საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თელავი ისე კარგად გაკეთდება, როგორიც არასოდეს ყოფილა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა თელავში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
"შოკის ქვეშ ვიყავი, როცა დავინახე, თუ როგორ არის დანგრეული თელავი, თუმცა მე ვთქვი, რომ გადაგვეღო ფოტოები მისთვის და შეგვედარებინა, როგორი გახდება ის 2 -3 თვის შემდეგ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირი დღესვე სოფელ შალაურშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დაზარალებულებს მთავრობის გეგმები გააცნო.
პრეზიდენტის განცხადებით, მოსახლეობამ ბევრად მეტი დახარჯა, ვიდრე 1500 ლარია, თუმცა სახელმწიფოს ამ ეტაპზე მხოლოდ ამის საშუალება აქვს.
"ჩვენ მოსახლეობის გვერდით ვართ და სანამ ყველაფერი არ მოგვარდება, მთავრობა აქედან არსად წავა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ინგა მურუსიძე












