პოლიტიკა
"თავისუფალი საქართველოს" მტკიცებით, შსს-მ ქეთი ბექაურს აგენტი მიუგზავნა
15:23 16.06.2012

პარტია "თავისუფალი საქართველოს" განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიის სამართლებრივი პოლიტიკის ხელმძღვანელ ქეთი ბექაურს  აგენტი მიუგზავნა.

როგორც "პირWელს" "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს,  მას შემდეგ, რაც ადვოკატმა ქეთი ბექაურმა "თავისუფალი საქართველოს" მიმართ საკუთარი პოლიტიკური სიმპატიები  გამოხატა და პარტიის სამართლებრივ პოლიტიკას ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა სამინისტომ მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა გაააქტიურა.

"15 ივნისს "თავისუფალი საქართველოს" ოფისში, შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა ბექაურთან საკუთარი აგენტი მიაგზავნეს. ადვოკატს იგი მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და როგორც კლიენტმა, რომელსაც იურიდიული კონსულტაცია ესაჭიროებოდა, შეხვედრა სთხოვა. პიროვნება სომეხი ეროვნებისაა და როგორც თვითონ განაცხადა, რუსეთში ცხოვრობს. აღნიშნულმა პიროვნებამ  ქეთი ბექაურს განუცხადა, რომ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა და ადვოკატისგან მოითხოვდა, ეს ინფორმაცია მიეწოდებინა რომელიმე მსხვილი მედია კომპანიისთვის საქართველოში, ან საზღვარგარეთ ინტერნეტის საშუალებით, რისთვისაც ბექაურს ჰონორარის სახით, 100 000 ევროს ჰპირდებოდა. გარდა ამისა, აღნიშნული პიროვნება ითხოვდა, რომ შეხვედრის კონფიდენციალურობა დაცული ყოფილიყო და მისი პიროვნება არ გამჟღავნებულიყო. ასევე იგი ცდილობდა, ქეთი ბექაურისთვის ტელეფონის სიმ-ბარათი გადაეცა და სთხოვდა, მას მხოლოდ ამ ტელეფონით დაკავშირებოდა. უარის მიღების  შემდეგ მან "თავისუფალი საქართველოს" ოფისი დატოვა", - აცხადებენ პარტიაში.

მისივე ინფორმაციით, ქეთი ბექაურმა აღნიშნული ფაქტის შესახებ მაშინვე "თავისუფალი საქართველოს" ლიდერს კახა კუკავას შეატყობინა.

პარტია "თავისუფალი საქართველო" აღნიშნულ ფაქტს დანაშაულის პროვოკაციად აფასებს და აფრთხილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მსგავსი ტიპის პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-06-19 19:42:53
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდა.   ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა კნუტ ვოლებეკთან პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა.    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ეროვნულ უმცირესობათა
2013-06-19 19:37:30
ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მუშაობის ექვსი თვის ანგარიშს წარმოადგენს.    ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიის" საკონფერენციო დარბაზში, 10:00 საათზე გაიმართება.    კონფერენციაზე ადამიანის
2013-06-19 19:26:25
კნუტ ვოლებეკი ეუთო-ს უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის რანგში საქართველოში ბოლო ვიზიტს მართავს.   ვიზიტის ფარგლებში ის დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდა.   როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ფანჯიკიძემ
2013-06-19 19:16:48
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ბოლო დეტალები ევროკავშირთან ვიდეო-კონფერენციის გზით შეთანხმდება.    ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტექსტის ძირითადი ნაწილი შეთანხმებულია და მხოლოდ წვრილმანებია
2013-06-19 19:11:08
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბაგრატის სტატუსი შენარჩუნებული იყოს".   "ბაგრატის ირგვლივ მდგომარეობა არის შემდეგი: ბაგრატი და გელათი ერთად იყო ნომინირებული
2013-06-19 18:57:26
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერები უფრო მძიმეა, ვიდრე ციხის კადრები.    ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ეუთო-ს უმაღლეს კომისართან უმცირესობათა საკითხებში კნუტ
2013-06-19 18:47:20
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-სპიკერის ენ ვასენის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი პოსტს ტოვებს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.   ასე განმარტა ვასენიმ ტიშკევიჩის ვადაზე ადრე გაწვევასთან
2013-06-19 18:42:31
უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს პასუხობს.   ვაჩნაძის განცხადებას "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ.    "მიუხედავად ეთიკის ნორმებისა, თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ბატონოთი მოვიხსენიო ივანე ჩხარტიშვილი, რომელიც სისხლის სამართლის
2013-06-19 18:41:29
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის გენერალ ტიშკევიჩის გაწვევას და ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.   "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის
2013-06-19 18:23:22
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს კნუტ ვოლებეკს შეხვდა.   როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული
2013-06-19 18:16:05
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოდგილემ თენგიზ შერგელაშვილმა დღეს ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - "წარმომადგენლობითი დემოკრატია ადგილობრივ დონეზე" მიიღო მონაწილეობა.    როგორც "პირWელს" სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული
2013-06-19 18:07:28
"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ აბაშიძის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში დღეს დასრულდება.   ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა, საქართველოს პარლამენტის წევრები - ერეკლე ტრიპოლსკი,
2013-06-19 17:27:20
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "საიდუმლო სამალავებთან დაკავშირებული საკითხი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული ბოლომდე და ყველა უმკაცრესად უნდა დაისჯოს".   ამის შესახებ ბაქრაძეს რამდენიმე დღის წინ
2013-06-19 17:03:07
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ანდჟეი ტიშკევიჩს შეხვდა.    სამინისტროს ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ უცხოელ სტუმართან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.    შეხვედრის
2013-06-19 14:23:03
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდა.   მხარეებმა დევნილთა და რეპატრიანტთა საკითხებზე ისაუბრეს
2013-06-19 13:38:56
საქართველოს ადვოკატთა  ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ევროსაბჭოში შეხვედრებს მართავს.    "ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შეშფოთებულია ქართველი  ადვოკატების ბოლოდროინდელი დევნით და ევროპის საბჭოს  ადამიანის უფლებათა კომისარს სთხოვს ადვოკატების დევნის
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 1223 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency