლი ეკისრება.

პრინციპულად განსხვავებულ პროცესთან გვაქვს საქმე, როდესაც პოლიტიკური თამაშის წესები აწყობილია სხვა სისტემაზე, რომელსაც თუ ისევ თამაშების მათემატიკური თეორიის ტერმინოლოგიას მოვიშველიებთ, ეწოდება "თამაში არანულოვანი ჯამით". ამ მოდელში არსებითია ის, რომ პოლიტიკური მხარეები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, არსებობს მათი ინტერესების ნაწილობრივი თანხვედრა და ეს გადაკვეთა ქმნის თანამშრომლობის სეგმენტს. ასეთ სისტემებს, როგორც წესი, გააჩნიათ განვითარების და სტაბილურობის ძალიან მაღალი რესურსი. ზოგიერთი განვითარებული დემოკრატიის მოცემულობაში ეს თანამშრომლობა რეალიზდება უშუალოდ ორ ყველაზე მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის; უფრო ხშირად ამ ფუნქციის გამაძლიერებელი კატალიზატორია მესამე ძალა.

აი, ასეთია დაახლოებით პოლიტიკური პროცესების ზოგადი ანატომია და პრინციპული სქემა. ცხადია, პოლიტიკური პროცესი ე.წ. "არანულოვანი ჯამით" ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ამ სქემით ხერხდება ქვეყნის ყველა პოლიტიკური რესურსის (როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის) კონსოლიდაცია და საერთო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში მათი სრულფასოვნად ჩართვა. ეს უკანასკნელი სქემა სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერა  და ვერ დამკვიდრდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. კარგი იქნება თუ ის ერთ-ერთ მთავარ სახელმძღვანელო ორიენტირად იქცევა მათთვის, ვინც რეალურად ახდენს პოლიტიკური პროცესების დაგეგმარებას და მართვას.

აღნიშნული თვალთახედვის ფონზე, თუ კვლავ შევეცდებით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზს, კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ ზოგიერთ სერიოზულ სისტემურ პრობლემას, საფრთხეებს და გამოწვევებს. ფაქტები კი ასეთია :

1.    კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ შთამბეჭდავი მიტინგებით, უკომპრომისო – აგრესიული რიტორიკით და საკმაოდ მომხიბლავი საარჩევნო დაპირებებით – მათ შორის – სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი პროგრამის დეკლარირებით.
2.    ხელისუფლებამ ამ გამოწვევას უპასუხა ფინანსური რესურსების მოძრაობის კონტროლის მცდელობით, სახელისუფლებო ვერტიკალში ძალთა ძალიან საინტერესო გადაჯგუფებით და მძლავრი - 20 მილიარდიანი წინასაარჩევნო პროგრამით. სახელისუფლებო ძალის დამოკიდებულება მეორე პოლიტიკურ პოლუსთან – ასევე ძალიან მწვავე და უკომპრომისოა.
3.    პოლიტიკური სპექტრის დანარჩენი ნაწილი პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ძირითად ჯგუფად:
ა). პროდასავლური ორიენტაციის, საკმაოდ ზომიერი – შედარებით კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები (ქრისტიან-დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები და ედპ), რომლებიც გამოირჩევიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანიით და რომელთაც გარკვეულ პირობებში აქვთ შანსი ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მთავარ პოლიტიკურ პროცესში.
ბ). შედარებით უმნიშვნელო გავლენის მქონე პრორუსული ორიენტაციის ძალები, რომლებიც პრაქტიკულად ღიად აფიქსირებენ თავის ანტიდასავლურ ორიენტაციას და ცდილობენ გზების მონახვას კოალიცია "ქართული ოცნებისკენ".

სწორედ აქ, ერთი ძალიან საინტერესო, პერსპექტივის თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანი მომენტი იკვეთება, რაზეც გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ. საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ სიტუაციაში, ორი ძლიერი პოლიტიკური ცენტრის მკვეთრი დაპირისპირება და აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია აქტიური ელექტორატის ძირითად ნაწილს მათკენ იზიდავს და ამით გარკვეულწილად "ჩრდილში" ექცევა შედარებით კონსტრუქციული, თანამშრომლობის რესურსის მქონე პოლიტიკური ძალები (პარტიები), რაც კიდევ უფრო ზრდის მთვარი პოლიტიკური პროცესის არასასურველი, მხოლოდ კონფრონტაციული სცენარების განვითარების ალბათობას. რეალურად, ალბათ ყველა ხვდება, პროცესმა უკვე ისეთი ხასიათი მიიღო, რომ უახლოეს მომავალში, როგორც არ უნდა წარიმართოს მოვლენები აღნიშნულ ორ კონფრონტაციულ ცენტრს – ხელისუფლებასა და კოალიცია "ქართულ ოცნებას" შორის (მიუხედავად იმისა თუ ვინ მოიგებს არჩევნებს), მთავარი პროცესები ძალიან მაღალი ალბათობით არჩევნების შემდეგ უნდა განვითარდეს... და სწორედ, ამ ეტაპზე მესამე ძალის (სავარაუდოდ: ქრისტიან-დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები და ედპ) არსებობის აქტუალობა და კონსტრუქციული როლი მოსალოდნელია, რომ ძალიან მნიშვნელოვნი გახდეს. ყოველ შემთხვევაში ასეთი ნიშა აშკარად ჩნდება და თუ დამანგრეველ, კატასტროფულ სცენარებს გამოვრიცხავთ, მაშინ ამის საჭიროებაც და ალბათობაც საკმაოდ მაღალი უნდა იყოს…...  და რაც მთავარია, – მთლიანი პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის, ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნების და განვითარებისთვის, მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი ყველასთვის ძალიან სასურველი უნდა იყოს. თუ ასეთი ძალა – "მესამე ცენტრი" რეალურად შეიქმნება, სწორედ მას შეუძლია, ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკური პროცესების ნორმალურ, თანამშრომლობის რეჟიმში დააბრუნებას.

თუმცა, მიზეზთა გამო, ჯერ-ჯერობით, ასეთი "მესამე ძალა" რეალურად ვერ ჩამოყალიბდა, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც არაერთხელ იყო ამის წარუმატებელი მცდელობები (მაგალითად, შეიძლება, გავიხსენოთ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ედპ-ის, რესპუბლიკელების და მრეწველების ალიანსი: "ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი – მესამე გზა"). ალბათ საგულისხმოა ისიც, რომ მესამე ცენტრის შექმნა, თუკი ის შეძლებს მეტნაკლები კონკურენცია გაუწიოს დანარჩენ ორ პოლიტიკურ ცენტრს, ერთის მხრივ ხელს შეუშლის საარჩევნო ხმების "გაფანტვას", ხოლო მეორეს მხრივ, განსაკუთრებულ "მიმზიდველობას" გააჩენს ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლების "მაღალი გემოვნების" დასაკმაყოფილებლად. ძალიან საინტერესოა და ალბათ სავსებით რეალურია ის სცენარიც, რომ, თუ "ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე ვერ გაუძლო ხელისუფლების ზეწოლას, ასეთ დაძაბულ კამპანიას და სერიოზული შეცდომები კვლავაც დაუშვა, მაშინ ძალიან გაიზრდება ალბათობა იმისა, რომ მათ მიერ დაკარგულმა ელექტორატმა მხარი დაუჭიროს არა ხელისუფლებას, არამედ მესამე პოლიტიკურ ძალას, თუკი ასეთი ძალა იმ მომენტისთვის იარსებებს. ამ შემთხვევაში, მესამე ძალას აქვს შანსი, რომ ძალიან მაღალი საარჩევნო შედეგი აჩვენოს და არ არის გამორიცხული, რომ მან მოახერხოს კოალიციასთან შედარებით მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება.


გელა კვაჭანტირაძე

დამოუკიდებელი ექსპერტი, ანალიტიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-06-18 19:35:08
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრეს-სამსახურის განცხადებით, შსს-მ და პროკურატურამ პირად და საქმიან ცხოვრებაში ჩარევისა და შანტაჟის მორიგი უპრეცედენტო მცდელობა უნდა აღკვეთონ.   ამის შესახებ პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია
2013-06-14 15:01:10
Eurasiareview-ი საქართველოსთან დაკავშირებით ანალიტიკურ სტატიას - "ტრაგედიის პირობებში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების აღიარება აუცილებელია" აქვეყნებს.   "მაისის ბოლოს კიდევ ერთი ნაღმი აფეთქდა იზოლირებულ ბაზაზე ავღანეთის მშფოთვარე ჰელმანდის რეგიონში,
2013-06-14 11:18:52
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ "თუ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილური იქნება, გაურკვევლობა იკლებს და ბიზნესისთვის მხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში საქართველოს
2013-06-10 16:21:50
"ავღანეთში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. "თალიბების" მიერ ქართული ჯარის ერთ-ერთ ბაზაზე თავდასხმას შვიდი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. კიდევ რამდენიმე მებრძოლი მძიმედ დაიჭრა. ეს უკვე მეორე დიდი
2013-06-03 15:34:59
პოლიტიკური გადანაწილება იწყება. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სწორია თუ არასწორი, გვჭირდება თუ არ გვჭირდება, საქართველოში ახალი რეალობა დადგა და ცვლილებების სიო ქვეყანაში პოლიტიკურ ქარიშხლად გადაიქცევა
2013-06-03 13:22:27
"ფორბსის" შეფასებით, "ვაშინგტონ პოსტი" ცდება - საქართველოს დემოკრატია განსაცდელში  არ არის".    "ადრეც დამიწერია იმის შესახებ, რომ უბრალოდ სასაცილოა, როცა ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა
2013-05-31 13:18:43
"მას შემდეგ თითქოს საუკუნე გავიდა, მაგრამ 2012 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მავანთა შორის. ჯეიმი კირჩიკმა განაცხადა, რომ სააკაშვილის
2013-05-29 14:22:50
როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ აპირებს საქართველოსათვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოპოვებას მომავალი წლის ბოლომდე, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მან, მისი
2013-05-27 17:07:36
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ხელისუფლება ვერაფერს დაუთმობს მათ, ვინც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატვის უფლების შეზღუდვას ითხოვს".   ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ უცხოურ გამოცემა euobserver.com-ზე გამოქვეყნებულ წერილში
2013-05-22 12:54:34
  ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ნიკოლოზ ბაკაშვილის რეკომენდაციები ახალ ხელისუფლებას    ციტატა: "ეკონომიკური სუბიექტების დალაშქვრა სულ "ჰერი ბიჭებო"-ს ძახილით მიმდინარეობდა და რა მოჰყვა ამას? - გადავხედოთ, თუნდაც ზერელედ, ნებისმიერ
2013-05-21 12:41:35
"სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია დასავლეთის შემადგენელი  ნაწილია, ჩვენ ამ ცხოვრების წესის იდენტიფიცირებას ახლა ვახდენთ და გვსურს,  ავაშენოთ მყარი საძირკველი თავისუფლებისთვის ჩვენს ქვეყანაში", -  განაცხადა საქართველოს
2013-05-08 21:08:38
საქართველო მოწადინებულია  ევროკავშირს დაუახლოვდეს. მიუხედავად შიდა პოლიტიკური უთანხმოებისა, ქვეყანა ევროპული კურსის მატარებელია. რუსეთი  ყოფილი მოწინააღმდეგის საგარეო პოლიტიკას გულმოდგინედ ადევნებს თვალყურს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში
2013-05-08 14:21:23
აპრილში ჟურნალ "ტაბულას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩემი წერილი (http://www.tabula.ge/article-30601.html), სადაც გამოვთქვამდი იმედს, რომ ევროპის საბჭოს მაისის თვის მინისტერიალის დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების საკითხის შეტანით, საქართველოს
2013-05-01 17:17:52
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, "მე-5 მუხლი არის ის, რისთვისაც ნატო არსებობს და მასზე უარის თქმა არა, მაგრამ განსხვავებული ფორმულირებება შეიძლება, ოკუპირებული
2013-04-29 20:13:31
"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, საქართველოს ახალი ხელისუფლება 20 წლის წინ თბილისის გარეუბანში, მანქანაში მოკლული აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრის ფრედი ვუდრაფის სკანდალური საქმის გამოძიებას აპირებს."საქმე სათანადოდ
2013-04-29 17:37:00
დაახლოებით ათი წლის წინ იმ დროისთვის ახალგაზრდა სტუდენტი ანა ლოლიაშვილი იმ დემონსტრანტებს შორის იყო, რომლებიც თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ, რომლის შედეგადაც "ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 14 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency