სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ კარალეთის ინციდენტი დაგმო.
ამის შესახებ უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ყოველკვირეული ქადაგებისას ბრძანა და აღნიშნა, რომ გასულ კვირას ერთმანეთისთვის ტალახის სროლის მიუღებლობაზე იქადაგა, მაგრამ მიმდინარე კვირას - ურესი, ქართველების მიერ ერთმანეთისთვის ქვების სროლის შესახებ შეიტყო.
უწმინდესმა ქადაგებისას როგორც ხელისუფლებას და ოპოზიციას, ისე რიგით ადამიანებს მიმართა, რომ მსგავსი რამ აღარ გაიმეორონ.
"ეს თქვენი და ქართველი ერის სირცხვილი. როგორ ბედავს ადამიანი, რომ იღებს ქვას და მეორეს ესვრის, სად არის თქვენი სარწმუნოება და სიკეთე?! თითოეული ქართველის უკან სამშობლო დგას და ადამიანებმა ერთმანეთს ისეთი რამ არ უნდა გაუკეთონ, რითაც ქვეყანა დაზარალდება. თქვენ შეგიძლიათ, შეხვდეთ ერთმანეთს, ისაუბროთ, იკამათოთ, მაგრამ ერთმანეთის ცემა, მით უფრო ქვების სროლა და იარაღით დამუქრება, ყოვლად დაუშვებელია", - ბრძანა პატრიარქმა და დასძინა, რომ მტერს სწორედ ქართველებს შორის ურთიერთობის დაძაბვა უნდა.
თელარა გელანტია












