თბილისის საქალაქო სასამართლომ “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” 5 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
11:52 26.06.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება კომპანია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" 5 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ ძალაში დატოვა.
ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დღეს მოსამართლე თამარ ონიანის თანაშემწემ გამოაცხადა, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი კი გასულ კვირას გაიმართა.
გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესს მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მხარე კი კომპანიის მარკეტინგისა და განვითარების დირექტორ ზურაბ ბაზლიძისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ნატა გელაძის სახით იყო წარმოდგენილი.
გელაძის განცხადებით, აღნიშული გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
"მარეგულირებელმა ჩვენ სიხშირულ ზოლში გადაცდენის მიზეზით 5 ათასი ლარით დაგვაჯარიმა და სამართალდარღვევათა ოქმში, რომელიც კომისიამ შეადგინა, აღნიშნული იყო, რომ ჩვენ ლიცენზიით მინიჭებული უფლება დავარღვიეთ, რაც აბსურდია. გასულ კვირას გამართულ სასამართლო პროცესზე დავაყენეთ შუამდგომლობა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა და ხელახლა გადამოწმებულიყო სიხშირეები, თუმცა "გლობალ ტვ”-ის ყველა სასამართლო პროცესზე ისევე, როგორც ამ შემთხვევაში, ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული წესები", - განაცხადა გელაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიას 10 დღის ვადაში შეუძლია.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის" სოლიდარობის გამოსახატავად გაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" წევრები შეიკრიბნენ.
დავით ჯალაღონია
Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე, 1976 წელს დაბადებული ბადრი შ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #14 დაწესებულებაში პატიმარი პირველადი ინფორმაციით, პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
ამის შესახებ "პირWელს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს.
"2013
კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი 17 მაისის ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირთან მიმართებაში აღძრულ საქმეს მეთვალყურეობას გაუწევს.
როგორც "პირWელს" კოალიციიდან აცნობეს, ლილუაშვილი აღნიშნული საქმით დაინტერესდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში მსოფლიოს ცხრაგზის რეკორდსმენმა, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის კაპიტანმა იოსებ ხუციშვილმა ცალ ხელზე აზიდვაში გინესის რეკორდი დაამყარა.
მან კანადელი რეკორდსმენის
სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს.
"23 მაისს, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სოხეთიდან საქართველოში სომხეთის მოქალაქე ნარა ს. შემოვიდა. ნარა ს.-მ ფიზიკური პირის დეკლარაციით
არასრულწლოვან პრობაციონერებზე ზრუნვისთვის დღეიდან პროექტი "უფროსი მეგობრები" ამოქმედდა.
როგორც "პირWელს" პრობაციის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში რუსთავში მცხოვრები ხუთი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული მონაწილეობს.
პროექტი მოზარდებში დანაშაულის პრევენციას
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ხმების" ორგანიზებით, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციების ცენტრის მხარდაჭერით, სამდღიანი ტრენინგი დაიწყო.
როგორც "პირWელს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს,
მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობითმა მსჯავრდებულებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზო დაასუფთავეს.
როგორც "პირWელს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
შემოსავლების სამსახური ალტერნატიული აუდიტის შესახებ ცვლილებებს ამზადებს.
როგორც "პირWელს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ცვლილებების თაობაზე განმარტებებს უწყება დოკუმენტზე ხელმოწერისთანავე გააკეთებს, თუმცა ამ ეტაპზე მომავალი ცვლილებების
სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილი სამართალდამცველებმა დღეს დილით დაკითხეს.
ამის შესახებ არქიმანდრიტმა ანთიმოზმა "პირველ რადიოს" განუცხადა.
"დღეს დამიბარეს, დამკითხეს და შემდეგ წამიკითხეს ბრალი. არ ვიცი, როდის
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, "მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს".
ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1992 წელს დაბადებული გიორგი ხ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 22 მაისს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღისთვის სავარაუდოდ, 122 მსჯავრდებულს შეიწყალებს.
შეწყალების სახელმწიფო კომისიამ დადებითი რეკომენდაცია სწორედ ამდენ მსჯავრდებულზე გასცა და ეს საქმეები ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.
"დადებითი რეკომენდაციები გავეცით
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად სამი კანდიდატი დაასახელა.
ასოციაციის ინფორმაციით, მათგან ერთს პარლამენტი აირჩევს.
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ, ფარული კენჭისყრის საუძველზე არჩეული სამი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში სოფიო ჯაფარიძე და სასჯელაღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრის უფროსი მაია ხასია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
ევროკავშირის შულედური შეფასების მისიის წარმომადგენლებმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში შეხვედრები გამართეს.
ისინი მინისტრის მოადგილეს საერთაშორისო საკითხებში სოფიო ჯაფარიძეს, მოადგილეს პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებში არჩილ თალაკვაძეს