ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები ხელისუფლებისგან პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობის მიცემას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით ამ წუთებში პარლამენტის წინ ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლებსაც პლაკატები - "მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა!", "მოხსენით ყადაღა!", "დაუშვით მაესტრო ყველა ოჯახში!", "ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ!" უჭირავთ.
აქციის მონაწილეები "მაესტრო" კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებას თავისუფალი ინფორმაციის შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.
"მმართველმა პარტიამ წინა არჩევნების დროს არჩევნები სწორედ იმ სოფლებსა და რაიონებში მოიგო, სადაც განსხვავებული ინფორმაცია ვერ აღწევს. ხელისუფლება ბოლომდე წინააღმდეგი იყო, აემოქმედებინა "მასთ ქერის" პრინციპი და შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ამის თაობაზე მკაცრად მიუთითეს", - განუცხადა "პირWელს" გადაცემა “პირდაპირი საუბრების" წამყვანმა ზაზა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან "მაესტროს" თანამშრომლების გარდა, მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა მედია-საშუალებების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.












