Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის თემა
მანანა კობახიძის შეფასებით, "დაშინებების გამო აქციაზე 30-ის ნაცვლად, 15 ათასი ადამიანი მივიდა, თუმცა შიში მაინც დაძლეულია"
20:43 15.07.2012

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერის მანანა კობახიძის შეფასებით, "გორში არსებული დაშინებების გამო აქციაზე 30-ის ნაცვლად, 15 ათასი ადამიანი მივიდა".

ამის შესახებ კობახიძემ "პირWელს" დღეს გორში გამართული აქციის შეფასებისას განუცხადა.

"მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ აქციაზე დაახლოებით, 15 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, რადგან აქციაზე მოსულები საკმაოდ მჭიდროდ იდგნენ. აქ შიდა ქართლის ყველა რაიონი საკმაოდ კარგად იყო მობილიზებული, იყო ძალიან ოპტიმისტური და იმედიანი განწყობა. როცა აქცია დასრულდა, ქუჩაში სრულიად უცნობები გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ შემოდგომაზე ჩვენი იმედი აქვთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ იქ არსებული დაშინებების ფონზე, გორმა თავისი სათქმელი მაინც თქვა.

"ალბათ, კარალეთსა და მერეთში მომხდარმა იმოქმედა, რომ გაცილებით მეტი ადამიანი არ მოვიდა, მაგრამ შიში მაინც დაძლეულია. აქციაზე ხალხი მოვიდა და ამით გორმა თავისი სათქმელი თქვა. დღეს დამტკიცდა, რომ ბასიშვილის ბრძანებები, დღევანდელი აქციის ჩაშლასთან დაკავშირებით არ სრულდება. დევნილებს აშინებდნენ, რომ აქციაზე წასვლის შემთხვევაში სამსახურებიდან დაითხოვდნენ და ეს იყო ალბათ მიზეზი იმისა, რომ 30 ათასი ადამიანი არ მოვიდა. საქართველოში აღარ განმეორდება ის, რაც კარალეთში მოხდა, რადგან ჩვენ ვართ კოალიცია, რომელიც სამართლის ნორმებშია ჩასმული და მშვიდობიანად ვმოქმედებთ", - აღნიშნა კობახიძემ.

ინგა მურუსიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-23 21:51:27
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე, 1976 წელს დაბადებული ბადრი შ. დამამძიმებელ გარემოებაში  განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე
2013-05-23 21:30:37
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #14 დაწესებულებაში პატიმარი პირველადი ინფორმაციით, პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.    ამის შესახებ "პირWელს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს.   "2013
2013-05-23 21:18:27
კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ ის და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თავიანთ სიმართლეს დაამტკიცებენ.   ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა დღეს ’’პრეს-კლუბში მე-17 სართულზე’’ გამართულ პრესკონფერენციაზე
2013-05-23 21:10:31
კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, "თუ ხელისუფლება უფლებადამცველების  - ნანა კაკაბაძისა და მელორ ვაჩნაძის მოთხოვნებით მოქმედებს, ისეთ ურჩხულს გაათავისუფლებს, რომელის კონტროლი შეუძლებელი გახდება".   ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა
2013-05-23 20:19:28
  ავღანეთში თავდასხმის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო, კაპრალი ვლადიმერ შანავა წალენჯიხის რაიონში დღეს დაკრძალეს.    დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები, ასევე აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში,
2013-05-23 18:28:30
აშშ-ის მთავრობის განცხადებით, მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული რეალობის იმგვარი აღქმა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან".   აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.   "შეერთებული
2013-05-23 18:19:08
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავება დიდი დარტყმა იყო, თუმცა პოლიტიკურ მოღვაწეობას აქტიურად აგრძელებს.   ამის შესახებ პარტიიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საზოგადოებას პარტიის
2013-05-23 18:05:29
სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის ჟოაო სოარესის განცხადებით, "პოლიტიკური ოპონენტების გისოსებში ჩასმა ვერ გადაჭრის ვერანაირ პრობლემას, პირიქით, ახალს შექმნის".   ასე გამოეხმაურა სოარესი "ერთიანი ნაციონალური
2013-05-23 16:03:32
  საქართველოს თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, "ნურავის ჰგონია, რომ ორთვიანი დაკავებით მერაბიშვილისნაირი პოლიტიკოსი პოლიტიკიდან გაქრება".   ამის შესახებ მან დღეს Itv-ს პრესკლუბში განაცხადა.   "ვანო მერაბიშვილი არის დიდი წონის
2013-05-23 15:44:36
  სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილი სამართალდამცველებმა დღეს დილით დაკითხეს.    ამის შესახებ არქიმანდრიტმა ანთიმოზმა "პირველ რადიოს" განუცხადა.    "დღეს დამიბარეს, დამკითხეს და შემდეგ წამიკითხეს ბრალი. არ ვიცი, როდის
2013-05-23 15:28:50
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, "მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს".    ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის
2013-05-23 15:18:24
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას განცხადებით, ის მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.    როგორც სალაყაიამ დღეს "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ის მეუღლისთვის წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება.    "რა
2013-05-23 14:18:13
თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აქვს ფსიქიკა, რომელიც ორიენტირებულია გაქცევაზე.   ამის შესახებ ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის
2013-05-23 13:58:07
17 მაისის მოვლენებში მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს.   ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   "შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების
2013-05-23 13:17:00
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პრეზიდენტს ურჩევს, ვიდრე პროცესები არ დასრულდება, ქულების დაწერას ნუ მოისურვებს.    ასე გამოეხმაურა ზაქარეიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას იმის
2013-05-23 13:01:36
  სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში ერთი თვის ჩვილის განზრახ მკვლელობისთვის ბავშვის მამა დააკავეს.   ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   "ქალაქ რუსთავის  მე-17 მიკრორაიონის 27-ე კორპუსში მცხოვრებმა 1978 წელს
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 697 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency