დღის თემა
კახი კახიშვილი: "მოსახლეობა არჩევნებზეც ისევე ორგანიზებულად უნდა მივიდეს, როგორც აქციებზე დადის"
21:16 15.07.2012

"არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილის შეფასებით, მოსახლეობა არჩევნებზეც ისევე ორგანიზებულად უნდა მივიდეს, როგორც აქციებზე დადის.

ამის შესახებ კახიშვილმა "პირWელს" დღეს გორში გამართული კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ გამართული აქციის შეფასებისას განუცხადა.

"მე ვფიქრობ, მოსალოდნელი იყო, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა. რაც შეეხება იმას, იმოქმედა თუ არა კარალეთის ინცინდენტმა მოსახლეობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ კარალეთში მოსახლეობამ კი არ დააფიქსირა ცუდი განწყობა კოალიციის მიმართ, არამედ იქ უბრალოდ სპეციალური ჯგუფები იყვნენ შეგზავნილი, რომლებმაც ინსცენირება გააკეთეს, თითქოს კოალიციის ლიდერები სოფლიდან ხალხმა გამოყარა. ეს ყველაფერი სპეციალურად გაკეთდა. როცა მინისტრის ნათესავი ან რომელიმე საჯარო მოხელე აკეთებს მსგავს რამეს, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის პოზიცია ასეთია. დაშინებები თავისას აკეთებს რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც ჰგონია, რომ ხალხი არ გავიდოდა დღევანდელ აქციაზე, ძალიან შეცდა. კარალეთში მომხდარი ფაქტი არის სპეციალური ტექნოლოგია, ვითომ ხალხის პოზიციის დასაფიქსირებლად", - განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ 15 ათასი ადამიანის აქციაზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი არჩევნებზე გადაწყდება და ხალხმა ეს უნდა გაითავისოს.

"15 ათასი ადამიანი, რომელიც აქციაზე მივიდა, შესაძლოა, ვიღაცისთვის ცოტაა, ვიღაცისთვის ბევრი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ხალხი ასეთივე ორგანიზებით მივიდეს საარჩევნო ყუთებთან და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - აღნიშნა კახიშვილმა.

ექსპერტი ივანიშვილის მიერ დღეს დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისგან იკავებს.

როგორც მან "პირWელთან" საუბარში განაცხადა, "მთავარია, მაჟორიტარები მძაფრი კონკურენციისთვის კარგად მოემზადონ და თუ ხალხი იგრძნობს, რომ გაჭირვებაში კანდიდატმა არ მიატოვა, ისინიც აუცილებლად დაუდგებიან გვერდით".

"მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ივანიშვილი კოალიციის ლიდერია და მისი გადასაწყვეტია თუ ვის აირჩევს. მე მინდა, ვთქვა, რომ თითოეული მათგანი მზად უნდა იყოს ძლიერი ოპონირებისათვის და მგონია, რომ წესით, ისინი ამისთვის მზად არიან. მაშინ, როცა ხელისუფლების მაჟორიტარი კანდიდატების პიარისთვის მუშაობს მთელი ადმინისტრაციული რესურსი და პოლიცია, ივანიშვილის კანდიდატები კარგად უნდა მოემზადონ. თუმცა თუ ხალხი იგრძნობს, რომ კანდიდატმა ისინი გაჭირვებაში არ მიატოვა, ისინიც აუცილებლად დაუდგებიან გვერდით", - განმარტა კახიშვილმა. 

ინგა მურუსიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-06-19 19:11:08
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბაგრატის სტატუსი შენარჩუნებული იყოს".   "ბაგრატის ირგვლივ მდგომარეობა არის შემდეგი: ბაგრატი და გელათი ერთად იყო ნომინირებული
2013-06-19 18:53:42
იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ევროპის დეპარტამენტის უფროსის პეტია ტოტჩაროვას განცხადებით, "იუნესკოს არ განუხილავს, რომ მომავალი წლის  სესიაზე ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების
2013-06-19 18:47:20
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-სპიკერის ენ ვასენის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი პოსტს ტოვებს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.   ასე განმარტა ვასენიმ ტიშკევიჩის ვადაზე ადრე გაწვევასთან
2013-06-19 18:42:31
უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს პასუხობს.   ვაჩნაძის განცხადებას "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ.    "მიუხედავად ეთიკის ნორმებისა, თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ბატონოთი მოვიხსენიო ივანე ჩხარტიშვილი, რომელიც სისხლის სამართლის
2013-06-19 18:41:29
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის გენერალ ტიშკევიჩის გაწვევას და ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.   "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის
2013-06-19 18:14:30
ძველი თბილისის გამგებელს ნიკა მელიას ხულიგნობაში ედება ბრალი.   საქმე ეხება 11 მაისს რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტს, რომელთან დაკავშირებითაც მელია დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციაში დაკითხვაზე 6 საათის
2013-06-19 17:27:20
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "საიდუმლო სამალავებთან დაკავშირებული საკითხი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული ბოლომდე და ყველა უმკაცრესად უნდა დაისჯოს".   ამის შესახებ ბაქრაძეს რამდენიმე დღის წინ
2013-06-19 17:02:01
შსს-ს ცნობით, სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობაცაა დადგენილი.   როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა
2013-06-19 16:41:44
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თინა ბურჯალიანის მეუღლეს, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკა ძიმცეიშვილს თავისუფლების 6 წლით და 9 თვის ვადით აღკვეთა მიესაჯა.   აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო
2013-06-19 16:34:55
მთავარი პროკურატურა ციხის კადრების ავტორის ლადო ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს.   აღნიშნულთან დაკავშირებით კბილაშვილის უწყება განცხადებას ავრცელებს.    "ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მთავარი
2013-06-19 15:22:14
ბიზნესასოციაციის ყოფილ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებმა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურატურას დაინტერესება მოსთხოვეს.    როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მელორ ვაჩნაძემ განაცხადა, ჩხარტიშვილი წლების განმავლობაში
2013-06-19 14:09:19
სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.   ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც მან დიპკორპუსს სამეგრელოში სამალავში აღმოჩენილი ვიდეოფირები გააცნო.   "მათ
2013-06-19 14:00:07
კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა კულტურის სამინისტროს "სამარცხვინო და უსინდისო ტყუილის" განზრახ გავრცელებაში ადანაშაულებს.   ამის შესახებ რურუა facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.   "შებრძანდით იუნესკოს ვებ-გვერდზე
2013-06-19 13:47:00
თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პირადი ექიმის ნახვას უშედეგოდ ითხოვს.   როგორც "პირWელს" ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განუცხადა, ყოფილი მაღალჩინოსანი ბოლო
2013-06-19 13:25:17
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატებს მელორ ვაჩნაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.    ამის შესახებ ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:    "ინა გუდავაძესა და ვანო ჩხარტიშვილს შორის დავა სულ
2013-06-19 12:48:19
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.   სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნატო გუგავას ინფორმაციით, მერაბიშვილს ტელევიზორს მაქსიმუმ ორ დღეში შეუტანენ.    "ბრალდებულს აქვს უფლება
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 745 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency