"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს ეხმაურება.
"საქართველოს მთავრობამ პარლამენტს "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, დღემდე მთავრობის სხდომა უფლებამოსილად მიიჩნეოდა, თუკი 16 მინისტრიდან მინიმუმ 9 მაინც მონაწილეობდა, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო მინიმუმ 6 მინისტრის თანხობა. შემოთავაზებული ინიციატივით, მთავრობას ენიჭება ამ წესის შეცვლის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას აბსოლუტური უფლებამოსილება ენიჭება, მთავრობის სახელით მიიღოს გადაწყვეტილება ორი მინისტრის მონაწილეობითაც კი. საქართველოს მთავრობა შემოთავაზებულ ინიციატივას განმარტავს აპარატის მოქნილობისა და მისი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონით, მთავრობა ვალდებულია შეიკრობოს თვეში ერთხელ, ხოლო რეგლამენტით, როგორც წესი, კვირაში ერთხელ იკრიბება, რაც უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, ამცირებს თვითებობის ხარისხს და ვერ შეუშლის ხელს მთავრობის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
"42 ე მუხლს" მიაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებით, იმის საფრთხე იქმნება, რომ მთავრობის პასუხისმგებლობის ხარისხი დაიწევს, რაც საბოლოო ჯამში, საზოგადოების წინაშე მის ანგარიშვალდებულებას დააქვეითებს.











