Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პოლიტიკა
მალხაზ მირცხულავას მტკიცებით, კომპანია "ბეტა მაქსმა" "ქართუ ბანკისგან" კრედიტის მისაღებად საჭირო ყველა ინსტანცია გაიარა
20:09 20.08.2012

კომპანია "ბეტა მაქსის" დირექტორის მალხაზ მირცხულავას მტკიცებით, კომპანიამ "ქართუ ბანკისგან" კრედიტის მისაღებად საჭირო ყველა ინსტანცია გაიარა.

ამის შესახებ მირცხულავამ გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას "ბეტა მაქსის" ხელისუფლების სატელიტობის შესახებ, აბსურდული უწოდა. 

"აბსურდზე კომენტარის გაკეთება ძნელია. ოთხი თვის განმავლობაში ამ საკრედიტო ხელშეკრულების გასაფორმებლად ბანკთან მუშაობა მიმდინარეობდა. ამ პროცესმა ყველა ინსტანცია გაიარა. კერძოდ, მშენებლობის, იურიდიული, რისკების და უსაფრთხოების ექსპერტიზები. ამ დოკუმენტს  საკრედიტო დეპარტამენტის 9 წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. ეს ხომ ნოდარ ჯავახიშვილის დროს მოხდა. ამის შემდეგ, 9 ივლისს მიღებული იქნა საკრედიტო საბჭოს ხელშეკრულება და დაიდო გენერალური ხელშეკრულება, რომელსაც ხელი თავად ნოდარ ჯავახიშვილმა მოაწერა. თუ ჯავახიშვილს რამე აინტერესებდა საკრედიტო ხელშეკრულებაზე, მაშინ დაერეკა და შევხვდებოდი, ეს ხომ პრობლემა არ იყო, მაგრამ სამწუხაროდ, 27 ივლისიდან ნოდარ ჯავახიშვილი გამოდის სატელევიზიო ეთერებში და ამას პოლიტიკურ ელფერს აძლევს, თითქოს ჩვენ ბანკისთვის ზიანის მიყენება გვსურს", - განაცხადა მირცხულავამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ბეტა მაქსმა" ბანკის მიერ წარდგენილი ყველა პირობა შეასრულა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ "ქართუ ბანკს" 11 609 500 დოლარის გადახდა დააკისრა.

ამის შესახებ "ქართუ ბანკის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ ს/ს "ქართუ ჯგუფში" დანიშნული დროებითი მმართველის მიერ ოთხ კომპანიაზე გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებს, რომლის საფუძველზეც "ქართუ ბანკს" 50 მლნ აშშ დოლარის კრედიტი უნდა გაეცა. აღნიშნული თანხიდან კი, 10 მლნ დოლარი "ბეტა მაქსისითვის" უნდა გადაერიცხა.

"17 აგვისტოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ს/ს "ქართუ ბანკს". ამჯერად ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილის მონაწილეობით, რომელმაც უგულებელყო რა კანონის თუ სამართლიანობის ყველა პრინციპი, გამოწერა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ბანკს შპს "ბეტა მაქსითვის" 10 მლნ აშშ დოლარის და დარიცხული პირგასამტხელოს - 850 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ თავის მხრივ, დაამატა კრედიტორის მიერ ვითომ წინასწარ გადახდილი საფასურის - მოთხოვნის 2%, ანუ 217 000 აშშ დოლარი, აგრეთვე აღსრულების საფასურის 7% და საბოლოო ჯამში, ბანკს 7 დღის ვადაში 11 609 500 დოლარის ექვივალენტი ლარებში აქვს გადასახდელი", - განმარტა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ ეს ეპოპეა წარმოადგენს ხელისუფლების ყველა შტოს მიერ ბანკის გასაკოტრებლად გატარებულ მიზანმიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რათა "ქართუ ბანკის" ლიკვიდაციას მიაღწიონ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-24 20:27:15
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰაიტის პრეზიდენტს საქართველოში დევნილთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერა სთხოვა.   ჰაიტის პრეზიდენტს მიშელ მარტელს მიხეილ სააკაშვილი ეკვადორში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.   "საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული
2013-05-24 20:08:27
  თავდაცის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიას განცხადებით, "მსჯავრდებულების მიერ სხვა პატიმრებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა 2005-2006 წლებში დასრულდა".   სასჯელაღსრულების, შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება ბაჩო ახალაიასა და
2013-05-24 20:06:06
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკვადორის გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრსა და ბუნების მსოფლიო ფონდის მოქმედ პრეზიდენტს იოლანდა კაკაბაძეს შეხვდა.   იოლანდა კაკაბაძე წარმოშობით ქართველია.   შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიზიტით
2013-05-24 20:04:40
ექსპერტ გია ნოდიას იმედი აქვს, რომ სახელმწიფოს ძალაუფლების შერყევა ხელისუფლების ინტერესში არ შედის.   ამის შესახებ ნოდიამ ჟურნალისტებს დედაენის ბაღში მიმდინარე აქციაზე - "არა თეოკრატიას" განუცხადა.   ნოდიას აზრით,
2013-05-24 19:54:51
საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, "ეკლესია კონსტიტუციაზე მაღლა არ უნდა დადგეს".    როგორც ხოშტარიამ "პირWელს" დედაენის ბაღში მიმდინარე აქციის – "არა თეოკრატიას" - შინაარსის
2013-05-24 19:28:14
უფლებადამცველ თამარ გურჩიანის აზრით, დედა ენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები სათანადოდ აღჭურვილნი არ არიან.    როგორც გურჩიანმა "პირWელს" განუცხადა, "სამართალდამცველები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულები, თუმცა როგორც ჩანს,
2013-05-24 19:18:20
  "ეროვნული ფრონტის" აქციის მონაწილეებმა აქციის "არა თეოკრატიას" მონაწილეები დედა ენის ბაღში ტაშით და სტვენით შეაცილეს.    აღსანიშნავია, რომ აქციაზე მშვიდობიანი მოწოდებების მიუხედავად, შეძახილები - "პიდარასტებო" და "თქვენ
2013-05-24 19:13:31
  წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის დეკანოზის ნიკოლოზ გობეჯიშვილის განცხადებით, "აქციის მთავარი მიზანია ლგბტ-კრატიას უარი ეთქვას".   ამის შესახებ დეკანოზმა დედა ენის ბაღთან "ეროვნული ფრონტის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე
2013-05-24 19:06:05
  დედა ენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის "არა თეოკრატიას" მონაწილეები იკრიბებიან.   როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ გამოხატავენ.   "გვინდა, დაისაჯონ ის სასულიერო პირები, რომლებმაც 17 მაისს
2013-05-24 18:36:36
  დედა ენის ბაღთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და "ეროვნული ფრონტის" დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.   აქციის მონაწილეების უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი
2013-05-24 18:28:25
  დედა ენის ბაღთან მიმდინარე აქციაზე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა.   აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილი ავტომობილიდან არ გადმოსულა, თუმცა აქციის მსვლელობას რამდენიმე წუთის განმავლობაში აკვირდებოდა.   ამასთან, ღარიბაშვილმა ავტომობილიდან დედა
2013-05-24 18:10:55
დედა ენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.    18:00 საათზე აქ აქციას "ეროვნული ფრონტი" ლოზუნგით - "არა ლგბტ პროპაგანდას" გამართავს.    როგორც ჟურნალისტებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა გიორგი
2013-05-24 17:41:42
საპარლამენტო უმცირესობის წევრები - ირმა ნადირაშვილი და სერგო რატიანი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ვანო მერაბიშვილის მონახულების უფლებას სთხოვენ.   მათ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართეს სპეციალური წერილით, რომელშიც
2013-05-24 17:25:06
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების წინადადებით მიმართა.   როგორც ცსკ-ში გამარტავენ, ამ ინიციატივის საჭიროება საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1
2013-05-24 16:40:49
  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართველ სპორტსმენებს შეხვდა.   პრემიერის პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრა პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა.    ბიძინა ივანიშვილმა მათი სპორტული მიღწევების შესახებ მოისმინა და ახალგაზრდა სპორტსმენებს შემდგომი
2013-05-24 16:29:29
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავება არჩევნების შედეგებზე – არა, მაგრამ თვითონ პარტიაზე იმოქმედებს.    როგორც ცინცაძემ "პირWელს" განუცხადა, მერაბიშვილის ყოფნა-არყოფნას არანაირი
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 1172 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency