Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ინტერვიუ
ნინა ხატისკაცი: "ეროვნული მაუწყებლებისგან მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია, რაც დემოკრატიული პროცესების განვითარებას სერიოზულ დარტყმას აყენებს"
11:35 24.04.2012

ინტერვიუ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების დირექტორთან ნინა ხატისკაცთან.

- თქვენი შეფასებით, არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ოპოზიციური ძალები თანაბარ პირობებში არიან?

- ამ შემთხვევაში ქვეყანაში, სადაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და გავრცელებული თემაა პრაქტიკაში, ძალიან ძნელია საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარჩევნოდ თანაბარი პირობებია შექმნილი. ადმინისტრაციული რესურსი თავის ადამიანური, ტექნიკური და ფულადი რესურსის გათვალისწინებით, ძირითადად მმართველი პარტიის მიერ გამოიყენება ხოლმე და ამის ძალიან კონკრეტული მაგალითი ე.წ. სოციალური რეკლამები, რომლებიც სხვადასხვა უწყების რეკლამირებისთვის გადის. ამ რეკლამებს ტიპიური პოლიტიკური რეკლამის ნიშნები აქვს და ამ ტიპის რეკლამები ბიუჯეტიდან ფინანსდება და შემდეგ მათი ტრანსლირება ხდება. რა თქმა უნდა, ამის ფუფუნება სხვა პარტიებს არ აქვთ. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კანონი ძალიან გამკაცრებულია და პოლიტიკური პარტიებისთვის თანხების მოზიდვა და მათი ხარჯვა ძალიან მკაცრ ჩარჩოებში ჯდება, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. ანუ თუ პარტიას ფინანსები არ აქვს, ერთადერთი ალტერნატიული წყარო ისევ ადმინისტრაციული რესურსია, რომელზეც მმართველ პარტიას ხელი მიუწვდება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, თანაბარი გარემო შექმნილი არ არის. აქვე კონტროლის პალატის მიერ ბოლო დროინდელი დაკითხვები და ამ პროცესში იმ ადამიანების მონაწილეობაც უნდა გავიხსენოთ, ვინც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს კითხავდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რომელიც მაკონტროლებელი ორგანოს კომპეტენციაში არ შედის. აქ პოლიტიკური კითხვები იყო, რომლებზეც პასუხის გაცემის ვალდებულება ამ ადამიანებს არ ჰქონდათ.

- პრეზიდენტმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს მოწვევა უკვე გაუგზავნა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუწყობს ხელს სადამკვირვებლო ჯგუფების საქართველოში ყოფნა წინასაარჩევნო პერიოდის სწორად წარმართვას?

- საქართველოში საარჩევნო გარემო და არჩევნების შედეგების ბედის გადაწყვეტა არჩევნების დღეს არ ხდება. თუ წინასაარჩევნო პერიოდს, არჩევნების დღეს და შემაჯამებელ პერიოდს გავყოფთ, შეიძლება, ითქვას, რომ მეტნაკლებად  თანაბარი ძალა და გავლენა უნდა მივანიჭოთ სამივე მათგანს და მე მიმაჩნია, რომ არჩევნების დღის ბედი, მეტწილად, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში წყდება. ამიტომ იყო ჩვენი მოთხოვნაც, რომ სადამკვირვებლო მისიები ცოტა ადრე ჩამოსულიყვნენ და ადგილობრივი დამკვირვებლები მარტო არ ვყოფილიყავით. რეალურად მოთხოვნა გაგზავნილია, მაგრამ ჩამოვლენ თუ არა და რამდენი ხნით ადრე, ეს უკვე ჩვენი ხელისუფლების გადასაწყვეტი არაა. ეს თვითონ მისიის გადასაწყვეტია, მათი რესურსებიდან (ფინანსური, ადამიანური და ა.შ)  გამომდინარე. დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ზაფხულის ბოლომდე ჩამოვლენ. ჩვენი ინფორმაციით, ახლა ზაფხულის დასაწყისში ეუთო-ს ODIHR-ის შეფასების მისია  ჩამოვა. შესაძლოა, ეს შეფასების მისია ცოტა დიდხანს დარჩეს. ის წინასაარჩევნო გარემოს დააკვირდება, მხარეებს გაესაუბრება და შეფასებებს გააკეთებს, რომელზე დაყრდნობითაც ეს მისია გადაწყვეტს, უკვე აქტიურ საარჩევნო პერიოდში რა ტიპის სადამკვირვებლო მისია უნდა ჩამოვიდეს.

როცა წინასაარჩევნო დარღვევებზე ვსაუბროთ, ჩვენი მიზანია, ამ დარღვევების პრევენცია გავაკეთოთ, პარალელურად შევეცადოთ მაგიდაზე ყველა დარღვევა დავდოთ და შევეცადოთ ეს პრობლემები აღმოვხვრათ. … ვეცდებით ამ ინფორმაციის მედიამდე და საერთაშორისო ორგანიზაციებამდე მიტანით, პოლიტიკური ოპონენტების ინტერესები დავიცვათ. თუმცა ჩვენ 2008 წლის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, როცა წინასააარჩევნოდ იმდენად მნიშვნელოვანი რესურსი იყო გამოყენებული, როგორც ფინანსური, ისე ზეწოლის სახით, რომ ამან არჩევნების დღეზე ძალიან დიდი როლი ითამაშა და ზეწოლამ არჩევნების დღეს ადამიანების გადაწყვეტილებაზე მართლაც გავლენა იქონია.

- არჩევნებამდე დაახლოებით 6 თვეა, დარჩენილი. როგორ შეაფასებთ მედია გარემოს წინასაარჩევნო პერიოდში?

- მედია გარემო პრობლემური მარტო საარჩევნო თემასთან დაკავშირებით არ არის. საქართველოში მედია გარემოს მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია, სასამართლოს დამოუკიდებლობის პარალელურად. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, 90%-ზე მეტი ინფორმაციას სატელევიზიო არხებიდან იღებს, აქედან გამომდინარე, მაუწყებლები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობენ, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით.

საქართველოში მედიის დამოუკიდებლობა სერიოზული პრობლემის წინაშეა და ეროვნული მაუწყებლები (საზოგადოებრივი მაუწყებელი და კერძო ტელეკომპანიები) საკმაოდ სერიოზული ცენზურის ქვეშ არიან და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას სერიოზულ დარტყმას აყენებს.

ასევე დემოკრატიულ პროცესებს ზეწოლის და დაშინების ფაქტებიც უშლის ხელს, რომლებიც მრავლადაა და ა.შ. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამ შემთხვევების 100% მართლაც პოლიტიკური ნიშნით დევნას უკავშირდება, მაგრამ ასეთი ზრდადი ტენდენცია და მომრავლებული ფაქტები სხვადასხვა სახის ზეწოლისა, წინასაარჩევნო გარემოს სერიოზულ პრობლემას უქმნის, მაგრამ ამ პრობლემები შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ გარკვეული საინფორმაციო საშუალებებიდან შეიძლება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არ მაუწყებლობენ. ანუ ამომრჩეველი ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს მოკლებულია და აქედან გამომდინარე, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება სერიოზული საფრთხის ქვეშ არის. ამომრჩეველი არჩვენების დღემდე შესაძლოა, ისე მივიდეს, რომ მას იმ გარემოს შესახებ, სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ფუნქციონირება უწევთ, სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდეს. ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. თუ მოსახლეობას სრული სურათი არ ექნება, ვის უნდა მისცეს თავისი მანდატი, ეს რა თქმა უნდა, დემოკრატიის მთავარ პრინციპზე ინფორმირებულ გადაწყვეტილებაზე, სერიოზული დარტყმაა.

- "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მინდა, გკითხოთ. ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეს საკანონმდებლო ინიციატივა დადებითად მიიღო, ზოგიც კი ფიქრობს რომ ერთი პიროვნების პრობლემის გადასაჭრელად კონსტიტუცია არ უნდა შეიცვალოს. თქვენ რას ფიქრობთ? 

- ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, რადგან ერთი ადამიანის პრობლემის გადაჭრისთვის გამოგონილი ცვლილებაა და ამ პრობლემის გადაჭრა საქართველოს კანონმდებლობით უფრო მარტივად შეიძლებოდა, მოგვარებულიყო. ჩვენ პრინციპულად ვეწინააღმდეგებით ამ ცვლილებას სწორედ იმიტომ, რომ ერთმანეთთან პირადი დაპირისპირების გამო კონსტიტუციის ცვლილება სრულიად ამორალური და მიუღებელია.

თუ ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის აღდგენა არ შეეძლო და ეს კანონდარღვევაა, მაშინ მე ძალიან მარტივი კითხვა მაქვს - თუ ეს კანონის დარღვევა იყო და ხელისუფლება ძალიან მოწადინებულია, რომ ამ ადამიანმა მოქალაქეობა მიიღოს (ეს მოწადინება საკონსტიტუციო ცვლილებაში გამოიხატება), რა საჭირო იყო სამი თვით მოცდა და რატომ არ შეიძლებოდა, ამ ტიპის უარი (ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება) ადამიანს თავიდანვე მიეღო?!

 
როგორ შეიძლება, ვისაუბროთ იმაზე, რომ მას ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების უფლება არ ჰქონდა, როცა იმ ანკეტაში, რომელსაც ის ავსებს, მითითებულია კითხვა - რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ ამჟამად.  ტექნიკურად შესაძლოა, მართლაც პრობლემატურია, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქე ნატურალიზაციის გზით სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებ, მაგრამ თუ აქ საქმის არსისადმი სწორი მიდგომა იქნება, ვფიქრობ აქ უფრო ნაკლები პრობლემაა, ვიდრე ამას ხედავენ და ხელოვნურად ქმნიან.

- და ბოლოს, როგორია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უახლოესი გეგმები?

- პირველ რიგში, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგზე ვმუშაობთ. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ხარჯების მიზნობრიობა, წინასაარჩევნო საქმიანობა, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა, წინასაარჩევნო დარღვევები და ყველაფერი ის, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, ჩვენი მონიტორინგის სფეროა. გარდა ამისა, კამპანიის "ეს შენ გეხება" ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენს კამპანიას გავაგრძელებთ და შევეცდებით ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა ვიქონიოთ. ასევე კონტროლის პალატის საქმიანობის მონიტორინგი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ამასთან საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებისთვის ცვლილებებს ვამუშავებთ.

დავით ჯალაღონია
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-23 15:02:24
30 მაისს მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" და სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევათა ცენტრ "გორბის" ინიციატივით ტრადიციული მე-14 ბიზნესრეიტინგი ჩატარდება, რომლის მთავარ ამოცანასაც წლის საუკეთესო ბიზნესკომპანიის და ბიზნესმენის
2013-05-21 11:59:59
ინტერვიუ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ მრჩეველ მექა ხანგოშვილთან.   - როგორ შეაფასებთ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ხელახალი საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობას?   -
2013-05-15 11:46:04
"იზვესტიას" ინტერვიუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარველაშვილთან.   - რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა. მათ შორის არიან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე,
2013-05-01 14:24:40
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა "Gazeta.ua"-სთან.- წინა ხელისუფლების რეფორმები შესაძლოა, ახალი გუნდის მიერ შეჩერდეს?- რეფორმები წარმატებული იყო, თუმცა ახლა
2013-04-25 14:42:41
"Новая газета"-ს ინტერვიუ "კავკასიის ფონდის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან გელა ხმალაძესთან.- "კავკასიის ფონდის" მიერ ორგანიზებულ სემინარებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ამტკიცებენ, გასულ წელს სემინარებს ტამერლან ცარნაევიც
2013-04-14 15:02:41
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" სასტარტო საქმიანობა შეფასდეს. რა შეიძლებოდა, უკეთესად გაეკეთებინა ივანიშვილის გუნდს;
2013-04-04 17:49:08
ინტერვიუ ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძესთან. - ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა, ზოგადი სურათი რომ შევაფასოთ, რა ხდება დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში, გადაიარა თუ არა
2013-04-03 15:37:13
ახალი ხელისუფლება დაპირებების მარწუხებში არ უნდა მოვაქციოთ. საერთოდ, დაპირებები ყველგან - ევროპასა და აშშ-შიც პოპულარულია. მაგალითად, 2009-2010 წლებში, როცა ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა, ამომრჩევლებს
2013-04-01 15:35:24
ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ნიკოლოზ ვაშაკიძესთან. - ბატონო ნიკოლოზ, როგორ შეაფასებდით ევროპის სახალხო პარტიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გამართულ ე.წ. წერილების ომს? თუ
2013-03-28 15:48:01
ინტერვიუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან.- ბატონო ზაზა, 2013 წელი თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო წელია, რა გეგმები გაქვთ ამ წელს და სად აპირებთ მუშაობის
2013-03-27 13:43:16
"Радио Голос России"-ს ინტერვიუ რუს პოლიტოლოგ ალექსანდრე სკაკოვთან.- საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა თავად "გაითხარა პატარა საფლავი", როდესაც თავის დროზე კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. იგი იმედოვნებდა, რომ
2013-03-18 14:43:08
ლიტვური "NewsBalt"-ი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინტერვიუს აქვეყნებს."რუსეთში არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული გავლენიანი ქართველი პარლამენტარი გივი თარგამაძე აღიარებს, რომ ცოტა ხნის წინ ლიტვაში იმყოფებოდა
2013-03-13 11:24:49
ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი "ჯეოქორდი" ფუნქციონირებას 2006 წლიდან იწყებს. საქართველოში ჯერ კიდევ არაპოპულარული დარგი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ამ თემასთან  დაკავშირებით უჯრედული ტექნოლოგიებისა და
2013-03-04 18:38:44
დავით გაგუას კლინიკაში უკვე მეორე წელია, ღია კარის დღეს ჩაეყარა საფუძველი და ერთგვარ ტრადიციათ იქცა. მსურველების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რადგან ამ პროექტის საშუალებით მომავალ დედებს
2013-03-02 13:24:05
  საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რიგით მეორე შეხვედრა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 1 მარტს გაიმართა. შეხვედრის დასრულების
2013-02-24 14:32:26
"Южная Осетия"-ს ინტერვიუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ვალერი იახნოვეცთან. "სამხედრო უწყების შექმნა განპირობებული იყო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის რაზმების ქმედებების კოორდინაციისა და 1990-იან წლებში
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 9 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency