ეკონომიკის პროფესორის ნუროლ რუბინის პროგნოზით, ევროზონა მაქსიმუმ, ექვსი თვის განმავლობაში დაიშლება.
BPI-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუბინმა გაზეთ "РБК-Daily"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"საბერძნეთში სიტუაცია არ გაუმჯობესდება, რამდენადაც ქვეყნის ხელისუფლება უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ჩამოიშლება, მაგრამ მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არ მდგომარეობს. 3-6 თვის შემდეგ იტალია და ესპანეთი კაპიტალის ბაზრებზე ხელმისაწვდომობას დაკარგავს. პორტუგალიისა და კვიპროსის გარეშე, ევრო შესაძლოა, გადარჩეს, თუმცა სავალუტო კავშირს იტალია და ესპანეთი ჰაერივით სჭირდება. რა თქმა უნდა, შეიძლება, გერმანიასთან ერთად კავშირში ავსტრია, ფინეთი და ჰოლანდია დარჩნენ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროზონის დაშლა გარდაუვალია", - აცხადებს რუბინი.
რუბინის პროგნოზით ევროზონის კრახი შესაძლოა, გერმანული მარკის აღორძინების სცენარით წარიმართოს.
"იმ შემთხვევაში, თუ გერმანული მარკა აღორძინდება და მისი გაცვლითი კურსი ევროს მიმართ მკვეთრად გაიზრდება, მაშინ ევროზონის სხვა ქვეყნები ლირებით, დრაჰმებითა და ესკუდოთი დაკარგავენ უნარს, მათი ვალები გადაიხადონ და ისინი მომავალი ექვსი თვის განმავლობაში, იძულებული გახდებიან, ვალის დაბრუნება შეწყვიტონ. ამასთან, ამ ქვეყნების ფასიანი ქაღალდები რეალურ ღირებულებას დაკარგავს და ისინი გაუფასურდება. ამის შედეგად ინვესტორები და ბანკები უზარმაზარ ზარალში ჩავარდებიან" - აღნიშნავს ნუროლი.
თელარა გელანტია












