ქონებრივი დეკლარაციები
ბაჩო ახალაიას ფინანსური დეკლარაცია
15:18 12.03.2012

თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო კარზე გავლენიანი ახალაიების კლანის ერთ-ერთი წარმომადგენელია. მიხეილ სააკაშვილის ერთგული თანამებრძოლის, როლანდ ახალაიას შვილებს, ბაჩო და დათა ახალაიებს რევოლუციაში შეტანილი წვლილისა და სააკაშვილის განსაკუთრებული ერთგულებისათვის “განსაკუთრებული” თანამდებობები შეხვდათ. დათა ახალაია ვანო მერაბიშვილის “კუდს” აკონტროლებს, ბაჩო ახალაიას კი ჯარი ჩააბარეს. თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პენიტენციალურ სისტემაში “წესრიგი დაამაყარა” და “ჩინოვნიკური გამოცდილება” პატიმრებთან ურთერთობის დროს მიიღო. მის სახელს უკავშირდება ცნობილი “ციხის ბუნტიც”, რომელსაც რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. 


ბაჩო ახალაიას 3 წლის ფინანსური დეკლარაცია ასე გამოიყურება:   


2008-2010 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო (ბაჩანა) ახალაიამ თავდაცვის უწყებაში სახელფასო ანაზღაურების სახით 158 213 ლარი აიღო. 


როგორც “პირWელის” მიერ ახალიას 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, მან თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2008 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით - 30 000 ლარი აიღო, 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 70 865 ლარი (ინფორმაციისთვის: ახალია 2008 წლის  დეკემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2009 წლის აგვისტოდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა უკავია), ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე 57 348 ლარი გამოიმუშავა. 


ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა “თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება”, როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლებში ცარიელია.


რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, სამი წლის დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ახალაია ბანკებს დიდად არ წყალობს. კერძოდ, 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, ბაჩო ახალიას “თიბისი ბანკში” საკრედიტო ბარათი ჰქონდა გახსნილი, რომელზეც 3 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა. 2010 წელს კი,   თავდაცვის მინისტრს “თიბისი ბანკში” სახელფასო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელზეც, დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაშთის სახით 2 000 ლარი ჰქონდა. უკვე 2011 წელს ახალიას სახელფასო ანგარიში ბანკ “რესპუბლიკაში” ჰქონდა, რომელზეც ისევ 2 000 ლარი ერიცხებოდა.


ახალაიების უძრავ ქონებას რაც შეეხება, თუ დეკლარაციებს ვენდობით, 2009 წელს თავდაცვის მინისტრს თბილისში, წინამღვრიშვილის #17-ში 44 კვ.მ ფართობის ბინა და 20 კვ.მ ფართობის სარდაფი ჰქონდა, რომელიც დეკლარაციის თანახმად, მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა და ოჯახის წევრის წილი აღნიშნულ უძრავ ქონებაში 52 000 ლარი იყო.


ამასთან, 2010 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ახალაიების უძრავ ქონებას გოთუას #12-ში მდებარე 70 კვ.მ ფართობის ბინა შეემატა, რომელიც მისი მეუღლის ირინა ჰეიბელის სახელზეა გაფორმებული.


უკვე 2011 წლის დეკლარაციიდან კი ირკვევა, რომ როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრმა და მისმა მეუღლემ კუთვნილი უძრავი ქონება გაასხვისეს და მათ ნაცვლად თბილისში, დოლიძის #46-ში 118 კვ.მ ფართობის ბინა 80 000 ლარად შეიძინეს.

 

ამასთან, 2011 წლის დეკლარაციის  თანახმად, ახალაიებმა წინამძღვრიშვილის #17-ში მდებარე ბინა და სარდაფი 120 000 ლარად გაასხვისეს.


რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) დეკლარაციის შესაბამისი გრაფა, როგორც 2009 და 2010, ისე 2011 წელსაც ცარიელია. 



ამასთან, 2009-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, ახალიას ოჯახის არცერთი წევრი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა. 


ამასთან, არც თავდაცვის მინისტრს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.


დეკლარაციას თუ ვენდობით, 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში ახალაიებს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღიათ. 


 

ცნობისთვის, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, ბაჩო ახალიას ოჯახი შვილის მაქსიმ ახალიასგან შედგება. თუმცა როგორც ცნობილია, ახალაია პირველ მეუღლეს ირინა ჰეიბელს გაშორდა და ამჟამად აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის ქალიშვილზე, ანა ნადარეიშვილზეა დაქორწინებული. 


რაც შეხება “გონივრულ ეჭვს” - ბაჩო ახალაიას არადეკლარირებული ქონების და სხვა მაღალჩინოსნების მსგავსი სასახლეების შესახებ ინფორმაცია სააგენტოსთვის ჯერჯერობით, ხელმიუწვდომელია. ის კი, რაც მთელმა საქართველომ იცის, ის არის, რომ სამეგრელოში ახალაიების გარეშე ვერც ბიზნესს აკეთებს ვინმე, ვერც პოლიტიკურ გემოვნებას იყალიბებს და ვერც “თავისუფლად გადაადგილდება”. ახალაიების წყალობით, მიხეილ სააკაშვილი მშვიდად არის -  სამეგრელო ჯერჯერობით მისია!  


თელარა გელანტია 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-13 17:09:20
"გიორგის ყველა კარგად იცნობს. მას ჩემი აზრით, აქვს ყველა ის თვისება, რომელიც კარგ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ეს იდეალური ვარიანტია. მას აქვს შესაფერისი განათლება, კრეატიულობა, ასევე
2013-04-29 12:32:58
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ ჩინჩალაძემ 2009-2011 წლებში შემოსავლის სახით, 305 456 ლარი მიიღო.როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს სულ სამი მოადგილე ჰყავს –
2013-04-03 15:42:38
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ ზაზა მეიშვილმა 2009-2011 წლებში აღნიშნულ თანამდებობაზე ანაზღაურების სახით, 241 833 ლარი მიიღო.როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს
2013-03-20 17:42:23
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის დეკლარაციები:2012 წლის 9 ნოემბერს შევსებული  დეკლარაციის თანახმად, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს გლდანის
2013-03-06 15:01:40
ვალერი ცერცვაძემ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2010-2011 წლებში ხელფასის სახით, 159 444 ლარი აიღო. როგორც "პირWელის" მიერ ცერცვაძის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას
2013-02-03 17:32:59
"...იგი გაგებით მოეკიდა იმას, რაც მოხდა და მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც შეიძლება, ნებისმიერ პოლიტიკოსს მოუვიდეს. მან მოახერხა და თავის გუნდში, ვიწრო წრეში დაიწყო განხილვა და
2013-01-24 10:51:27
"რამაზი ერთი გურული კაცია. მართლა, რომ გურულია წარმოშობით, საქმიანია, წარმატებული. რაც ორდენი არსებობს, ყველა მაქვს მიცემული მისთვის. კიდევ რომ არსებობდეს რამე ორდენი, კიდევ დავაჯილდოვებდი. აბა,
2013-01-13 14:44:28
ახალი მთავრობის მინისტრთა კაბინეტში სულ სუსტი სქესის სამი წარმომადგენელია, მათგან ერთს კი ძალოვანი უწყების მნიშვნელოვანი რგოლი აბარია.  "ის საკმაოდ ცნობილი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი
2013-01-04 15:05:31
"კახა კალაძე ყველას გაასწრებს", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გასული წლის ოქტომბერში უმცირესობის შეფასებას იმის თაობაზე, რომ მთავრობის ზოგიერთ წევრს კომპეტენცია აკლია.    "კახა კალაძე ენერგეტიკის
2012-12-28 17:11:40
2011 წლის 7 ოქტომბერს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მისმა გამოჩენამ, ფაქტობრივად, მკვდარი პოლიტიკური გარემო გააცოცხლა. გამოჩენისთანავე პირობა დადო, რომ ერთ წელიწადში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დაამთავრებდა და
2012-12-25 16:39:21
2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრმა, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტში სახელფასო ანაზღაურების სახით 189 367.99 ლარი გამოიმუშავა.როგორც "პირWელის" მიერ წიკლაურის 2009, 2010 და 2011
2012-12-03 17:49:36
2009-2011 წლებში კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა სახელფასო ანაზღაურების სახით 221 200 ლარი გამოიმუშავა.როგორც "პირWელის" მიერ ღვინიაშვილის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა,
2012-11-13 17:44:24
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და სამოქალაქო რეესტრის ასევე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ახლა უკვე უმცირესობაში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია და ახალ მთავრობას საპარალამენტო
2012-10-02 19:52:51
"გაყალბების დედოფალი" დამარცხდა. ხათუნა გოგორიშვილის მრავალწლიანი "საარჩევნო მოღვაწეობა" დასრულებულია!!!!წლების განმავლობაში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ არჩევნები ყალბდებოდა, რომ მოქალაქეებს პარავდნენ ხმებს, რომ ქვეყანას ართმევდნენ არჩევანს, მაგრამ
2012-09-18 12:50:35
ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული ქალბატონი პარლამენტიდან მიდის. ცნობილი "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნის, ვახტანგ რჩეულიშვილის ახლო ნათესავი პოლიტიკურ კულისებში გადადის. რუსუდან კერვალიშვილმა, რომელმაც 2008-2012
2012-08-26 19:38:38
მისი მთავარი სიმდიდრე არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიების სრულყოფილი ცოდნაა. მის მიერ გავლილი პოლიტიკური გზაც ამ სიმდიდრის მუდმივად გამოყენებას უკავშირდება. მიხეილ მაჭავარიანი საჭირო იყო ედუარდ შევარდნაძის დროსაც
‹ წინა 1 2 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency