სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის აგრო-სესხები ერთი წლით გადავადდება, დარიცხულ პროცენტებს კი სახელმწიფო გადაიხდის.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ ინიციატივაზე დღეს თელავში სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კახეთში ლევან ბეჟაშვილი და ასევე კომერციული ბანკების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
"ყველა იმ მსესხებელს და ყველა იმ მოსახლეს, ვინც სტიქიისგან დაზარალდა, როგორც სესხის ძირითადი თანხა, ისე პროცენტი გადაუვადდება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, კახეთში სტიქიისგან 20 000-მდე ადამიანი დაზარალდა, თუმცა კრედიტების მქონე მოსახლეთა რაოდენობა ზუსტდება.
თელარა გელანტია












