ინტერვიუ
გიორგი თოფურია: "მოვა დრო და გაირკვევა, ვინ და რატომ განაწყო, ან განაწყვეს ბიძინა ივანიშვილი ჩემს მიმართ უარყოფითად"
15:43 18.05.2012

 

ინტერვიუ კომპანია "Top Service"-ის გენერალურ დირექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინსტიტუტის" ყოფილ თავმჯდომარე გიორგი თოფურიასთან. 

 

- როგორც ვიცი, საქართველოში ახალგაზრდულ პოლიტიკაში აქტიურად იყავით ჩართული, ბოლო პერიოდში თქვენი სახელი საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაშიც არაერთხელ გაჟღერდა, მოძრაობის ლიდერების მხრიდან გარკვეული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა და ახალგაზრდული ფრთის ლიდერადაც კი მოიაზრებოდით.. რა გახდა თქვენი პოლიტიკიდან და "ქართული ოცნებიდან" წასვლის მიზეზი?

 

-  პოლიტიკაში ჩემი ყოფნა არცთუ ისე დიდი დროის მონაკვეთით - 7 წლით განისაზღვრება. ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკური რეალობის წინააღმდეგ შეუპოვრად ვიბრძოდი. ვმოქმედებდი ყოველთვის დამოუკიდებლად და არასდროს ვყოფილვარ მიკერძოებული, მოყოლებული უნივერსიტეტის პერიოდიდან, როდესაც მე და ჩემი თანამოაზრეები უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. დამოუკიდებლობაში არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებლობას, არამედ ყველა პოლიტიკური ძალისგან სტუდენტების გავლენის ქვეშ მოქცევას ვგულისხმობ. უნივერსიტეტში მივაღწიეთ იმას, რომ თვითმმართველობაში არავინ დარჩა ისეთი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს გაატარებდა. უნივერსიტეტის შემდგომი ეტაპზე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინსტიტუტი" ჩამოვაყალიბე. ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდები არაერთ შეხვედრას ვმართავდით საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. იქ კონტაქტების დამყარება უფრო გვიადვილდებოდა, ვიდრე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რადგან ქართველი პოლიტიკოსები გარკვეულწილად, არასამთავრობო ორგანიზაციებს ბლოკავენ. ჩვენ, ახალგაზრდები იდეის გარშემო ვიბრძოდით, ჩვენი კონტაქტებით მოვედით პოლიტიკაში, თუმცა ქართველი პოლიტიკოსები ასაკის გამო არ გვაღიარებდნენ.

 

- ეს იყო თქვენი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი? გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლა სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტეთ, რაც "ქართულ ოცნებას" გამოეთიშეთ... 

 

- ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ზემოაღნიშნული იყო. შეიძლება, ბევრი მოიაზრებოდეს პარტნიორად თუ ლიდერად გარკვეულ საქმიანობაში, მაგრამ მოაზრება ყოფნას არ ნიშნავს. მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა, ამას არ უარვყოფ. პირადად შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, მის მიმართ დიდი სიმპათიით ვიყავი განწყობილი. დღესაც ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს შესაძლებლობა შექმნას ძლიერი ოპოზიცია და სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მმართველ გუნდს. რაც შეეხება ჩემს წამოსვლას, იქ ახალგაზრდებს სათანადოდ არ აფასებდნენ. ალბათ ყველას ახსოვს გახმაურებული ინციდენტი, როდესაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ფეხსაცმელში ვიდეო-ჩამონტაჟებული შევიდა. ერთადერთი ვიყავი, ვინც ღიად ვამბობდი, რომ ის არ უნდა შეეშვათ შეხვედრაზე, მაგრამ მე დავისაჯე, რადგან მითხრეს, რომ მსგავი ადამიანისთვის გუნდში ყოფნის საშუალება არ უნდა მიმეცა. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ახალგაზრდა კოალიციის ერთ-ერთი წონიანი ლიდერის რეკომენდაციით იყო მოსული და მასში ეჭვის შეტანა არც კი მიფიქრია. ამ ფაქტის შემდეგ ყველამ რატომღაც, მე დამიწყო ეჭვის თვალით ყურება. ამასთან, ამ ფაქტს დაერთო ისიც, რომ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მთხოვა, ერთ-ერთ ჩემს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ მივსულიყავი. მან გამაფრთხილა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემს მიმართ ძალიან ცუდად იყო განწყობილი, თავი ამერიდებინა მისთვისაც და "ქართული ოცნებასაც" მოვშორებოდი. ძალიან ცუდად და დამცირებულად ვიგრძენი თავი.  როგორია, აკეთებ ღონისძიებას და უცებ გიცხადებენ, რომ შენ მას არ უნდა დაესწრო, რადგან ივანიშვილს თურმე არ მოვწონვარ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, რადგან 4 დღით ადრე შეხვდი ბატონ ბიძინას და ის ძალიან დადებითად იყო განწყობილი ჩემს მიმართ. ყველაფერმა ჩემზე ცუდად იმოქმედა. ყველას ეგონა, რომ აგენტი ვიყავი. როგორი ეჭვებიც არ უნდა ყოფილიყო, ჩემთვის აგენტი არ უნდა ეწოდებინათ. ეს ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იყო და სწორედ ამის შემდეგ დავტოვე "ქართული ოცნება". ეს გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო, მათთან დაპირისპირება მომიწევდა და ვთვლი, რომ ამ რთულ პერიოდში  ჩემი მხრიდან ეს სწორი არ იქნებოდა. მოვა დრო და ყველაფერი გაირკვევა. გაირკვევა ისიც, ვინ და რატომ განაწყო, ან განაწყვეს ბიძინა ივანიშვილი ჩემს მიმართ უარყოფითად.  ჩემი ორგანიზაციის წარმომადგენლები კოალიციაში დღესაც ბევრ საქმეს აკეთებენ. დღეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა სწორედ ჩემი ორგანიზაციიდან გადასული ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მე თუ აგენტი ვარ, გამოდის, ისინიც პოტენციური აგენტები არიან.

 

- ახლა რას გეგმავთ? 

 

- ჩემი სურვილია, ახალგაზრდებს თვითდამკვიდრებაში დავეხმარო. სწორედ ამისთვის, საკუთარი რესურსით გადავწყვიტე შევქმნა ორგანიზაცია და პოლიტიკას დროებით შევეშვა.

 

- კონკრეტულად რა სახის ორგანიზაცია შექმენით და რა იქნება კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება? 

 

- ჩვენი კომპანია (Top Service) თითოეულ დაუსაქმებელ ადამიანზე იზრუნებს, შევქმნით ბაზებს, სადაც ყველა უმუშევარი ადამიანის რეზიუმე იქნება მოცემული. ჩვენ ინდივიდუალურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კერძო კომპანიებთან, რომლებთანაც გარკვეული კონტრაქტები გაფორმდება და ჩვენს მიერ მიწოდებული კადრები დასაქმდებიან. 

 

აღსანიშნავია, ისიც, რომ ჩვენს მიერ დასაქმებული ადამიანები იქნებიან დაზღვეულები. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ისინი სამსახურებში შემცირებაში მოყვებიან, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ მათ ხელფასით უზრუნველვყოფთ. 

 

გარდა ამისა, კომპანიაში კიდევ ბევრი სახის მომსახურება იქნება. ჩვენ უცხოელ ექსპერტებს ველოდებით, რომლებიც ამ სისტემის გამართვაში დაგვეხმარებიან.  ასე, რომ ჩვენი სახით ბაზარზე მალე ახალი მოთამაშე გამოჩნდება, რომელსაც ექნება პრეტენზია, მომხმარებელს ყველაზე დახვეწილი და მოქნილი მომსახურება შესთავაზოს.   

 

გვანცა ფიფია

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-06-12 12:16:45
"Russia Today"-ის ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.   - მე უკვე არაერთხელ მითქვამს რაში გამოიხატება რუსეთის პოზიცია. ვთვლი, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა. მასთან ამასთან დაკავშირებით
2013-06-10 13:35:57
ინტერვიუ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმსარულებელ დირექტორთან, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გიორგი მუჩაიძესთან.   - ბატონო გიორგი, 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში 7 სამხედროს დაღუპვამ ქართულ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ,
2013-06-07 12:14:16
"საერთო სასამართლოების შესახებ" შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ახალი წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა მოხდება. 9 ივნისს უკვე დაგეგმილია მოსამართელთა კონფერენცია, რომელზეც იუსტიციის
2013-06-06 16:58:04
რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს კერძო საკუთრების ხელყოფა, კიდევ ემუქრება თუ არა საფრთხე და როგორია საქართველოში საკუთრებითი ურთიერთობების ტრანსფორმაცია და პერსპექტივები    "სახელმწიფო განსაკუთრებული სახის მესაკუთრეა, რადგან პოლიტიკური
2013-06-05 18:46:41
გავლენიანმა ესტონურმა გამოცემამ "Eesti Päevaleht"  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა. "პირWელი" აღნიშნულ ინტერვიუს გთავაზობთ:     -
2013-06-04 10:59:49
რადიო "Голос России"-ს ინტერვიუ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელთან ალექსანდრე დუგინთან.   "ჩვენ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მივიჩნევთ და ვურთიერთობთ ცხინვალთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან,
2013-06-01 17:13:54
ესტონური გამოცემის "Postimees"-ის ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან.   - ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველომ რუსეთს ჭკუაში უნდა აჯობოს, რათა დრო მოიგოს და
2013-05-31 18:16:26
24 მაისს სასტუმრო "ვერე პალასში" "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას" ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე - "საბჭოთა ანაბრები და სახელმწიფოს შიდა ვალი". აღნიშნული ღონისძიება
2013-05-25 12:08:40
  ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე "ამერიკის ხმა" საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს უილიამ კორტნის ესაუბრა.   - ბატონო ელჩო, საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო
2013-05-23 15:02:24
30 მაისს მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" და სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევათა ცენტრ "გორბის" ინიციატივით ტრადიციული მე-14 ბიზნესრეიტინგი ჩატარდება, რომლის მთავარ ამოცანასაც წლის საუკეთესო ბიზნესკომპანიის და ბიზნესმენის
2013-05-21 11:59:59
ინტერვიუ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ მრჩეველ მექა ხანგოშვილთან.   - როგორ შეაფასებთ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ხელახალი საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობას?   -
2013-05-15 11:46:04
"იზვესტიას" ინტერვიუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარველაშვილთან.   - რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა. მათ შორის არიან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე,
2013-05-01 14:24:40
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა "Gazeta.ua"-სთან.- წინა ხელისუფლების რეფორმები შესაძლოა, ახალი გუნდის მიერ შეჩერდეს?- რეფორმები წარმატებული იყო, თუმცა ახლა
2013-04-25 14:42:41
"Новая газета"-ს ინტერვიუ "კავკასიის ფონდის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან გელა ხმალაძესთან.- "კავკასიის ფონდის" მიერ ორგანიზებულ სემინარებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ამტკიცებენ, გასულ წელს სემინარებს ტამერლან ცარნაევიც
2013-04-14 15:02:41
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" სასტარტო საქმიანობა შეფასდეს. რა შეიძლებოდა, უკეთესად გაეკეთებინა ივანიშვილის გუნდს;
2013-04-04 17:49:08
ინტერვიუ ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძესთან. - ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა, ზოგადი სურათი რომ შევაფასოთ, რა ხდება დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში, გადაიარა თუ არა
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 10 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency