Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი" 2006 წლის 11 ნოემბერს დაარსდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობთ, ქვეყანაში, კავკასიის რეგიონში, მეზობელ ქვეყნებსა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ შეძლებისდაგვარად ამომწურავი ინფორმაცია დროულად და ობიექტურად მივაწოდოთ მკითხველს. რა თქმა უნდა, ანალოგიურ მიზნებს ისახავენ და ემსახურებიან ჩვენი კონკურენტებიც, ჩვენი მთავარი თავისებურება კი, რომელსაც "პირWელის" თითოეული თანამშრომელი ჯეროვნად აფასებს, იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია მომხმარებლამდე ყოველგვარი ცენზურის გარეშე აღწევს და მავანთა მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული არაერთი ჭორის მიუხედავად, "პირWელის" ერთგულ მკითხველს ეს კარგად მოეხსენება! სწორედ ეს – ცენზურის არარსებობის ფაქტორი იზიდავს სააგენტოში ახალ და ახალ თანამშრომლებს, ჩვენი ჯერ კიდევ შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად! 

"პირWელის" კოლექტივი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი ინფორმაციით სარგებლობს, ასევე ყველა იმ პოლიტიკოსს, ექსპერტს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მეცნიერს, კულტურის და სხვა სფეროების მოღვაწეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომელიც ენდობა ჩვენს სააგენტოს და აქტიურად თანამშრომობს ჩვენთან! ვისურვებდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავებულიყოს, მასში კიდევ უფრო მეტი რესპონდენტი ჩაბმულიყოს, ვინაიდან "პირWელის" კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად იმისა, აღიზიანებს თუ არა მისი განსხვავებული აზრი ვინმეს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში თუ სხვა რომელიმე წრეებში!

ჩვენ ვმუშაობთ ყველასთვის და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, ვცდილობთ, ამ მიზნით მაქსიმალურად გამოვიყენოთ სადღეისოდ არსებული შესაძლებლობები, გამუდმებით ვმუშაობთ საკუთარ თავზე, რათა ერთ მშვენიერ დღეს დავაკმაყოფილოთ არა მხოლოდ ქართული, არამედ ზოგადად მსოფლიოს მედიის მაღალი სტანდარტები. 

designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency