ისტორიული მემკვიდრეობა
ტაო-კლარჯეთი - იშხანი
14:47 05.06.2012

ტაო-კლარჯეთი - იშხანი

IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო ცხოვრების მეთაური გახდა გრიგოლ ხანძთელი. ეს მხარე ძველთაგანვე დასახლებული ყოფილა ქართველური ტომებით: ჭანებითა და მეგრელებით. VIII საუკუნის პირველ ნახევარში მურვან ყრუს შემოსევის გამო ეს მხარე მთლიანად აოხრდა. სწორედ ამით აიხსნება, რომ როდესაც გრიგოლ ხანძთელი აქ მოვიდა, „მას ჟამსა სხუაი მონასტერი არა შენ იყო მათ ქუეყანათა, თვინიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათვის მათ ქუეყანათაისა; რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა მცირედნი იპოვებოდეს და დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ". VIII საუკუნის 50-იან წლებში აქ დამკვიდრებულან ქართველები და მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზე განუახლებიათ. ოპიზა იქცა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრების კერად. აქ მოღვაწეობდნენ მიქაელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი. ოპიზა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ქართული მწერლობისა, აქ გადაწერილა ბევრი საყურადღებო ძეგლი ამ პერიოდისა და შემდეგი დროის მწერლობისა. მაგალითად, აქ 913 წელს გადაწერილია ე.წ. ოპიზის სახარება.                                        


გრიგოლ ხანძთელმა ააშენა ხუთი მონასტერი: სამი მამათა და ორი დედათა. მათგან შატბერდი აშოტ კურაპალატმა "აგარაკად ხანძთისა" გააჩინა. მის დროსვე დაარსებულა წყაროსთავის მონასტერიც დავით მიძნაძორელის მოწაფის, ილარიონის მიერ, რომელიც მერე "კათალიკოზ იქმნა მცხეთას". ამ დროს ეკუთვნის ტბეთის მონასტერი, სადაც ზაქარია ანჩელ ეპისკოპოსს რამდენიმე სასწაული აღუსრულებია.

X საუკუნეშივე უნდა იყოს აშენებული პარხალის იოანე ნათლისცმემლის სახელობის მონასტერი ჭოროხის ხეობაში. მისთვის იოანე ბერაიას შეუწირავს მის მიერ შატბერდში 973 წელს გადაწერილი სახარება, რომელიც დღეს პარხალის სახარების სახელითაა ცნობილი.ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული და სამონასტრო ცხოვრების ნიადაგზე აღმოცენდა ახალი ცენტრი ათონის ივერთა მონასტრის სახით.

"და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ", - წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში".

იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია. პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი  თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუცევია ახალ შენობაში.

 იშხანი ცენტრაულ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელიგარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდიდა ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე.

იშხანი. საკურთხევლის გარე ფასადი

 

                                                                                                                                                                                                  იშხანი. გუმბათი. IX ს-ის I ნახევარი

 ტაძრის ახლანდელი დასავლეთი კარი გადაკეთებულია მაჰმადიანთა მიერ, რომლებმაც ტაძრის დასავლეთი მკლავი ჯამედ აქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოებამ გადაარჩინა იშხნის ტაძარი სრული განადგურებისაგან.

იშხნის თაღის შიგნითა კედლები, როგორც ჩანს, მოხატული იყო X საუკუნის II ნახევარში. ამ ფრესკების მიხედვით, შემდგომ ოშკისა და ხახულის ტაძრები მოიხატა. „სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა", - ამბობდნენ ძველ ტაოში. სამწუხაროდ, ეს ფრესკები, ჟამთა სიავისა და ადამიანთა მიერ სრულიად განადგურებულია. უკეთ დაცულია კედლის მხატვრობა გუმბათის მიდამოებში, სადაც საკმაოდ კარგად ჩანს ზაქარია წინასწარმეტყველის აპოკალიფსური ჩვენება - ანგელოზთა მიერ ჯვართამაღლებისა და ოთხი ეტლი სხვადასხვა ფერის ცხენებითურთ. წარმოდგენილია აგრეთვე ანგელოზთა დასი, სხვადასხვა წმიდანები და წინასწარმეტყველები.

 როგორც ფრესკის ფრაგმენტული წარწერიდან ჩანს, იშხნის ტაძრის მომხატველი უნდა იყოს ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (+966) და მისი ძმა, დავით მაგისტროსი, შემდგომში დავით დიდი, ტაოს კურაპალატი. მათ იშხნის ტაძარი მოხატეს X საუკუნის II ნახევარში, არა უგვიანეს 966 წლისა.

ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ მეფე დიმიტრი I იშხნის ტაძრისათვის დაუბრუნებია სოფელი ლოზნი, რომელიც ადრე ტაძრისათვის შეუწირავს დიმიტრის პაპას, მეფე გიორგი II და მის მამას, მეფე დავით აღმაშენებელს. ამ შემოწირულობების გამო იშხნის მთავარეპისკოპოს ეგნატის განუჩენია მეფე დიმიტრისათვის აღაპი და ტაძარში დაუკიდია სამი კანდელი - დიმიტრი მეფის, მისი დის, თამარ დედოფლის (შირვან-შაჰის, აღსართანის მეუღლის) და დიმიტრის შვილების - მეფე დავითისა (1154-1155) და მეფე გიორგი III-სათვის (1155-1184).

საყურადღებოა აგრეთვე XII საუკუნის ლამაზი მხედრული წარწერა. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია ბაგრატიონთა შორის პირველი "ქართველთა მეფე" ადარნერსე II (923) და მისი ოთხი შვილი. გურგენ მეფის მიერ აშენებული პატარა ეკლესია დაზიანებულია.

იშხნის საეპისკოპოსო კათედრა მოღვაწეობას განაგრძობდა თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგაც და საბოლოოს მხოლოდ XVII საუკუნეში გაუქმდა.

იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესიის სახარება. აქვე 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

წარწერა, სადაც მოხსენიე-ბულნი

არიან გიორგი მეფე და ანტონ იშხნელი   

 


გამოყენებული ლიტერატურა:


გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 21(229), 2003 წ.


თინათინ მოსიაშვილი "ოდესღავ აქედან იწყებოდა საქართველო" გაზეთი „კანდელი“, № 18, 20, 21, 23, 27, 2004 წ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2012-08-26 19:57:42
ოლთისის შენაკად ფენიაკჩაის ანუ ფენიკისწყლის ხეობაში, ცენტრალური გზიდან თუ გადაუხვევთ, სოფელ ფენიაკს მიადგებით. სწორედ აქ, ამ სოფელთან იდგა ტაოსა და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და უდიადესი
2012-07-13 19:20:26
თორთომის წყლის მარცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში, არის სოფელი, რომელსაც დღესაც ხახულს ეძახიან. იგი რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი და უბნებად იყოფა: ჯაფარ-აღა, დერდერესი, რადენსი, ოსმან-აღა, იოღუნი,
2012-06-25 15:20:55
წარწერა, სადაც მინიშნებულია ქტიტორთავინაობა: ადარნასე და დავით კურაპალატები,ბაგრატ ერისთავთ-ერითავი ოშკის ტაძარი მთის კალთაზე დგას, მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ  ნაპირზე, იქ, სადაც ეს წყალი ერთვის
2012-06-05 14:47:06
ტაო-კლარჯეთი - იშხანი IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო ცხოვრების მეთაური გახდა გრიგოლ ხანძთელი. ეს მხარე ძველთაგანვე დასახლებული ყოფილა ქართველური ტომებით: ჭანებითა და მეგრელებით. VIII საუკუნის პირველ
2012-05-21 16:11:07
ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მონასტრის ისტორია ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა
2012-04-29 20:30:00
  ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი     ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას
2012-04-24 20:07:05
  დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა
2012-04-17 16:14:57
ბეთანიის მონასტერი თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სავანე. საკვირველი, სასწაულებრივი ადგილია
2012-04-09 11:08:04
ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში ატენის სიონი VII ს. I ნახევარშია აგებული. იგი მდინარე ატენთან ახლოს (გორის რაიონი), ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ
2012-03-30 15:32:08
ჯვრის მონასტერი იყო იერუსალიმისა და მისი სანახების სავანეებში მოსახლე ქართველთა რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ცენტრი, მწიგნობრულ-შემოქმედებითი მუშაობის მნიშვნელოვანი კერა. XI საუკუნის შუა წლებში პალესტინაში მდგომარეობა
2012-03-19 12:04:05
 კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე ალონი ერქვა. "ველი, ალონად წოდებული" ოდითგანვე
2012-03-12 14:06:28
გელათის კომპლექსი მდებარეობს იმერეთში, ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მე-11 კილომეტრზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. გელათის არქიტექტურული ანსამბლი რთულია და მრავალფეროვანი. აქ სხვადასხვა დროისა და დანიშნულების ბევრი ძეგლი
2012-03-05 11:20:24
მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთააღრიცხვამდე მცხეთა დიდ საქარავნო გზაჯვარედინზე არსებობდა და აქ მოდიოდნენ ან გადადიოდნენ მეფეები, ელჩები თუ დესპანები, ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი.
2012-02-16 17:41:32
"ეს ტაძარი ყველას შეახსენებს, რა სიდიადეა ამ ქვეყნის წარსულში" მაგრამ ასევე რა სიდიადე    ელოდება ამ ქვეყანას მომავალში“                  
‹ წინა 1 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency