ამბობენ, რომ მოდელებად იბადებიან, თუმცა ცნობილი მოდელების უმრავლესობა თავდაუზოგავად ვარჯიშობს, საკუთარ თავზე მუშაობს და დღესა და ღამეს სპორტულ დარბაზებში ატარებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქრონიკულ დიეტებზე.
მაგალითისთვის, Victoria Secret-ის ანგელოზებიც გამოდგებიან, მათ შორის ჰოლანდიელი დაუტცენ კრეზი.
Victoria Secret-ის ანგელოზი თვლის, რომ კარგად გამოიყურება და ამისთვის პირდაპირი მნიშვნელობით ოფლის ღვრასაც არ ერიდება.
მშვენიერმა მოდელმა ჯერ კიდევ ვერ თქვა უარი საყვარელ კალორიულ კარტოფილ ფრიზე, სამაგიეროდ, თითქმის სპორტდარბაზში ცხოვრობს და საკვებისგან მიღებულ უარყოფით შედეგებს ფიტნესის საშუალებით ებრძვის.
როგორც 27 წლის მოდელი აცხადებს, მას მშვენიერი მწრთვნელი ჰყავს, რომელმაც კარგად იცის, რა სჭირდება მას. უფრო ზუსტად კი, მას ორი მწრთვნელი ჰყავს, ერთი ნამდვილი და მეორე - მისი პატარა ვაჟი, რომელიც მოშვების საშუალებას არ აძლევს და აიძულებს, მუდმივად ფორმაში იყოს.
"ჩემი შედარება იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოველდღე სამსახურში დადიან, არ შეიძლება. ეს სრულიად სხვა ცხოვრებაა.მე კარგად გამოვიყურები არა იმიტომ, რომ ყოჩაღი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩემი ვალდებულებაა", - აცხადებს დაუტცენი.

















