გამოცემა “EURASIA REVIEW“-ს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს დოლანდ რამსფელდს საქართველოში პენტაგონ-NATO-ს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება მიეცა.
ჟურნალისტ რიკ როზოფის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მასალაში დონალდ რამსფელდის საქართველოში ვიზიტების დეტალები ვრცლად არის განხილული. სტატიის ავტორი საუბრობს ამერიკის თავდაცვის ყოფილი შეფის ბოლო ვიზიტზეც.
"გასული თვის ბოლოს, როდესაც რამსფელდი საქართველოში დაბრუნდა, მას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მიესალმა, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია თავისი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ტრანსფორმაციისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების თაობაზე აშშ-სა და NATO-ს მფარველობის ქვეშ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, რამსფელდისა და ახალაიას შეხვედრის დროს "ფოკუსი საქართველოს თავდაცვის უნარებისა და სამხედრო განათლების დონის ამაღლებისაკენ იყო მიმართული". ორივე მხარე "ასევე შეეხო საქართველოს ჩართვას ISAF-ის მისიაში და NATO-ში ინტეგრირების პერსპექტივაში". საქართველოს თავდაცვის შეფმა "გამოხატა თავისი მადლიერება თავდაცვის ყოფილი მდივნის მიმართ აშშ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში". შემდეგ ახალაიამ დასძინა, რომ "ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთთანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა პენტაგონში, სწორედ რამსფელდის მოღვაწეობისას და შეერთებულ შტატებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, სტატიის ავტორის ცნობით, "ათიოდე დღის წინ რამსფელდს, დამსახურებისამებრ, საქართველოში პენტაგონ – NATO-ს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება მიეცა, რომელიც ამჟამად შემოწმებას გადის ახალი კონფლიქტის მზადყოფნისათვის".
ინგა მურუსიძე











