ინტერვიუ
კახა სეთურიძე: “ყაზბეგის რაიონის მოსახლეობას ყოველდღე ვხდები და ვხედავ, რომ დაშინება და ტერორი ვერ შეაჩერებს ხალხის ნებას, ხელისუფლება არჩევნებით დაამთავროს”
15:04 28.06.2012

პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ თავმჯდომარე კახა სეთურიძე პარტიის მიერ მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ყაზბეგის რაიონში გადავიდა სამუშაოდ.  მისი თქმით, მოხევეების პრობლემების მიმართ ხელისუფლების გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ამ საზღვრისპირა რაიონის მოსახლეობისგან დაცლას იწვევს და სანამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მისი ეკონომიკური პოტენციალი სრულად არ იქნება ამოქმედებული, მხოლოდ რამდენიმე კერძო მეწარმე თუ ფერმერი რაიონის ეკონომიკის ფეხზე დაყენებას ვერ შეძლებს.

- ბატონო კახა, თქვენ საუბრობთ იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ხევის მოსახლეობა დგას, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები?

- მიმაჩნია რომ  უნდა შემუშავდეს მთიანი (რეგიონების) განვითარების სტრატეგია, მთავარი რგოლების  გამოყოფით და კომპლექსური მიდგომებით. გათვალისწინებული უნდა იყოს რაიონის თავისებურებები, მეურნეობის ტრადიციები, მოსახლეობის უნარ-ჩვევები და პრიორიტეტად დასახელდეს მაქსიმალურად ეფექტური მიმართულებები. ამისთვის შეგვიძლია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე მსოფლიოში შემუშავებული რეკომენდაციები გამოვიყენოთ. უნდა ჩატარდეს ყაზბეგის  რაიონის ტერიტორიის ძირითადი და საწარმოო ფონდების სრული ინვენტარიზაცია. ცენტრსა და რაიონს შორის უნდა გაიმიჯნოს საკუთრება, მათ შორის მიწაზე. რაიონს  უნდა გადაეცეთ ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო ქონება. ასევე სახელმწიფო საკუთრებაში ამჟამად არსებული მიწები  სარგებლობის უფლებით. რომელსაც იგი მიზნობრივად გამოიყენებს. სოფელს უნდა დაუბრუნდეს მის ისტორიულ საზღვრებში არსებული მიწები და საძოვრები. სოფლის თითოეულ კომლს უნდა ჰქონდეს საკუთრებაში მიწის ის რაოდენობა, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს მის  სასიცოცხლო მოთხოვნილებებს.

- კონკრეტულად, რომელ პრობლემას გამოყოფდით?

- დღეს ყაზბეგის რაიონის მოსახლეობამ არ იცის რა ქონების მფლობელია, გაურკვეველი  მიზეზებით შეჩერებულია მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების  რეგისტრაცია, როგორც განვლილი მწარე გამოცდილება გვაჩვენებს, ეს მიწები ხელისუფლების მაღალჩინოსნების და  მათთან დაახლოებული ბიზნესწრეების ინტერესთა სფეროში მოექცა და მათი  “კანონის ძალით“ მიტაცება მოხდება. მაგალითად, თვალსაჩინოებისთვის  სასტუმრო ’’ROOMS KAZBEGI’’ კმარა, რომელიც სახელმწიფომ მის აქციონერებს წაართვა და პრეზიდენტის განკარგულებით რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით სულ რაღაც 50 ათას  ლარად  სააკაშვილის კლანმა შეიძინა. ვერ შეედავები, რადგან  უკანონო კანონი აძლევს ამის უფლებას ისევე როგორც უფლება აქვს ჯერ არ შეძენილი ქონება იპოთეკით დატვირთოს, გამოიტანოს ბანკიდან  ნახევარი მილიონი ლარი და ამ თანხით მოახდინოს სასტუმროს რეაბილიტაცია. სააკაშვილის ენაზე ამას ბიზნესის ხელშეწყობა ჰქვია რეალურად კი  შარაგზის ყაჩაღებთან  გვაქვს საქმე. ასევე მინდა, ავღნიშნო, რომ რაიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყანასთან, მიუხედავად არც თუ დალაგებული ურთიერთობისა, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების გაფართოება, ერთობლივი საწარმოების შექმნა. ვფიქრობ, საზღვრის გახსნით მარტო ჩვენი მეზობელი სომხეთი არ უნდა სარგებლობდეს. 

- გაქვთ თუ არა თქვენი გეგმა, როგორ უნდა მოაგვაროთ ხევის მოსახლეობის პრობლემები?

- თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორი მენეჯმენტი საშუალებას იძლევა ისეთ მკაცრ კლიმატურ პირობებშიც კი, როგორიც ყაზბეგის რაიონშია, ტრადიციულ  დარგებთან ერთად სასათბურე პირობებში განვითარდეს მებოსტნეობა, რომელიც რაიონის მოსახლეობისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო, ამის ტრადიციაც ჩამოყალიბდა და გამოცდილებაც.. თანამედროვე ტექნოლოგიები ვახსენე და დღეს  სათბურში  მოსავალის მოყვანა სამჯერ იაფი ჯდება, ვიდრე ეს  10 წლის წინ იყო. ამიტომ  არის საჭირო  ადგილზე საცდელი მეურნეობის მოწყობა   რომელიც  სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს. ჩვენ შეგვიძლია, რაიონში  მეცხოველეობა  ავიყვანოთ თუნდაც მეოცე საუკუნის 90 წლების ნიშნულზე.  არ შეიძლება, ქვეყნის ხორცისპროდუქტებით მომარაგება მხოლოდ ექსპორტზე იყოს დამოკიდებული. მეცხოველეობა და მისი პროდუქცია,  მეთევზეობა, ბოსტნეულ-ბაღჩეული, კარტოფილი, თაფლი და მათი გადამუშავების პროდუქტები. რაიონს ძირითადად, ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციით შეუძლია, შეაღწიოს და დამკვიდრდეს  ბაზარზე, რადგან  ჩვენი მცირემიწიანობიდან გამომდინარე, აქცენტი უნდა გააკეთდეს არა წარმოების მასშტაბსა და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, არამედ, პროდუქციის უსაფრთხოებასა და ხარისხობრივ მახასიათებლებზე. რისთვისაც ხელი უნდა შეეწყოს ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციის წარმოების განვითარებას.

- ამისთვის საჭიროა ფინანსური რესურსი...

- რა თქმა უნდა, ფერმერებს, ესაჭიროებათ სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა, რადგან ფინანსების (კრედიტების) ხელმისაწვდომობის გარეშე სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. მიმაჩნია, რომ აგროსასურსათო სექტორის დაკრედიტების სისტემის შექმნისა და პროცესების რეგულირების საკითხში აუცილებელია სახელმწიფოს მონაწილეობა. მხოლოდ კომერციული ბანკები ვერ უზრუნველყოფენ აგრარული სექტორის ნორმალურ ფუნქციონირებას და შემდგომ განვითარებას, რადგან  აგრარული რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და არ შექმნილა მიწის თავისუფალი ბაზარი, შესაბამისად, არ არსებობს გაცემული კრედიტიდან მოგების, ან კომპენსაციის მიღების გარანტია. ამას ემატება ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტის უქონლობა, როგორიცაა, გამართული სადაზღვეო სისტემა.

ყაზბეგის რაიონის ეკონომიკური განვითარებისა და მიზნობრივი ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელია შეიქმნას რაიონის განვითარების ფონდი, რომელიც იქნება განცალკევებული ადგილობრივი ბიუჯეტისგან და გამოყენებული იქნება კონკრეტული, პირველ რიგში, საწარმოო დანიშნულების პროექტების დასაფინანსებლად.  მაგალითისთვის, ამ ფონდის საშუალებით შესაძლებელია მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობა რაიონის ტერიტორიაზე ენერგოობიექტის მშენებლობაში და გამომუშავებული პროდუქციის მოცულობაში მისი წილის განსაზღვრა. რაიონის განვითარების სტიმულირების მიზნით საჭიროა, ადგილზე წარმოებული პროდუქციის სუბსიდირება, საექსპორტო დანიშნულების პროდუქციის წარმოების სტიმულირება.

- თქვენი გეგმის მიხედვით, ექნებათ თუ არა შეღავათები ადგილობრივ საწარმოებს?


- რაიონში არსებული საწარმოები უნდა განთავისუფლდნენ მოგების იმ ნაწილის გადახდისაგან, რომელიც გამოიყენება ადგილზე. ასევე ახლადშექმნილი საწარმოები გარკვეული პეროდით (3-5 წელი) განთავისუფლდნენ საერთოდ გადასახადებისაგან. რაიონის ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობისთვის  დაწესებული გადასახადების ნაწილი უნდა დარჩეს ადგილობრივ  ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა უნდა შეეხოს გუდაურის სპორტულ კომპლექსაც,  რომელიც თბილისის მერიამ მიისაკუთრა. როცა ვსაუბრობთ ტურიზმზე, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაზე, სოფლის მეურნეობაზე, ბიზნესის განვითარებაზე აუცილებელია გატარდეს სახელმწიფოს მხრიდან  პროტექციონისტული პოლიტიკა და შეიქმნას მთიანეთის განვითარების საკანომდებლო ბაზა. შედეგად მივიღებთ ეკომონიკურად ძლიერ რაიონს, მშობლიურ კუთხეში  დაბრუნებულ მოსახლეობას,  დაცულ  სახელმწიფო საზღვარსა  და  ჩვენს სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას.

- და ბოლოს, რას იტყვით მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით?

- ყოველდღიურად  ვხვდები მოსახლეობას  და ვხედავ,  რომ ვერც დაშინება და ტერორი, ვერც ახალ-ახალი, ერთი პიროვნების წინააღმდეგ მიღებული დისკრიმინაციული კანონები, ვერც სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანა და მისი მსახური ტელევიზიები ვერ შეაჩერებენ ხალხის ნებას, არჩევნებით დაამთავროს ეს ხელისუფლება. ასეთი განწყობა და სურვილია, ყაზბეგის რაიონშიც, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღირსეული და პროფესიონალი ადამიანია ბოლო 20 წელია, რაიონის  მართვის  სადავეებთან  ერთსა და იმავე  ჯგუფს ვხედავ.  მხოლოდ იცვლებიან ლიდერები იმის მიხედვით თუ ვინ უფრო  შესძლო, ალღო აუღო და გამონახა ახალ ხელისუფალთან მისასვლელი გზები. დღეს საბედნიეროდ, განსხვავებული რეალობაა. ცვლილებების დროა მოხევეებო, რეალური ცვლილებების.

საინფორმაციო სააგენტო “პირWელი”



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-06-12 12:16:45
"Russia Today"-ის ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.   - მე უკვე არაერთხელ მითქვამს რაში გამოიხატება რუსეთის პოზიცია. ვთვლი, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა. მასთან ამასთან დაკავშირებით
2013-06-10 13:35:57
ინტერვიუ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმსარულებელ დირექტორთან, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გიორგი მუჩაიძესთან.   - ბატონო გიორგი, 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში 7 სამხედროს დაღუპვამ ქართულ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ,
2013-06-07 12:14:16
"საერთო სასამართლოების შესახებ" შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ახალი წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა მოხდება. 9 ივნისს უკვე დაგეგმილია მოსამართელთა კონფერენცია, რომელზეც იუსტიციის
2013-06-06 16:58:04
რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს კერძო საკუთრების ხელყოფა, კიდევ ემუქრება თუ არა საფრთხე და როგორია საქართველოში საკუთრებითი ურთიერთობების ტრანსფორმაცია და პერსპექტივები    "სახელმწიფო განსაკუთრებული სახის მესაკუთრეა, რადგან პოლიტიკური
2013-06-05 18:46:41
გავლენიანმა ესტონურმა გამოცემამ "Eesti Päevaleht"  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა. "პირWელი" აღნიშნულ ინტერვიუს გთავაზობთ:     -
2013-06-04 10:59:49
რადიო "Голос России"-ს ინტერვიუ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელთან ალექსანდრე დუგინთან.   "ჩვენ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მივიჩნევთ და ვურთიერთობთ ცხინვალთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან,
2013-06-01 17:13:54
ესტონური გამოცემის "Postimees"-ის ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან.   - ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველომ რუსეთს ჭკუაში უნდა აჯობოს, რათა დრო მოიგოს და
2013-05-31 18:16:26
24 მაისს სასტუმრო "ვერე პალასში" "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას" ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე - "საბჭოთა ანაბრები და სახელმწიფოს შიდა ვალი". აღნიშნული ღონისძიება
2013-05-25 12:08:40
  ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე "ამერიკის ხმა" საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს უილიამ კორტნის ესაუბრა.   - ბატონო ელჩო, საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო
2013-05-23 15:02:24
30 მაისს მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" და სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევათა ცენტრ "გორბის" ინიციატივით ტრადიციული მე-14 ბიზნესრეიტინგი ჩატარდება, რომლის მთავარ ამოცანასაც წლის საუკეთესო ბიზნესკომპანიის და ბიზნესმენის
2013-05-21 11:59:59
ინტერვიუ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ მრჩეველ მექა ხანგოშვილთან.   - როგორ შეაფასებთ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ხელახალი საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობას?   -
2013-05-15 11:46:04
"იზვესტიას" ინტერვიუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარველაშვილთან.   - რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა. მათ შორის არიან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე,
2013-05-01 14:24:40
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა "Gazeta.ua"-სთან.- წინა ხელისუფლების რეფორმები შესაძლოა, ახალი გუნდის მიერ შეჩერდეს?- რეფორმები წარმატებული იყო, თუმცა ახლა
2013-04-25 14:42:41
"Новая газета"-ს ინტერვიუ "კავკასიის ფონდის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან გელა ხმალაძესთან.- "კავკასიის ფონდის" მიერ ორგანიზებულ სემინარებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ამტკიცებენ, გასულ წელს სემინარებს ტამერლან ცარნაევიც
2013-04-14 15:02:41
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" სასტარტო საქმიანობა შეფასდეს. რა შეიძლებოდა, უკეთესად გაეკეთებინა ივანიშვილის გუნდს;
2013-04-04 17:49:08
ინტერვიუ ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძესთან. - ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა, ზოგადი სურათი რომ შევაფასოთ, რა ხდება დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში, გადაიარა თუ არა
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 10 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency