დახლოებით 2 წელიწადში თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ამოქმედდება. თბილისის თიზ-ის შექმნის გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაცია დღეს
ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ
დაუდასტურა და აქვე დასძინა, რომ შესაბამისი პროექტი მინისტრთა კაბინეტს
განსახილველად დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
ქართული პროდუქციის საექსპორტო ჩამონათვალში ბაყაყები გაჩნდა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი განმარტავს,
უცხოეთიდან, ძირითადად კი ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოდან
ბაყაყების იმპორტის და ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელების
დაინტერესება არსებობს. მისივე თქმით, ეს ინტერესი ჯერ კიდევ 2009 წელს გამოითქვა
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის მტკიცებით, რუსეთის
მთავრობის გადაწყვეტილება ხორბლის ექსპორტის შეჩერების თაობაზე პურის ფასზე
გავლენას მოახდენს, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც კვეზერელმა ჟურნალისტებს განუცხადა, "რუსეთის მთავრობის ეს
გადაწყვეტილება მტკივნეული თემაა არა მარტო საქართველოსთვის,