"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე "ქორთიარდ მერიოტში" ევროპელ კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
თარგამაძემ ევროინტეგრაციაზე, შიდა პოლიტიკურ მოვლენებსა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ქდმ-ის ლიდერმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც შეაფასა.
"ჩვენ ევროპის მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური ოჯახის წევრები ვართ. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციების ვიზიტს და ამ კონფერენციის ჩატარებას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ცალკეული ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან, წამყვან პოლიტიკურ ორგანიზაციებთან კონტაქტებს, რომელიც გვეხმარება ერთის მხრივ, საქართველოს ინტერესების ლობირებაში, როგორც მათ ქვეყნებში, ასევე მთლიანად ევროგაერთიანებაში და მეორეს მხრივ, ჩვენი პარტიისთვის საჭირო უზარმაზარი გამოცდილების გაზიარებისთვის", - განაცხადა თარგამაძემ.
ცნობისთვის, ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსი საქართველოში "ქრისტიან-დემორკატების" მოწვევით ჩამოვიდა. მათი ვიზიტი სამდღიანია. ისინი საქართველოს ხვალ დატოვებენ.











