Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანალიტიკა
"Heralde Tribune": "მთავრობა, რომელმაც გაუგონარ წარმატებებს მიაღწია, სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში უსუსურად დამარცხდა"
13:49 15.07.2012

გამოცემა "Heralde Tribune" რუსთავის იუსტიციის სახლზე რეპორტაჟს აქვეყნებს, რომლის ქართული ვერსია Foreignpress-მა დაბეჭდა.

სტატიის ავტორი ჰეილი სვითლენდ ედვარდსი რიტორიკულ კითხვას სვამს იმის თაობაზე, რომ რატომაა, საქართველოს მთავრობამ, რომელმაც სხვადასხვა სახის რეფორმებში, საბჭოთა ქვეყნების უმეტესობისათვის, გაუგონარ წარმატებებს მიაღწია, სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში კი ასე უსუსურად დამარცხდა?

ამასთან, ჟურნალისტს წარმატებული რეფორმის ერთ-ერთ მაგალითად რუსთავის იუსტიციის სახლი მოჰყავს, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივინა ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტისას მოიხიბლა.

"რუსთავში, მტვრიან სამრეწველო ქალაქში, რომელიც დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს, იუსტიციის სახლის ახალ შენობაში შევიარე, მაინტერესებდა, მართლა იყო თუ არა საჯარო მომსახურების ეს ე.წ. სუპერმარკეტი, კომფორტისა და ეფექტურობის ისეთი გამაოგნებელი სივრცე, როგორადაც ის იყო ჩაფიქრებული. აღმოჩნდა, რომ მართლაც იყო. ახალი, თეთრი ქვით ნაგები ეზოს ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, მომღიმარი, პოლიგლოტი, მოყვითალო-მომწვანო უნიფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი შემომეგება, კონდიცირებულ მოსაცდელ სივრცეზე მიმითითა, სადაც მისი უნიფორმის შესაფერისი, მოყვითალო-მომწვანო ფერის ავეჯი, ბრტყელმონიტორიანი კომპიუტერები, საბავშვო სათამაშოები და უფასო, უკაბელო ინტერნეტი დამხვდა. მან მაცნობა, რომ მოლოდინის დრო საშუალოდ 40 წამია. დაპირებისამებრ, სულ რამდენიმე წამში, (რაც სულ არ ჰგავდა რიგითი სატრანსპორტო დეპარტამენტის, დაბინდულ, ჭრიალა ფანჯრებს ამერიკაში),  მე, ათიოდე, კარგად განათებული სამუშაო მაგიდიდან, ერთ-ერთთან გამომიძახეს, სადაც საჯარო მოხელემ მკითხა, თუ რით შეუძლია, დამეხმაროს. აქ სულ ორი წუთის წინ შემოვაბიჯე, მაგრამ ჩემი ეშმაკობა უკვე გამოაშკარავდა. რუსთავის იუსტიციის სახლში (ასეთი ცენტრი, ამ პატარა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც სულ 4.6 მილიონს შეადგენს, ექვსია) იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ან პასპორტი განმეახლებინა, ან ქონება დამერეგისტრირებინა, ან ახალი კომპანიის დაარსება გამეფორმებინა. მე არ მჭირდებოდა არც ერთი იმ 250 სახეობის მომსახურებიდან, რომელიც ამ ერთ ჭერქვეშაა შესაძლებელი. მე იმისთვის მოვედი, რომ საკუთარი თვალით დამენახა, როგორ მუშაობენ ეს ახალი, ცნობილი, მრავალფუნქციური ადმინისტრაციული სამსახურები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას საქართველოს დრამატული და ასიმეტრიული განვითარების იდეალურ სიმბოლოს ქმნიან. მას შემდეგ, რაც 2003 წლის არაძალადობრივი "ვარდების რევოლუციით" სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყნის მომავლის მისეული ხედვა გრანდიოზული, მართვის სტილი სულსწრაფი, თუმცა ხშირად ეფექტური იყო. თითქმის ყველა მის მიერ წამოწყებული კამპანია, სწრაფ ქმედებას, ხისტ მეთოდებსა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ეფუძნებოდა. მაგალითად, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს შემოიღეს ბიომეტრიული პასპორტები, პოლიციელები სპეციალური იPად-ებით აღიჭურვნენ, ისეთით, რომელიც მათ ეჭვმიტანილ კრიმინალებზე ინფორმაციის მოძიების საშუალებას ადგილზევე აძლევდა; მისი მმართველობის დროს მოხერხდა ის, რომ  გადასახადების სისტემა (რაც შეადგენდა 1990-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას –  იმ დროს თითქმის არავინ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს) განახლდა არგადამხდელებისადმი სასტიკი პოლიციური ზომების გამოყენებისა და ახალი საგადასახადო აპარატების შემოღების მეშვეობით. ახლა ეს საგადასახადო აპარატები თითქმის ყოველი ქუჩის კუთხეში დგას და მათი მეშვეობით მოქალაქეები თითქმის ყველა ამ ტიპის პრობლემას აგვარებენ: იხდიან მობილური ტელეფონების გადასახადებს, პარკინგის ბილეთების საფასურს და აზარტული თამაშების დავალიანებებს. იუსტიციის სახლები განვითარების ამ ტენდენციის შემადგენელი ნაწილია. ეს არის მყვირალა, თუმცა იმედისმომცემი რეაქცია საბაზისო პრობლემებზე – მათ გამო უვლით კმაყოფილების ჟრჟოლვა უცხოელ დამკვირვებლებს. გასულ თვეში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაუჩერებლად ლაპარაკობდა ასეთ შენობებზე და ერთ-ერთ მათგანს ზღვისპირა ბათუმში, "შთამბეჭდავი" და "აღსანიშნავი" უწოდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კი საქართველოს "საჯარო მომსახურების გაუმჯობესებისთვის" ჯილდო გადასცა. ყირგიზეთის, ყაზახეთის, უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები ამ ცენტრში, რუსთავში იმისთვის დადიან, რომ ეს ყურად იღონ", - წერს ჟურნალისტი, მაგრამ იქვე დასძენს - "მხოლოდ ეს კმარა თუ არა?!"

"საკითხავი ის კი არ არის, რამდენად კარგია იუსტიციის სახლები. ისინი მართლაც კარგია. კითხვა იმაში მდგომარეობს, მხოლოდ ეს კმარა თუ არა. გასული 9 წლის განმავლობაში სააკაშვილმა თავისი ქვეყნის რეფორმირებისათვის თამამი ნაბიჯები გადადგა და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოების ხმამაღალი ქება დაიმსახურა. მაგრამ რატომაა, რომ მთავრობა, რომელმაც სხვადასხვა სახის რეფორმებში, საბჭოთა ქვეყნების უმეტესობისათვის, გაუგონარ წარმატებებს მიაღწია, ასე უსუსურად დამარცხდა სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში? როგორ ხდება, რომ საქართველოს, რომელმაც მოახერხა ათწლეულობით დაცული საარქივო მასალის ცენტრალური ბაზის შექმნა, მთლიანად შეცვალა საჯარო მომსახურება და იუსტიციის სახლების ისეთი ფლოტი ააშენა, სადაც თანამშრომლების უნიფორმა და ავეჯი ერთ ფერშია გადაწყვეტილი, ამავე დროს ისეთი  სასამართლო სისტემა აქვს, რომელსაც ბრალდებულთა 98 პროცენტისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს?! საქართველოს იუსტიციის სახლები მარგალიტია მის გვირგვინში, მაგრამ მარტოოდენ კაშკაშა მინის შენობებით, კრიალა მომწვანო-მოყვითალო მოსაცდელებით და სენსორული კომპიუტერებით, დემოკრატიას ვერ დაამყარებ", - ნათქვამია სტატიაში.


თელარა გელანტია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-22 12:54:34
  ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ნიკოლოზ ბაკაშვილის რეკომენდაციები ახალ ხელისუფლებას    ციტატა: "ეკონომიკური სუბიექტების დალაშქვრა სულ "ჰერი ბიჭებო"-ს ძახილით მიმდინარეობდა და რა მოჰყვა ამას? - გადავხედოთ, თუნდაც ზერელედ, ნებისმიერ
2013-05-21 12:41:35
"სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია დასავლეთის შემადგენელი  ნაწილია, ჩვენ ამ ცხოვრების წესის იდენტიფიცირებას ახლა ვახდენთ და გვსურს,  ავაშენოთ მყარი საძირკველი თავისუფლებისთვის ჩვენს ქვეყანაში", -  განაცხადა საქართველოს
2013-05-08 21:08:38
საქართველო მოწადინებულია  ევროკავშირს დაუახლოვდეს. მიუხედავად შიდა პოლიტიკური უთანხმოებისა, ქვეყანა ევროპული კურსის მატარებელია. რუსეთი  ყოფილი მოწინააღმდეგის საგარეო პოლიტიკას გულმოდგინედ ადევნებს თვალყურს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში
2013-05-08 14:21:23
აპრილში ჟურნალ "ტაბულას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩემი წერილი (http://www.tabula.ge/article-30601.html), სადაც გამოვთქვამდი იმედს, რომ ევროპის საბჭოს მაისის თვის მინისტერიალის დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების საკითხის შეტანით, საქართველოს
2013-05-01 17:17:52
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, "მე-5 მუხლი არის ის, რისთვისაც ნატო არსებობს და მასზე უარის თქმა არა, მაგრამ განსხვავებული ფორმულირებება შეიძლება, ოკუპირებული
2013-04-29 20:13:31
"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, საქართველოს ახალი ხელისუფლება 20 წლის წინ თბილისის გარეუბანში, მანქანაში მოკლული აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრის ფრედი ვუდრაფის სკანდალური საქმის გამოძიებას აპირებს."საქმე სათანადოდ
2013-04-29 17:37:00
დაახლოებით ათი წლის წინ იმ დროისთვის ახალგაზრდა სტუდენტი ანა ლოლიაშვილი იმ დემონსტრანტებს შორის იყო, რომლებიც თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ, რომლის შედეგადაც "ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი
2013-04-26 19:00:34
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო და გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე აღადგინა.ბართაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რამდენიმე თვის
2013-04-18 19:01:34
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ე.წ. ლიბერალური ფრთაც გამოეყოფა. ექსპერტის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება
2013-04-16 11:40:07
სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის გადაწყვეტილებას გამოკითხულთა უმრავლესობა აბსოლუტურად მისაღებად მიიჩნევს.საინფორმაციო სააგენტო "პირWელის" ონლაინ-გამოკითხვაში, რომელიც 10 აპრილიდან მიმდინარეობდა, 1380-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი 79.35% სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემას
2013-04-14 17:18:36
პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის აზრით, თუ ქართული ენის ტექნოლოგიზება არ მოხდა, ის თანამედროვე მსოფლიოში კულტურული ენის ფუნქციას დაკარგავს. ამის შესახებ ფუტკარაძემ "პირWელს" საქართველოს საპარტრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი
2013-04-11 17:12:55
იურისტი ლევან ალაფიშვილი ახალი მთავრობის მხრიდან გამოკვეთილ არსებით შეცდომებზე საუბრობს.   ამის შესახებ ალაფიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:   "გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან არ არის
2013-04-04 12:27:44
ისტორიის დოქტორის თორნიკე შურღულაიას განცხადებით "საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ფუნქცია დაკარგა". როგორც "პირWელს" შურღულაიამ განუცხადა, "ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით აუცილებელია, ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად
2013-04-01 16:55:33
ძვირფასო მკითხველო, მითი, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 წლის გამოუცდელი, ახალგაზრდა მინისტრი ხელმძღვანელობს, - დაიმსხვრა! დიახ, ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, საკმაოდ სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ
2013-03-29 15:57:08
"ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური და არა ისეთი, როგორც დღეს ხდება - ერთ-ორ საწარმოს გახსნიან და ორი წლის განმავლობაში იმას
2013-03-27 19:13:09
სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი არ გამორიცხავს, რომ "დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე" ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებად ვიხილოთ.ამის შესახებ რუსეცკიმ
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 13 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency