ინტერვიუ
ზაქარია ქუცნაშვილი: "კონსტიტუციის ხშირი გადასინჯვა ქვეყნის სამართლებრივ სტაბილურობას ხელს უშლის"
19:06 25.05.2012

ინტერვიუ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრ, იურისტ და უფლებადამცველ ზაქარია ქუცნაშვილთან.

- რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში 2004 წლიდან დღემდე?

- რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. პირველი და მთავარი 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური ცვლილებები იყო, რომლითაც ხელისუფლებამ ბევრ გადაწყვეტიელებაზე მარტივი წესით დაშვების უფლება მოიპოვა. ეს ცვლილება მაშინ იმ პოზიციით იყო გამართლებული, რომ ძლიერი სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბებულიყო. სინამდვილეში კი მივიღეთ არა ძლიერი, არამედ ავტორიტარული სახელმწიფო. ამ წლების განმავლობაში მიღებული ცვლილებებიდან იმასაც გამოვყოფდი, რომლის თანახმადაც ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები ერთ უწყებად გაერთიანდნენ. საქართველოს კონსტიტუციაში არსებობდა შეზღუდვა, რომ უშიშროების, შინაგან საქმეთა და პროკურატურის ორგანოები არ შეიძლებოდა, ერთმანეთთან შერწყმული ყოფილიყო და ამ კუთხით ერთი რომელიმე უწყების საფარველის ქვეშ ძალაუფლების კონცენტრაცია მომხდარიყო. შეიტანეს ცვლილება, ეს შეზღუდვა მოხსნეს და შესაბამისად, უშიშროების სამინისტრო შსს-ს შეერწყა და კუდ-ი, სოდ-ი და პოლიცია ჩამოყალიბდა. ამ ცვლილებამ რა უბედურებებიც მოიტანა ყველამ ვნახეთ. ასევე კონსტიტუციური ცვლილება იყო ის, როდესაც პროკურატურა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების შემადგენლობიდან გამოიყვანეს, აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში შეიყვანეს და ამ ცვლილებით მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრს დაექვემდებარა. ამით ფაქტობრივად, დამოუკიდებელი სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლების სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოდ იქცა. მესამე, რომელმაც ჩვენს განვითარებას სერიოზული ზიანი მოუტანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილება იყო. აღნიშნული ცვლილებით აჭარის ავტონომიურ ერთეულს ყველა უფლება წაერთვა, იგი ავტონომიურ ერთეულად მხოლოდ ფაქტობრივად რჩება, სინამდვილეში კი თვითმართველობის დონეზეც არ არის.

- თქვენი შეფასებით, რა პლიუსები და მინუსები აქვს ახალი კონსტიტუციას, რომელიც 2013 წელს ამოქმედდება?

- ავთანდილ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ 2010 წელს ჩატარებული კონსტიტუციური რეფორმა ასევე უარყოფითად შეიძლება, შეფასდეს. ამ რეფორმის თანახმად, ჩვენ საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან ისეთ მდგომარეობაზე გადავედით, სადაც არა ისევ სისტემა, არამედ პიროვნება იქნება განსაზღვრული. ახალი სისტემა არა კონფლიქტების თავიდან აცილების, არამედ პირიქით, მათი შექმნის გარემოს ახალისებს. ერთადერთი პოზიტიური ცვლილება საკუთრების შესახებ 21-ე მუხლში შევიდა, რომლის მიხედვითაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების ჩამორთმევა წინასწარ საბაზრო ფასთან შესაბამისობაში სრული გადახდით უნდა მომხდარიყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2011 წელს იგივე ცვლილებები თბილისის შემოვლითი რკინიგზის მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევისას საერთოდ არ აამუშავეს. კონსტიტუციაში დეკლარირებულია ძალიან კარგად, მაგრამ როცა პრაქტიკაში განახორციელეს, მაშინ არც საბაზრო ღირებულება აუნაზღაურეს და არც იმ ქონების სრული კონპენსაცია მოახდინეს, რომელიც რკინიგზის გაყვანით განადგურდა.

მეტი პლიუსი 2010 წლის ცვლილებებს საქართველოსთვის არც მოუტანია და ვერც მოუტანს. მითუმეტეს, როცა იქ პირდაპირ ჩაიწერა, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, ანუ ის პერიოდი, როდესაც 2012 წლის ოქტომბერში არჩეული პარლამენტი უფლებამოსილებაში შევა, ეს ცვლილებები არ იმოქმდებს და მხოლოდ 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ შევა ძალაში. 2007 წელს მათ მორიგი ეშმაკობა ჩაიდინეს, როდესაც პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 6 თვით, პრეზიდენტს კი 10 თვით გაუგრძელეს. ჩვენ ამ ხელყოფილი კონსტიტუციის შედეგად საპრეზიდენტო არჩვენების ჩატარება არა 2013 წლის 5 იანვარს, არამედ ოქტომბერში მოგვიწევს. 

- ახალი საკონსტუტიციო ცვლილებით, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო და რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრ ყველა მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია საქართველოში და ქვეყანაში ბოლო 5 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრობს, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭა. თქვენი აზრით, ეს ცვლილება ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს ხომ არ შეუქმნის?

- ქვეყნის სუვერენიტეტი იმას ნიშნავს,  რომ ხელისუფლებამ შეძლოს ქვეყნის გარე თუ შიგნით არსებული მტრული ძალებისგან დამოუკიდებლად ძალიან მაღალი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიიღოს. ამ უაზრო ცვლილებების შედეგად უმაღლესი სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში  შესაძლოა, საქართველოს არამოქალაქე პირმა მონაწილეობა მიიღოს. შესაბამისად, ეს ამ ფორმით ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხეა. ამას უფლებადამცველი ორგანიზაციები ძალიან კარგად ახმოვანებდნენ კიდეც. არ შეიძლება, უმაღლესი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება არა მარტო უცხო ქვეყნის, არამედ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს მიანდო და ამას მარტივი ახსნა აქვს. დავუშვათ, დადგეს საკითხი, რომელიც ორი სახელმწიფოს – საქართველო-აზერბაიჯანის, ან თურქეთის, ან გერმანიის, ან რუსეთის ინტერესებში შედის, ამ შემთხვევაში რომელს უერთგულებს ორაგი მოქალაქეობის მქონე პირი?! აქაც დაშვებული იქნა ის, რომ ორმაგი მოქალაქე შესაძლებელია, პარლამენტის წევრი იყოს, რაც მე მართებულად არ მიმაჩნია. ასევე შესაძლებელია, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი მინისტრი გახდეს, თუმცა მას პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება არ აქვს. ამჯერად კი ამაზე უარესი ცვლილება შეიტანეს, რომლის თანახმად, არამოქალაქეს ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავება შეუძლია, რაც რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვეტენიტეტს საფრთხეს უქმნის. 

- ბიძინა ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს დასაწყისშივე  აპროტესტებდა, თუმცა აცხადებდა, რომ მიღების შემთხევაში ამით ისარგლებდნენ. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ ივანიშვილმა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და აღნიშნული ცვლილებების არდამტკიცებისკენ მოუწოდა. ეს პოზიცია მას ადრე რომ დაეფიქსირებინა, იქნებ მისი მიღების თავიდან აცილება შესაძლებელი გამხდარიყო?

- როცა თქვენ საუბრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ცვლილებებით ისარგებლებდა, ალბათ, მხედველობაში გაქვთ, ჩემი კოლეგის, იურისტ არჩილ კბილაშვილის განცხადება. შეიძლება, ითქვას, რომ ეს კბილაშვილის როგორც პროფესიონალი იურისტის, პირადი მოსაზრება იყო, მაგრამ თავად ივანიშვილმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება, თქვას, რომ თქვენ სააკაშვილს შეცდომა დააშვებინეთ, ფაქტობრივად, გააშაყირეთ, მან სისულელე ჩაიდინა და თქვენ ხმაური მერე ატეხეთ. მოქალაქის ასეთი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ სწორი იქნებოდა, რომ არა პირველივე დღიდან გაკეთებული ჩვენი უამრავი განცხადება, რომელშიც ვაცხადებდით, რომ ეს ცვლილებები არ მიეღოთ. დღესაც იმავეს ვიმეორებთ. ჩვენ პარლამენტის წინაშე მორალურად მართლები ვართ. ოღონდ ქვეყნის პრესტიჟი არ შეილახოს და სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ არ დადგეს, ივანიშვილი მზად არის, პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართოს.

- რატომ არ მიმართა თავიდანვე ივანიშვილმა პრეზიდენტს ერთდროულად როგორც ნატურალიზაციის გზით, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით? ზოგიერთი იურისტი ამას ივანიშვილის ადვოკატთა გუნდის შეცდომადაც მიიჩნევს...

- თავიდანვე ორივე გზა იქნა გამოყენებული, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით. მოგეხსენებათ, რომ 11 ოქტომბერს სააკაშვილმა ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა ჩამოართვა, რაც ჩვენ სასამართლოში გავასაჩივრეთ. შესაბამისად, როცა აქტის კანონიერებას ასაჩივრებ, არ გაქვს უფლება, რომ იმავე აქტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართო. მაშინ სარჩელზე უარი უნდა გვეთქვა და ახალი განცხადებით მიგვემართა. საჩივარზე უარის თქმა კი ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ 11 ოქტომბრის ბრძანებულების კანონიერებას ვაღიარებდით. ხელისუფლებამ ივანიშვილთან მიმართებაში სრული უკანონობა ჩაიდინა. ორმაგი მოქალაქეობა ე.წ. ერთგვარი ჯილდო, დამსახურებაა და მისი წართმევა არ შეიძლება. სამართლებრივად ეს იგივეა, რომ ოლიმპიადა მოიგო, ჯილდო მიიღო, 5 წლის შემდეგ დანაშაული ჩაიდინო და ამისთვის ოლიმპიადაზე მიღებული ჯილდო ჩამოგართვან. ასე, რომ ჩვენ ორივე გზა გამოვიყენეთ - მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის გზით მოვითხოვეთ და სასამართლოში ორმაგი მოქალაქეობის ჩამორთმევა გავასაჩივრეთ. საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ნაწილში დაგვიკმაყოფილა კიდეც. ბიძინა ივანიშვილის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, თუმცა აპელაცია აქამდე არ ჩაუტარებით. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთი გზა გამოვიყენეთ, არასწორია.

- ისევ კონსტიტუციას რომ დავუბრუნდეთ, რამდენად მიზანშეწონილია ქვეყნის მთავარი კანონის ხშირი შეცვლა? ხომ არ უნდა არსებობდეს მასში ისეთი ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გაართულებს, ან გარკვეულ ლიმიტს დააწესებს?

- კონსტიტუციური სამართალი ქვეყნის უმაღლესი კანონის გადასინჯვის გართულების თვალსაზრისით ბევრ მექანიზმს ითვალისწინებს. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში არის ისეთი მექანიზმი, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ახალი მოწვევის პარლამენტის არჩევნის შემდეგ ამოქმედდება. ზოგს კიდევ უფრო რთული მექანიზმი აქვს, რომელიც ითვალისწინებს, რომ წინა პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს თუ მომავალი საკანონმდებლო ორგანოც არ დაამტკიცებს, ისე საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში ვერ შევა. ჩვენთან კი ცვლილებები მიღებიდან მეორე დღესვე ძალაში შედის, ანუ იმდენად გაუბრალოვებულია ქვეყნის ძირითადი კანონის გადასინჯვა, რომ მხოლოდ ერთთვიანი საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმალურ პროცედურას იცავენ და ფაქტობრივად, თვენახევარში შეუძლიათ, რომ კონსტიტუცია გადასინჯონ. ეს კი ქვეყნის სამართლებრივ სტაბილურობას ხელს უშლის.

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში, როდესაც 10 იურისტი ვმუშაობდით, ჩვენ კონსტიტუციაში ჩავდეთ ის მოდელი, რომ ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური ცვლილება იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანო იმავე ცვლილებებს დაამტკიცებს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთი პოლიტიკური გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგად სხვა გუნდი მოვა და იმ ცვლილებებს ისიც დაეთანხმება, ე.ი. კარგია. აქედან გამომდინარე, ორი სხვადასხვა ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეზე თავს ვიზღვევთ. კონსტიტუცია მთავარი, ძირითადი კანონია, ამიტომ ჯობს, მის ცვლილებას 2 და 3 წელი ველოდოთ, ვიდრე მივიღოთ ის და ასეთი სასაცილო თუ ზაინის მომტანი სიტუაცია შეიქმნას.    

- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პარალელურად საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა, რომლის შემადგენლობაში თქვენც იყავით და კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი შეიმუშავეთ, რომელიც საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. ხელისუფლებაში ივანიშვილის გუნდის მოსვლის შემთხვევაში, თქვენს მიერ შემუშავებული ალტერნატიული პროექტი, ხომ არ გახდება კონსტიტუციაში საკვანძო ცვლილებების შეტანის საფუძველი? თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე იყო. როგორ მოხდება შეთნხმება?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყნის მართვის მოდელის შექმნაში მინიმუმ სამი მხარე უნდა იყოს ჩართული. ერთ მხარეა თავად კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები, მეორე - სპეციალისტები, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისის სხვა იურისტები, კონსტიტუციონალისტები და მესამე - თავად ხალხი. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმზე ამ ტიპის საკითხების გამოტანა საფრთხის მატარებელია, ვინაიდან ზოგადად, საზოგადოებაში სამართლებრივი განათლებისა და კულტურის დონე მაღალი არ არის, მაგრამ მინიმუმ ორმა ჯგუფმა მაინც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა. ეს არის კოლიციაში შემავალი პარტიები და საექსპერტო საზოგადოება და შემდეგ უკვე ან პარლამენტში უნდა აისახოს დასტურის ან უარყოფის სახით, ან კიდევ - რეფერენდუმში. გიდასტურებთ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და ჩვენ საზოგადოებასთან მოთათბირებით საუკეთესო ვარიანტზე შევჩერდებით. სჯობს, მოთათბირებაში ერთი ან ორი წელი დავხარჯოთ, ვიდრე სისტემები ერთი ხელის მოქნევით შევცვალოთ და მან ვერანაირ დროს ვერ გაუძლოს.

ნათია რუხაძე
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-06-12 12:16:45
"Russia Today"-ის ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.   - მე უკვე არაერთხელ მითქვამს რაში გამოიხატება რუსეთის პოზიცია. ვთვლი, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა. მასთან ამასთან დაკავშირებით
2013-06-10 13:35:57
ინტერვიუ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმსარულებელ დირექტორთან, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გიორგი მუჩაიძესთან.   - ბატონო გიორგი, 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში 7 სამხედროს დაღუპვამ ქართულ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ,
2013-06-07 12:14:16
"საერთო სასამართლოების შესახებ" შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ახალი წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა მოხდება. 9 ივნისს უკვე დაგეგმილია მოსამართელთა კონფერენცია, რომელზეც იუსტიციის
2013-06-06 16:58:04
რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს კერძო საკუთრების ხელყოფა, კიდევ ემუქრება თუ არა საფრთხე და როგორია საქართველოში საკუთრებითი ურთიერთობების ტრანსფორმაცია და პერსპექტივები    "სახელმწიფო განსაკუთრებული სახის მესაკუთრეა, რადგან პოლიტიკური
2013-06-05 18:46:41
გავლენიანმა ესტონურმა გამოცემამ "Eesti Päevaleht"  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა. "პირWელი" აღნიშნულ ინტერვიუს გთავაზობთ:     -
2013-06-04 10:59:49
რადიო "Голос России"-ს ინტერვიუ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელთან ალექსანდრე დუგინთან.   "ჩვენ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მივიჩნევთ და ვურთიერთობთ ცხინვალთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან,
2013-06-01 17:13:54
ესტონური გამოცემის "Postimees"-ის ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან.   - ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველომ რუსეთს ჭკუაში უნდა აჯობოს, რათა დრო მოიგოს და
2013-05-31 18:16:26
24 მაისს სასტუმრო "ვერე პალასში" "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას" ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე - "საბჭოთა ანაბრები და სახელმწიფოს შიდა ვალი". აღნიშნული ღონისძიება
2013-05-25 12:08:40
  ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე "ამერიკის ხმა" საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს უილიამ კორტნის ესაუბრა.   - ბატონო ელჩო, საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო
2013-05-23 15:02:24
30 მაისს მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" და სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევათა ცენტრ "გორბის" ინიციატივით ტრადიციული მე-14 ბიზნესრეიტინგი ჩატარდება, რომლის მთავარ ამოცანასაც წლის საუკეთესო ბიზნესკომპანიის და ბიზნესმენის
2013-05-21 11:59:59
ინტერვიუ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ მრჩეველ მექა ხანგოშვილთან.   - როგორ შეაფასებთ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ხელახალი საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობას?   -
2013-05-15 11:46:04
"იზვესტიას" ინტერვიუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარველაშვილთან.   - რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა. მათ შორის არიან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე,
2013-05-01 14:24:40
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა "Gazeta.ua"-სთან.- წინა ხელისუფლების რეფორმები შესაძლოა, ახალი გუნდის მიერ შეჩერდეს?- რეფორმები წარმატებული იყო, თუმცა ახლა
2013-04-25 14:42:41
"Новая газета"-ს ინტერვიუ "კავკასიის ფონდის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან გელა ხმალაძესთან.- "კავკასიის ფონდის" მიერ ორგანიზებულ სემინარებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ამტკიცებენ, გასულ წელს სემინარებს ტამერლან ცარნაევიც
2013-04-14 15:02:41
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" სასტარტო საქმიანობა შეფასდეს. რა შეიძლებოდა, უკეთესად გაეკეთებინა ივანიშვილის გუნდს;
2013-04-04 17:49:08
ინტერვიუ ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძესთან. - ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა, ზოგადი სურათი რომ შევაფასოთ, რა ხდება დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში, გადაიარა თუ არა
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 10 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency