სპორტი
საქართველომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადა 7 მედლით დაასრულა
18:58 12.08.2012

საქართველომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადა 7 მედლით დაასრულა.

1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი ქართველმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს: ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი და ასევე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

წლევანდელ ოლიმპიადაში სულ 35 ქართველი სპორტსმენი  - ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა), ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, პნევმატური), ბეთქილ შუკვანი (ძიუდო, 60 კგ), გიორგი ნადირაძე (ველოსპორტი, საგზატკეცილო), ანა ტატიშვილი (ჩოგბურთი), მერაბ თურქაძე (კრივი), მაკა ჩახნაშვილი (ჩოგბურთი), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (ძიუდო, 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81 კგ), ირაკლი ბოლქვაძე (ცურვა, 200 მეტრი, ბრასი), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (ძიუდო, 100 კგ),  ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო, +100 კგ), რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა, 85 კგ),  ბოლესლავ სხირტლაძე (მძლეოსნობა), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა -  ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ), მაია გოგოლაძე (სიგრძეზე ხტომა), დავით ილარიანი (110 მეტრი თარჯრბენი), მანუჩარ ცხადაია (66 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ), ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა, 105 კგ), თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - ლადო ხინჩეგაშვილი (55 კგ), დავით ხუციშვილი  (74 კგ),  მალხაზ ზარქუა (60 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), დავით მოძმანაშვილი (120 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ)  მონაწილეობდა. 

რაც შეეხება 2004 წლის ათენისა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიადებს, ათენის ოლიმპიადაზე საქართველომ 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 32-ე ადგილი დაიკავა, რაც საქართველოს დამოუკიდებელი გუნდით გასვლის ისტორიის მანძილზე საუკეთესო მაჩვენებლი იყო.

2004 წელს პირველი ოქრო საქართველოს ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა მოუტანა, რომელიც ოლიმპიადებზე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოქროს მედალი იყო. იმ წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძალოსანი გიორგი ასანიძე, ძიუდოისტმა ნესტორ ხერგიანმა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ნოზაძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობას დაემთხვა, საქართველომ სპორტის 11 სახეობაში მიიღო მონაწილეობა და სულ 6 მედალი მოიპოვა: 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს და იგი 27-ე ადგილზე განლაგდა.

პეკინის ოლიმპიური ჩემპიონები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველია, ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილი გახდნენ.

ბრინჯაოს მედლები კი ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ თუშიშვილმა და თავისუფლი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძემ მოიპოვეს.

 

მაკა ბრეგვაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-06-19 19:58:22
კალათბურთში საქართველოს 12-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის "აკადემია" გახდა.    თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა და კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ თბილისის მინი-საკალათბურთო ფესტივალის ფინალში, რომელიც კალათბურთის აკადემიის დარბაზში ჩატარდა,
2013-06-19 19:56:04
საქართველოს უმცროს ჭაბუკთა ნაკრებმა უნგრეთში გამართულ ევროპის თასზე ვაჟთა და გოგონათა შორის საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.    ქართველმა ძიუდოისტებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 5
2013-06-05 12:07:19
ქართველი სპორტსმენი დავით შველიძე ტურნირზე "ბრძოლა წესების გარეშე" ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.   ქართველმა ძალოსანმა ჰამბურგში გამართულ ტურნირზე ურთულეს ორთაბრძოლაში მძიმე წონით კატეგორიაში ადგილობრივი სპორტსმენი, ქამრის
2013-06-04 11:22:38
საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები კასპიის თასზე მესამე ადგილისთვის ითამაშებს.   სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 17-წლამდელთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე გუშინ ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძელთა გუნდთან გამართა
2013-06-02 10:45:27
დღეს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე "თეგეტა მოტორსისა" და "ბრიჯსთოუნის" მეცხრე ერთობლივი ტრადიციული ავტორბოლა "ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი" გაიმართება.    ყველაზე პრესტიჟული ავტორბოლა ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით წელს უკვე
2013-05-31 13:03:46
2 ივნისს "ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" მოსაპოვებლად ავტორბოლა გაიმართება.   როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "თეგეტა მოტორსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დიანა ვალენგურსკაიამ განაცხადა, წლევანდელი ავტორბოლა ყველაზე განსხვავებული
2013-05-30 11:46:14
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.   ელიტ-რაუნდის უკანასკნელ შეხვედრაში გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძელ ბელგიას 2:0 სძლია და 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.   "სამი
2013-05-27 18:39:49
კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩისთვის "მილანის" შემადგენლობა დაზუსტებულია.   აღნიშნული ინფორმაცია სპეციალურ გვერდზე (http://kaladzetribute.com) გამოქვეყნდა, რომელიც კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩთან დაკავშირებით შეიქმნა.    "მილანის" შემადგენლობა ასეთია: სტეფანო ფიორი, სებასტიანო როსი, პაოლო
2013-05-27 11:16:47
საკალათბურთო სუპერლიგაში შსს-ს საკალათბურთო კლუბმა "შსს-ს აკადემიამ" გაიმარჯვა.   სამინისტროს ინფორმაციით, სერიის გადამწყვეტ მატჩში შსს-ს კლუბმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიონალური კლუბი "ოლიმპი" ანგარიშით 86-80 დაამარცხა.    შსს-ს კლუბი
2013-05-13 11:27:46
საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.საქართველოს ნაკრებმა თბილისში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირი მოიგო და 8-15 სექტემბერს მალტაში, კონტინენტის უძლიერესი გუნდის სახელისთვის იბრძოლებს.იოვან
2013-05-07 15:08:03
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო შიდა ტურნირი კალათბურთისა და მინი-ფეხბურთის ჩემპიონატებით გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის კალათბურთის მატჩს სამინისტროს წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები და საქართველოს
2013-05-04 11:42:32
საჩოგბურთო კლუბ თბილისის კორტებზე 12 წლამდე ბავშვთა საერთაშორისო ტურნირის ფინალი გაიმართა.   საერთაშორისო შეჯიბრში "თბილისის თასში" 10 ქვეყნის 170-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრში ქართველმა სპორტსმენებმა ანა შანიძემ დაMმარიამ
2013-04-29 12:56:42
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის გუნდს სძლია. მთლიანობაში ქართველმა სპორტსმენებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.  ფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა, ზებედა რეხვიაშვილმა, ადამ
2013-04-25 20:16:36
ქართველი ძიუდიოსტები ლაშა შავდათუაშვილი და ამირან პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ. დღეს ბუდაპეშტში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ნაკრებს
2013-04-19 18:51:52
20-21 აპრილს "თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე OFF ROAD თრიალ-ში საქართველოს ღია ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება.ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საგანგებო
2013-04-14 18:48:06
დღეს რუსთავის ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს საავტომობილო ჩემპიონატი დაიწყო. ავტოდრომზე მოსულმა ავტომოყვარულებმა დრიფტის შოუ იხილეს, რის შემდეგაც სტარტი ფორმულის, ლეგენდსის და ძარიანი ავტომობილების კლასების შეჯიბრმა
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 38 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency