საქართველომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადა 7 მედლით დაასრულა.
1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი ქართველმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს: ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი და ასევე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
წლევანდელ ოლიმპიადაში სულ 35 ქართველი სპორტსმენი - ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა), ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, პნევმატური), ბეთქილ შუკვანი (ძიუდო, 60 კგ), გიორგი ნადირაძე (ველოსპორტი, საგზატკეცილო), ანა ტატიშვილი (ჩოგბურთი), მერაბ თურქაძე (კრივი), მაკა ჩახნაშვილი (ჩოგბურთი), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (ძიუდო, 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81 კგ), ირაკლი ბოლქვაძე (ცურვა, 200 მეტრი, ბრასი), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (ძიუდო, 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო, +100 კგ), რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა, 85 კგ), ბოლესლავ სხირტლაძე (მძლეოსნობა), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ), მაია გოგოლაძე (სიგრძეზე ხტომა), დავით ილარიანი (110 მეტრი თარჯრბენი), მანუჩარ ცხადაია (66 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ), ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა, 105 კგ), თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - ლადო ხინჩეგაშვილი (55 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), დავით მოძმანაშვილი (120 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ) მონაწილეობდა.
რაც შეეხება 2004 წლის ათენისა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიადებს, ათენის ოლიმპიადაზე საქართველომ 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 32-ე ადგილი დაიკავა, რაც საქართველოს დამოუკიდებელი გუნდით გასვლის ისტორიის მანძილზე საუკეთესო მაჩვენებლი იყო.
2004 წელს პირველი ოქრო საქართველოს ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა მოუტანა, რომელიც ოლიმპიადებზე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოქროს მედალი იყო. იმ წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძალოსანი გიორგი ასანიძე, ძიუდოისტმა ნესტორ ხერგიანმა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ნოზაძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობას დაემთხვა, საქართველომ სპორტის 11 სახეობაში მიიღო მონაწილეობა და სულ 6 მედალი მოიპოვა: 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს და იგი 27-ე ადგილზე განლაგდა.
პეკინის ოლიმპიური ჩემპიონები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველია, ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილი გახდნენ.
ბრინჯაოს მედლები კი ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ თუშიშვილმა და თავისუფლი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძემ მოიპოვეს.
მაკა ბრეგვაძე












