ინტერვიუ
ბაკურ ბაკურაძე: "დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაა და არა წინასაარჩევნო მარათონში სასწრაფოდ ჩაბმა"
17:56 30.07.2012

ინტერვიუ "დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბაკურ ბაკურაძესთან.

 

- ცოტა ხნის წინ თქვენს Facebook-ზე გაჩნდა პოსტი – "რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას, როცა ხმები უკვე ნაყიდია?", ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ნინო ბურჯანაძე არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს? 

 

- მე ვთქვი, რომ არ გამოჩნდა არც ერთი ჟურნალისტი, რომელიც დაუსვამდა შეკითხვას პოლიტიკოსებს, ისეთ პირობებში, ისეთ საარჩევნო გარემოში როგორიც დღეს საქართველოშია შექმნილი, როგორ პირდებიან მოსახლეობას, რომ აპრიორი მოვლენ უმრავლესობით? არჩევნებში მონაწილეობა კი არა, ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის ქონაც კი საშიშია. ქვეყანაში, რომლის საპატიმროებიც სავსეა პოლიტპატიმრებით, რომელ დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებზე შეიძლება, საუბარი?! ნებისმიერი პარტია მუდმივად უნდა ემზადებოდეს არჩევნებისათვის, "დემოკრატიულ მოძრაობას" ცსკ-ში განაცხადი უკვე შეტანილი აქვს, მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, ჩვენ საარჩევნო სუბიექტად აუცილებლად დავფიქსირდებით, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის და ნებისმიერი გადაწყვეტილება ბუნებრივია, საზოგადოებისათვის აუცილებლად გახდება ცნობილი. იმდენად არაპროგნოზირებადია დღევანდელი ხელისუფლება, რომ შესაძლოა, არჩევენებში მონაწილეობის მიღების შესახებ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ხვალ შესაცვლელი გაგიხდეს. ამიტომ ჩვენი პარტია ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც ყველა მის მიერ გაცხადებულს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ყველა შემთხვევაში ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც სახელმწიფოებრივი, ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან იქნება ნაკარნახევი და არა საკუთარი პარტიული თუ პირადი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველდღიურად უფრო ფართო მასშტაბს იძენს ხელისუფლების ტერორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე და ამის ერთ-ერთი მაგალითია, ზაზა სოფრომაძის დაკავების ფორმა. პარტიული იერარქიით მეორე ადამიანს დილის 04:00 საათზე დაადგნენ თავზე, თითქოს ტერორისტი ყოფილიყო, ისე წაიყვანეს და 7 საათის განმავლობაში არავინ იცოდა, სად იმყოფებოდა იგი. მხოლოდ საგანგებო ბრიფინგის დაანონსების შემდეგ ინება ხელისუფლებამ შეეტყობინებინა საზოგადოებისათვის ზაზა სოფრომაძის ადგილსამყოფელის შესახებ. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გაირკვა და იგი დღეს თავისუფალია.  ჩვენ ვცხოვრობთ ნამდვილ ნეობოლშევიკურ საქართველოში, როგორც მაშინ, ყველა ოჯახში ერთი ფუთა იყო გამზადებული, იმ შემთხვევისთვის, თუ ღამით მიუკაკუნებდნენ, ასეა დღესაც. "დემოკრატიულ მოძრაობას" რაც შეეხება, ყოველთვის ჰქონდა და აქვს ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც მნიშვნელოვანი ბერკეტია ნებისმიერ  არჩევნებში გასამარჯვებლად და ეს არის სიმართლე და გაურიგებლობა არსებულ რეჟიმთან, სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, ეროვნულობა, პროფესიონალიზმი და გამოცდილება. დამერწმუნეთ, ეს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომ "დემოკრატიულმა მოძრაობამ" მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმები მიიღოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ჩვენი პოლიტიკური ძალისათვის მთავარი არსებული რეჟიმის შეცვლა და არა ჩანაცვლება. დღეს დღეს ყველა რეალურად ოპოზიციური ძალა ქვეყნის გადარჩენისათვის უნდა იბრძოდეს და არა რამდენიმე ადამიანით პარლამენტში შესვლისათვის. 

 

- რაც შეეხება "თეთრების", "ტრადიციონალისტებისა" და "თავისუფალი საქართველოს" ერთიანობას, საუბარი იყო იმაზე, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" ამ ერთობაში უნდა შესულიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ სამეულს არ შეუერთდით. რამდენიმე დღის წინ კი შაშიაშვილმა განაცხადა, რომ ბურჯანაძესთან შეხვედრა გაიმართა და ის ჯერ კიდევ ფიქრობს. რეალურად რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით? რამდენად მოსალონდელია, წინასაარჩევნოდ ნინო ბურჯანაძის ამ სამეულში ხილვა?

 

- უკვე აღვნიშნე, რომ ქვეყანაში შექმნილია ძალიან რთული წინასაარჩევნო გარემო, როცა ამომრჩეველთან მიდიხარ და აძლევ რაიმე დაპირებას, ჯერ შენ თვითონ უნდა იყო დარწმუნებული იმაში, რომ ამ დაპირებებს აასრულებ. რამდენიმე დეპუტატს რომ შეეძლოს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება, დეპუტატი კი არა პარლამენტის თავმჯდომარის რანგიც კი არ აღმოჩნდა არსებული რეჟიმის დამღუპველი პოლიტიკის შესაკავებლად საკმარისი. Aაქ სრულიად ოპოზიციური სპექტრის და საზოგადოების თავდაუზოგავი ბრძოლაა საჭირო და ერთიანი ფრონტით შეტევა. რაც შეეხება კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, პირველ რიგში, სახალხო კრებაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლო კონფიგურაციის შესახებ, ასევე მიმდინარეობს ინტენსიური შეხვედრები "დემოკრატიული მოძრაობის" რეგიონულ და რაიონულ ლიდერებთან, რომ სწორი და ზუსტი შეფასება გაკეთდეს ქვეყანაში რეალურად არსებული მდგომარეობის შესახებ. უკვე მოგახსენეთ, რომ სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება უარესობისაკენ. 

 

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაა და არა წინასაარჩევნო მარათონში სასწრაფოდ ჩაბმა, მით უმეტეს, რომ დღევანდელი მდგომარეობით არჩევნები უკვე გაყალბებულია და შედეგები "ნაცმოძრაობის" სასიკეთოდ გამოცხადდება, თუ არ ჩავთვლით, რომ უკვე გამოცხადებული არ არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელების მიერ. 

 

- რაც შეეხება კვლევებს, NDI-სა და IRI-ს კვლევების მიხედვით, პარლამენტში სამი სუბიექტი შევა. თქვენი აზრით, რამდენად სანდოა, ეს კვლევები და როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს აზრი ამ კვლევის შედეგების გათვალისწინებით, სხვა პარტიების არჩევნებში მონაწილეობას? 

 

- სწორედ ამაზე მქონდა საუბარი. მოდერნიზებული ნეობოლშევიზმი ყვავის დღეს საქართველოში, ამიტომ შეუძლებელია რაიმე კვლევამ რეალური სურათი დადოს. ამ ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების შედეგები ერთი ერთზე ემთხვევა არჩევნების შედეგებს. ორივე ორგანიზაცია ძალიან ავტორიტეტულია მსოფლიოში, მაგრამ მათი საქართველოს ოფისები ისე იქცევიან, როგორც უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურები. პირველ რიგში, ისინი მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით. IRI-ის თბილისის ოფისის ავტორიტეტი დასრულდა მაშინ, როცა მისი ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი პირდაპირ ხელისუფლებაში წავიდა, თან ძალოვან სტრუქტურაში. რაც შეეხება ნავაროს, რომელიც თურმე, შიშს ვერ ხედავს საქართველოს მოსახლეობაში და NDI-ს, ისინი თავისი მოღვაწეობით სერიოზულ ჩრდილს აყენებენ საკუთარი ორგანიზაციის ავტორიტეტს. ისე, ცნობისათვის, ეგვიპტის რევოლუციამდე რამდენიმე კვირით ადრე, NDI-ის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მუბარაკს უჭერდა მხარს. ასე, რომ, მათ მოღვაწეობაზე საუბარი აღარ ღირს.

 

მე ვურჩევდი ამ ორგანიზაციებს, რომ ჩაატარონ კვლევა, თუ რამდენი ადამიანი ენდობა მათ კვლევებს, ვარწმუნებ საინტერესო სურათს მიიღებენ. არ მგონია, შედეგები მათთვის სასიამოვნო სანახავი იყოს. მართალი გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს  მოსახლეობას, რომელსაც ამ ხელისუფლებამ ოჯახი თავზე დააქცია, გააკოტრა და უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდო, საერთოდ არ აინტერესებს, კვლევის რა შედეგებს აქვეყნებს NDI და IRI. 

 

-ისევ "დემოკრატიულ მოძრაობას" და მის ლიდერ ნინო ბურჯანაძეს რომ დავუბრუნდეთ... როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ის ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა. თუ არის თქვენთვის ცნობილი, რა იყო ვიზიტის მიზანი და რა შედეგებით დასრულდა? 

 

-გიდასტურებთ, ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდა ევროპაში მორიგი სამუშაო ვიზიტით. შეხვედრაზე რა თქმა უნდა, საუბრის თემა იყო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, არსებული პოლიტპატიმრები და რაც მთავარია, უმძიმესი წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ უკვე დიდი ხანია, აღარ ვაანონსებთ ბურჯანაძის ევროპულ ვიზიტებს, რადგან ხელისუფლება მერე ძალიან ბევრ საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს იმისთვის, რომ დაგეგმილი შეხვედრები ჩაშალოს. ერთი შემთხვევა იყო ასეთი, როცა ნინო ბურჯანაძე ჩასული იყო ბრიუსელში, ევროკავშირის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებთან, მას ფეხდაფეხ გაჰყვა მიხეილ სააკაშვილი და თითქმის მთელი დილა იჯდა მისაღებებში, რომ ეს შეხვედრები არ შემდგარიყო. ამით ვის მიადგა ჩრდილი? სამარცხვინო და სასაცილოა, როცა პრეზიდენტი ასე იქცევა. 

 

მინდა, მკითხველს მივმართო, რამდენჯერ უყურებია ევრონიუსის საინფორმაციო გამოშვებებისთვის, სადღაც ხანძარი მოხდა, სადღაც წყალდიდობაა, ყველა ნიუსი, რომელიც ჩვენ გვინახავს, კონკრეტულად იმ ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა, თუმცა ამაზე ქართველები გლოვის ზარს ნამდვილად არ შემოკრავენ ხოლმე, ზუსტად იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც საქართველოსთან მიმართებაში და ეს ბუნებრივია. ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ ჩვენი უფლებების დასაცავად, მაშინ რატომ გვგონია, რომ ევროპა და ამერიკა მოგვიგვარებს შიდა პრობლემებს, არ მესმის. 

 

- ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, კოალიცია "ქართული ოცნების" სახელით, ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად ნონა გაფრინდაშვილი დასახელდეს.. უკვე გადაწყვეტილია, რომ კოალიციის კანდიდატები არიან სახალხო კრების წევრები სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე.. თქვენი ინფორმაციით, კრების სხვა წარმომადგენლებთანაც ხომ არ მიდის ამ კუთხით მოლაპარაკებები და სხვებიც ხომ არ დატოვებენ სახალხო კრების რიგებს? 

 

-ნონა გაფრინდაშვილმა გარკვევით თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. კრების აღმასრულებელი საბჭოს სხვა წევრებმაც გარკვევით დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. ნონა გაფრინდაშვილის გარდა, არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვეს გია ბურჯანაძემ, რეზო ესაძემ და ირაკლი ბათიაშვილმა და მათი გადაწყვეტილება პირადად მე, ძალიან მოწონს და პატივს ვცემ, რადგან ჩემი აზრით, "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრობა და იქ მოღვაწეობა ბევრად უფრო საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის, ვიდრე სააკაშვილის ნოტარიალური პარლამენტის წევრობა. 

 

 

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-06-12 12:16:45
"Russia Today"-ის ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.   - მე უკვე არაერთხელ მითქვამს რაში გამოიხატება რუსეთის პოზიცია. ვთვლი, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა. მასთან ამასთან დაკავშირებით
2013-06-10 13:35:57
ინტერვიუ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმსარულებელ დირექტორთან, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გიორგი მუჩაიძესთან.   - ბატონო გიორგი, 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში 7 სამხედროს დაღუპვამ ქართულ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ,
2013-06-07 12:14:16
"საერთო სასამართლოების შესახებ" შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ახალი წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა მოხდება. 9 ივნისს უკვე დაგეგმილია მოსამართელთა კონფერენცია, რომელზეც იუსტიციის
2013-06-06 16:58:04
რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს კერძო საკუთრების ხელყოფა, კიდევ ემუქრება თუ არა საფრთხე და როგორია საქართველოში საკუთრებითი ურთიერთობების ტრანსფორმაცია და პერსპექტივები    "სახელმწიფო განსაკუთრებული სახის მესაკუთრეა, რადგან პოლიტიკური
2013-06-05 18:46:41
გავლენიანმა ესტონურმა გამოცემამ "Eesti Päevaleht"  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა. "პირWელი" აღნიშნულ ინტერვიუს გთავაზობთ:     -
2013-06-04 10:59:49
რადიო "Голос России"-ს ინტერვიუ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელთან ალექსანდრე დუგინთან.   "ჩვენ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მივიჩნევთ და ვურთიერთობთ ცხინვალთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან,
2013-06-01 17:13:54
ესტონური გამოცემის "Postimees"-ის ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან.   - ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველომ რუსეთს ჭკუაში უნდა აჯობოს, რათა დრო მოიგოს და
2013-05-31 18:16:26
24 მაისს სასტუმრო "ვერე პალასში" "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას" ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე - "საბჭოთა ანაბრები და სახელმწიფოს შიდა ვალი". აღნიშნული ღონისძიება
2013-05-25 12:08:40
  ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე "ამერიკის ხმა" საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს უილიამ კორტნის ესაუბრა.   - ბატონო ელჩო, საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო
2013-05-23 15:02:24
30 მაისს მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" და სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევათა ცენტრ "გორბის" ინიციატივით ტრადიციული მე-14 ბიზნესრეიტინგი ჩატარდება, რომლის მთავარ ამოცანასაც წლის საუკეთესო ბიზნესკომპანიის და ბიზნესმენის
2013-05-21 11:59:59
ინტერვიუ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ მრჩეველ მექა ხანგოშვილთან.   - როგორ შეაფასებთ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ხელახალი საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობას?   -
2013-05-15 11:46:04
"იზვესტიას" ინტერვიუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარველაშვილთან.   - რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა. მათ შორის არიან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე,
2013-05-01 14:24:40
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა "Gazeta.ua"-სთან.- წინა ხელისუფლების რეფორმები შესაძლოა, ახალი გუნდის მიერ შეჩერდეს?- რეფორმები წარმატებული იყო, თუმცა ახლა
2013-04-25 14:42:41
"Новая газета"-ს ინტერვიუ "კავკასიის ფონდის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან გელა ხმალაძესთან.- "კავკასიის ფონდის" მიერ ორგანიზებულ სემინარებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ამტკიცებენ, გასულ წელს სემინარებს ტამერლან ცარნაევიც
2013-04-14 15:02:41
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" სასტარტო საქმიანობა შეფასდეს. რა შეიძლებოდა, უკეთესად გაეკეთებინა ივანიშვილის გუნდს;
2013-04-04 17:49:08
ინტერვიუ ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძესთან. - ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა, ზოგადი სურათი რომ შევაფასოთ, რა ხდება დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში, გადაიარა თუ არა
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 10 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency