|
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი" 2006 წლის 11 ნოემბერს დაარსდა. მთელი ამ
ხნის განმავლობაში ვცდილობთ, ქვეყანაში, კავკასიის რეგიონში, მეზობელ
ქვეყნებსა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების
შესახებ შეძლებისდაგვარად ამომწურავი ინფორმაცია დროულად და ობიექტურად
მივაწოდოთ მკითხველს. რა თქმა უნდა, ანალოგიურ მიზნებს ისახავენ და
ემსახურებიან ჩვენი კონკურენტებიც, ჩვენი მთავარი თავისებურება კი,
რომელსაც "პირWელის" თითოეული თანამშრომელი ჯეროვნად აფასებს, იმაში
მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია მომხმარებლამდე ყოველგვარი
ცენზურის გარეშე აღწევს და მავანთა მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით
გავრცელებული არაერთი ჭორის მიუხედავად, "პირWელის" ერთგულ მკითხველს ეს
კარგად მოეხსენება! სწორედ ეს – ცენზურის არარსებობის ფაქტორი იზიდავს
სააგენტოში ახალ და ახალ თანამშრომლებს, ჩვენი ჯერ კიდევ შეზღუდული
ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად!
"პირWელის" კოლექტივი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი
ინფორმაციით სარგებლობს, ასევე ყველა იმ პოლიტიკოსს, ექსპერტს,
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მეცნიერს, კულტურის და სხვა
სფეროების მოღვაწეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომელიც
ენდობა ჩვენს სააგენტოს და აქტიურად თანამშრომობს ჩვენთან! ვისურვებდით,
რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავებულიყოს, მასში კიდევ უფრო
მეტი რესპონდენტი ჩაბმულიყოს, ვინაიდან "პირWელის" კარი ღიაა ნებისმიერი
ადამიანისთვის, განურჩევლად იმისა, აღიზიანებს თუ არა მისი განსხვავებული
აზრი ვინმეს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში თუ სხვა რომელიმე წრეებში!
ჩვენ ვმუშაობთ ყველასთვის და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესების
სასარგებლოდ, ვცდილობთ, ამ მიზნით მაქსიმალურად გამოვიყენოთ სადღეისოდ
არსებული შესაძლებლობები, გამუდმებით ვმუშაობთ საკუთარ თავზე, რათა ერთ
მშვენიერ დღეს დავაკმაყოფილოთ არა მხოლოდ ქართული, არამედ ზოგადად
მსოფლიოს მედიის მაღალი სტანდარტები.
კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ნდობისა და თანამშრომლობისთვის,
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით, საინფორმაციოა სააგენტო "პირWელი"
"ემსახურეთ ხალხს და ქვეყანას! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!"
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
"ჩვენო "პირWელებო", გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! თქვენი გამოჩენა
მედიის კაბადონზე მართლაც იღბლიანი აღმოჩნდა - თავდაუზოგავი შრომით,
ექსკლუზიური მასალებით, შეუპოვრობითა და უშუალობით ქართულ მედია-სივრცეში
თავი დაიმკვიდრეთ, როგორც პრინციპულმა, ობიექტურმა და სამართლიანმა
ინტერნეტ-გამოცემამ. "პირWელს" მუდამ პირველობას გისურვებთ, მის
ჟურნალისტებს - პირად ბედნიერებას, სიმხნევეს და უფლის წყალობას! მუდამ
მდგარიყავით თავისუფალი მედიისა და ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე!
"ეროვნული ფორუმის" პოლიტსაბჭო".
"გილოცავთ
იუბილეს! გისურვებთ წინსვლას, წარმატებებს და ბევრად უფრო თავისუფალ
გარემოს მოღვაწეობისთვის არა მხოლოდ "პირWელს", არამედ მთლიანად ქართულ
მედიას! ვისურვებდი, რომ დაუბრკოლებლად გემუშაოთ და სიმართლე მიგეტანოთ
ხალხამდე!".
ირაკლი ალასანია - "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი
"ვულოცავ სააგენტო "პირWელს" იუბილეს!... წარმატებას გისურვებთ! ზოგადად
სააგენტოებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რადგან ხშირ
შემთხვევაში პრესაში ის ინფორმაცია გადის, რომელიც თავდაპირველად
სააგენტოების მეშვეობით ვრცელდება ხოლმე. თქვენ ხშირ შემთხვევაში
ინფორმაციის პირველწყარო ბრძანდებით და მე ვისურვებდი, რომ თქვენ
ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა ყოველთვის გქონდეთ. ყოველი მომდევნო წელი
თქვენთვის წარმატებული ყოფილიყოს და მუშაობის კუთხით უფრო დემოკრატიული
გარემო გქონებოდეთ! ვისურვებდი ასევე, ობიექტური ინფორმაციის გავრცელების
საშუალება გქონდეთ. როგორც თქვენ, ასევე ქვეყანას ვუსურვებ, რომ ყოველი
ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად პოზიტიური, მაგრამ ამავდროულად ობიექტური".
ნინო ბურჯანაძე - "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი
"პირWელს"
დაბადების დღეს ვულოცავთ! გისურვებთ წარმატებებს! ყოველთვის პირველები
ყოფილიყავით და ლიდერები ლიდერთა შორის! თქვენი მოღვაწეობა ბრწყინვალე
ყოფილიყოს და საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესო ინფორმაცია
მიგეწოდებინოთ! ოპერატიულობის თვალთაზრისით შეიძლება, ითქვას, ზედმეტად
ოპერატიულებიც კი ხართ! :)".
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი
"სააგენტო
"პირWელის" თითოეულ თანამშრომელს ვულოცავთ 3 წლის იუბილეს! გისურვებთ,
მუდამ პირველები ყოფილიყავით თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!
თბილისის მერია
გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ სიკეთეს, წინსვლასა და წარმატებებს!
თქვენ ჩვენთვის საუკეთესო მეგობრები ხართ. თქვენი საქმიანობითა და
ობიექტურობით პირველივე დღიდან განსაკუთრებით გამოირჩევით. ამიტომაც
გვაქვს დიდი სურვილი, კიდევ მრავალ წელს ვითანამშრომლოთ! "ლეიბორისტული
პარტია" სააგენტო "პირWელს" პირველობას გისურვებთ მედია-სივრცეში. უდიდესი
სიყვარულით, თქვენი მეგობარი ქეთი დოლიძე".
"საქართველოს "ლეიბორისტული პარტია"
"პირWელებო",
პოლიტიკური ცხოვრების შტურმავიკებო! გილოცავთ დაბადების დღეს და თქვენი
სახელწოდების გამართლებას გისურვებთ! მოგვწონს, როდესაც საინტერესო
ინტრიგებს ავრცელებთ, რომლებსაც ასევე საინტერესოდ აღრმავებთ, ხოლო ის
კლიშეები, რომლითაც ზოგჯერ ხელმძღვანდელობთ, არ მოგვწონს!”
ზურაბ ნოღაიდელი - "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი
"დაბადების
დღეს გილოცავთ! თქვენი გამომწვევი და ამბიციური სახელი ძალიან ბევრის
მთქმელია. გისურვებთ, იყოთ პირველები ობიექტური ინფორმაციის გავრცელების
კუთხით. "პირველმა" ქართულ მედია-სივრცეში ძალიან მოკლე დროში ძალიან
მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება შესძლო, რაც ხელმძღვანელობის, სწორი
მენეჯმენტისა და თავად ჟურნალისტების დამსახურებაა. პირადად მე მქონია
გულისტკივილი თქვენი ინფორმაციების გამო, თუმცა ეს ალბათ, წყაროს
უკავშირდება. კიდევ ერთხელ მინდა, გისურვოთYპირველობა და ძალიან ბევრი
წარმატება!".
ეკა ბესელია - "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი
"მედია-სივრცის
ლიდერები ბრძანდებით და ასრულებთ იმ უმთავრეს ფუნქციას, რაც საზოგადოებას
სჭირდება – დროული, ზუსტი და მოუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელება!
პირადად მე თქვენმა სააგენტომ ტელევიზიას მომწყვიტა: ახალი ამბების
გასაგებად 12:00 და 15:00 საათის დაწყებას აღარ ველოდები, რადგან თქვენი
ვებ-გვერდის მეშვეობით ახალ და საინტერესო ინფორმაციას დროის ნებისმიერ
მონაკვეთში ვიღებ! გილოცავთ დაბადების დღეს და წარმატებებს გისურვებთ!".
ლევან ვეფხვაძე - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
"ილია ჭავჭავაძის სიტყვებს მოვიშველიებ - "მე მახვილი მისთვის მინდა, რომ
სიმართლეს ვმსახურობდე". სიმართლისთვის გემსახუროთ! მომწონს ოპერატიულობა,
არ მომწონს, როდესაც ზოგჯერ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ავრცელებთ".
სოზარ სუბარი - "ალიანსის საქართველოსთვის" წარმომადგენელი, ყოფილი ომბუდსმენი
სააგენტო
"პირWელს" დაბადების დღეს ვულოცავ! ვუსურვებ, რომ ამ ქვეყანაში დადგეს
დრო, როდესაც მედია თავისუფალი იქნება. გისურვებთ, რომ ეს დღე მალე
დადგეს. ძნელია იმის თქმა, რა მომწონს "პირWელის" და რა - არა, რადგან
როგორც ყოველთვის, ამ ქვეყანაში სააგენტოები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ
იმყოფებიან, ამიტომ რაღაცეები არ მომწონს, მაგრამ ამისგან მალე
გათავისუფლებას გისურვებთ".
სალომე ზურაბიშვილი - პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი
"სააგენტო
"პირWელს" ვუსურვებ, მუდმივად გაემართლებინოს საკუთარი სახელწოდება და
სააგენტოების თვლა მეორიდან დაწყებულიყოს, რადგან პირველი სააგენტოს
სურვილი უკვე არის და მე ვიცი ამ სააგენტოს თანამშრომლების აქტიურობის
შესახებ. გისურვებთ წარმატებას, ობიექტურობას და რაც მთავარია,
დამოუკიდებლობას იმ დოგმებისგან, რომელიც შესაძლოა, გარემოცვაში სურვილად
გაუჩნდეს ვინმეს. იყავით თავისუფლები და პროფესიონალები და ემსახურეთ
მხოლოდ საკუთარ ხედვას! მომწონს ოპერატიულობა. ვერ ვიტყვი, რომ
ობიექტურობის მხრივ ეს გამორჩეული სააგენტოა, მაგრამ ნაკლი იმისთვის
არსებობს, რომ უნდა დავძლიოთ".
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი
"გილოცავთ!
მომელოცოს 10, 15 და 20 წლის იუბილე! გისურვებთ, შემდგომ დაბადების დღეს
გამთლიანებულ, გაძლიერებულ და დემოკრატიულ საქართველოში შეხვედრილიყავით,
გემოღვაწეოთ თავისუფალ პირობებში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და ყოველთვის
დაგეცვათ ადამიანის უფლებები!".
დავით გამყრელიძე - "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი
"3 წელი ცოტა არ არის, სულით და გულით გილოცავთ! ნამდვილად კარგ საქმეს
აკეთებთ და გისურვებთ, თქვენი საქმიანობა ყოველთვის იყოს პროფესიონალური
და ოპერატიული. ნაკლებად იყავით ორიენტირებული სენსაციებზე და გააშუქეთ
უფრო სოლიდური ინფორმაცია, რისი დეფიციტიც ნამდვილად არის დღეს ქართულ
მედიაში. გისურვებთ წარმატებებს!".
ზურაბ აბაშიძე - რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
"მოხარულნი
ვართ და გილოცავთ სამი წლის იუბილეს! დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი
საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნისთვის აუცილებლად
განსახორციელებელ აღმშენებლობისა და დემოკრატიული პროცესების სწორად
წარმართვის საქმეში და ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებით თქვენს
მუშაობას მომავალში, როგორც ამას ახორციელებდით აქამდე, რაც ხელს შეუწყობს
საზოგადოებრივი აზრის ობიექტურად ჩამოყალიბებას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ
თქვენთან თანამშრომლობისათვის! გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს!"
კონსტანტინე კუბლაშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
"გილოცავთ შექმნიდან სამი წლის იუბილეს და გისურვებთ ისეთივე
ობიექტურობას, როგორითაც დღეს გამოირჩევით! თუკი "პირWელს" მომავალშიც
ისეთივე კარგი ჟურნალისტები ეყოლება, როგორიც დღეს ჰყავს, მის უფრო და
უფრო მეტ წარმატებაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ! ინფორმაციის მოპოვების
თქვენი გამორჩეული უნარი, მანერა, ჟინი და რესპონდენტებთან ურთიერთობის
დელიკატურობა ერთმანეთში ძალიან კარგად არის შერწყმული, რასაც მე
ყოველთვის გამოვარჩევ!".
ხათუნა ოჩიაური - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
საინფორმაციო სააგენტო "პირWელს" ვულოცავ დაბადების დღეს! საქართველოში
მცხოვრები აზერბაიჯანელები ყოველდღიურად იყენებენ თქვენს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას და სამწლიანი თანამშრომლობის მანძილზე შემიძლია, თამამად
ვთქვა, რომ "პირWელი" კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობას და
მიუკერძოებელ ინფორმაციას ოპერატიულად აწვდის მკითხველს.
საუკეთესო სურვილებით,
კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი - "საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი"
"როგორც
რესპონდენტმა, შემიძლია, შეგაფასოთ, როგორც აქტიურები, როგორც მკითხველმა
– როგორც საინტერესოები. გისურვებთ, ყოველთვის გაგემართლებინოთ სახელი!
გილოცავთ!".
რამაზ საყვარელიძე - პოლიტოლოგი
გილოცავთ
სამი წლის იუბილეს! “უპირველესად, გისურვებთ მშვიდობას, ერთიან და ძლიერ
ქართულ სახელმწიფოში მოღვაწეობას! გისურვებთ ასევე იმ ჩვეული
პროფესიონალიზმითა და წარმატებით საქმიანობას, რომელიც დღიდან თქვენი
დაარსებისა ახასიათებდა "პირWელს". გისურვებთ მედია-სივრცეში გამორჩეული
პრინციპულობისა და დამოუკიდებლობის მუდმივად შენარჩეუნებას! გისურვებთ,
ღირსებითა და რწმენით ემსახუროთ სიმართლეს, რაც უმთავრესი მახასიათებელია
არა მხოლოდ თავისუფალი მედიისთვის, არამედ სრულფასოვანი სახელმწიფოსთვის
და რომელიც თავისთავად დიდ გავლენას ახდენს თავისუფალი საზოგადოების
ფორმირებაზე. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! პატივისცემით და საუკეთესო
სურვილებით,
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
"გილოცავთ
სამი წლის იუბილეს და გისურვებთ, რაც შეიძლება მეტ წარმატებას,
ინფორმაციის სწრაფად მოპოვებას, ობიექტურობას და ყოვლისმომცველობას!
პირადად მე ძალიან ხშირად ვეცნობი ახალ ამბებს თქვენი სააგენტოს მეშვეობით
და მომავალშიც, რაც უფრო ოპერატიული და ხშირად განახლებადი ინფორმაცია
გექნებათ, მით უფრო მადლიერი ვიქნებით თქვენი მომხმარებლები!".
გოკა გაბაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი
"წელიწადზე
მეტია, რაც პარლამენტში ვარ და მინდა გითხრათ, რომ თუკი რომელიმე
საინფორმაციო საშუალებას შემიძლია დავეყრდნო, თუკი რომელიმე საინფორმაციო
საშუალებით შემიძლია, საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები საზოგადობას
სწორად, ობიექტურად და გასაგებად მივაწოდო, ეს პირველ რიგში, სააგენტო
"პირWელია". მსურს, "პირWელს" გულწრფელად მივულოცო სამი წლის იუბილე და
ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო! ჩემის მხრივ, პირობას ვდებ, რომ
თქვენთან თანამშრომლობაზე არასდროს ვიტყვი უარს, რაც არ უნდა მძიმე და
უხერხულ თემებს ეხებოდეს საქმე!".
დიმიტრი ლორთქიფანიძე - ოპოზიციონერი დეპუტატი
"გილოცავთ!
გისურვებთ, რაც შეიძლება, მეტი მომხმარებელი აფასებდეს თქვენს
ნამუშევრებს, როგორც ობიექტურს და სანდოს. ამ წლების განმავლობაში
ვაკვირდები თქვენს მოღვაწეობას და ვთვლი, რომ თანდათან იხვეწებით. დღეს
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი" ერთ-ერთი ლიდერია არსებულ სააგენტოებს
შორის. თქვენ კარგ და საჭირო საქმეს აკეთებთ და რაც მთავარია, კარგად
აკეთებთ. გისურვებთ, რომ თქვენი ზრდის ტემპი უფრო სწრაფი ყოფილიყოს,
გისურვებთ წარმატებებს! მთელი გულით გილოცავთ!"
ანდრო ბარნოვი – პოლიტოლოგი
"ვირტუალური
ინტერნეტ-სივრცე საინფორმაციო სააგენტო "პირWელის" გარეშე ძნელად
წარმოსადგენია! ყოველგვარი გადაჭერბების გარეშე მინდა, გითხრათ, რომ ჩემი
ყოველი დილა თქვენს საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიმოხილვით იწყება.
ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ხართ აქტუალურები, უტყუარები,
საინტერესოები და ბევრ რამეში პირველები! თქვენი აქტუალობა საზოგადოების
მხრიდან თქვენდამი დიდი ინტერესით არის გამოწვეული, რაც ჟურნალისტების
მუშაობის ხარისხის ხელშესახები ინდიტაკორია!
მახსოვს, როგორი იყო მოლოდინები თავის დროზე, როცა თქვენი სააგენტო
იქმნებოდა და მინდა, გითხრათ, რომ თქვენ ეს მოლოდინები 100%-ით
გაამართლეთ! მინდა, გითხრათ ისიც, რომ "პირWელს" ჩემი სახით საქართველოს
პარლამენტში ძალიან დიდი გულშემატკივარი ჰყავს!".
ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი
სააგენტო
"პირWელი" ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემი სასიამოვნო აღმოჩენაა! თქვენს
სააგენტოს არსებულ მედია-ბაზარზე პირველ რიგში, ოპერატიულობით და
ინფორმაციის ძალიან კარგად, ნათლად და ობიექტურად გადმოცემის უნარით
გამოვარჩევ! მინდა, აღვნიშნო, რომ დღის განმავლობაში ქართული
სააგენტოებიდან ორს თუ ვნახულობ, აქედან ერთი აუცილებლად "პირWელია".
"პირWელმა" ძალიან სერიოზული კონკურენციის პირობებში შესძლო საკუთარი
ადგილის დამკვიდრება. ვფიქრობ, სამი წელი პატარა დრო არ არის, ყოველ
შემთხვევაში, ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ რაღაც გააფუჭო. რაც დღეს
ქართულ საზოგადოებას ძალიან აკლია, უკეთესი მედიაა. ვფიქრობ, "პირWელი" ამ
უკეთესი მედია-სივრცის ჩამოყალიბების საქმეში ძალიან პოზიტიურ როლს
თამაშობს. მინდა, გისურვოთ ამ წარმატებულად დაწყებული პროექტის მომავალშიც
წარმატებით გაგრძელება!".
გიგი წერეთელი - დეპუტატი
საინფორმაციო სააგენტო "პირWელს" ვულოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ
გაფართოებას და გაძლიერებას, კვლავაც ოპერატიული და საინტერესო
ინფორმაციის გავრცელებას!
საუკეთესო სურვილებით, "კავკასიის ხალხთა"კონფედერაციის~ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი".
კავკასიის ხალხთა კონფედერაცია
"დაარსების
დღიდან რეგულარულად ვთანამშრომლობ საინფორმაციო სააგენტო "პირWელთან" და
მოხარული ვარ, რომ ყოველდღიურად იზრდებით! ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ დიდ
ყურადღებას უთმობთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის
რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, რაც ქართულ საინფორმაციო სივრცეში
იშვიათია! მიმაჩნია, რომ საინფორმაციო სააგენტოს ფუნქციონირებისათვის სამი
კომპონენტია აუცილებელი: ოპერატიულობა, ობიექტურობა და ინფორმაციის
მრავალფეროვნება და "პირWელი" უკვე სამივე კომპონენტს აკმაყოფილებს!
სახელწოდებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, მუდამ "პირWელობას"
გისურვებთ!"
მამუკა არეშიძე - ექსპერტი კავკასიის საკითხებში
"სააგენტო
"პირWელის" მოღვაწეობას ძალიან დადებითად ვაფასებ, რადგან ეს ის იშვიათი
სააგენტოა საქართველოში, რომელიც მოვლენებს ამომწურავად აშუქებს.
გისურვებთ, რომ მომავალში ამავე სახელწოდებით რადიო და ტელევიზიაც
შექმნათ. გისურვებთ ბევრ წარმატებებს და ბევრ ფულს!".
გია გაჩეჩილაძე - “მწვანეთა პარტიის” ლიდერი
"სამი
წელი არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ საინფორმაციო საშუალებამ საკმაოდ
რთულ, გაჯერებულ და მრავალფეროვან ბაზარზე თავის დამკვიდრება შესძლოს,
მაგრამ დროის ამ მოკლე მონაკვეთში თქვენ ეს მოახერხეთ! ეს, პირველ რიგში,
იმაზე მიუთითებს, რომ მენეჯმენტი თავიდან ბოლომდე სწორად არის დაგეგმილი
და ამასთან ერთად, საკმაოდ სწორად და პრინციპულად არის შერჩეული კადრები.
ცალ-ცალკე – არაორგანიზებულობით და კარგი კადრებით, ან პირიქით,
ორგანიზებულობით და ცუდი კადრებით წარმატების მიღწევა შეუძლებელია. მე
რეგულარულად ვეცნობი თქვენს ინფორმაციებს და ის, რაც შემიძლია, მოცემულ
სიტუაციაში გისურვოთ, უფრო და უფრო მეტი წარმატებაა!".
კობა ხაბაზი - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი
"პირWელს"
ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ, ყოველთვის სასიხარულო ინფორმაციები
გაევრცელებინოს, მის კოლექტივს კი - ჯანმრთელობას და წარმატებებს. მომწონს
"პირWელის" ოპერატიულობა და ის, რომ თქვენი ბიულეტენი საკმაოდ კომპაქტურად
არის დატვირთული საჭირო ინფორმაციით. მომწონს ასევე, რომ რესპონდენტთა
აზრი ყოველთვის დაცულია და არ ექვემდებარება ცენზურას. და ბოლოს, რაც
ყველაზე მთავარია, მისი თანამშრომლები გამოირჩევიან თავაზიანობითა და
საქმისადმი ერთგულებით, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის "პირWელთან"
თანამშრომლობას. რაც შეეხება იმას, რაც არ მომწონს, ამას დაბადების დღეზე,
როგორც ვიცი, არ ამბობენ:) კეთილი სურვილებით,
ირაკლი სესიაშვილი - ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში
"ქართულმა
საინფორმაციო სააგენტო "პირWელმა" საკუთარი მოღვაწეობის მცირე პერიოდში
შესძლო დამოუკიდებელ მედიაში ავტორიტეტის მოხვეჭა. 3 წლის განმავლობაში
მან საკმაოდ დამსახურებულად - ოპერატიული მუშაობისა და მიუკერძოებლობის
გამო, საზოგადოების ნდობა და სიმპათია მოიპოვა. დამოუკიდებელი მასმედიის
კონკურენციის პირობებში სააგენტოს ღირსეული ადგილი უკავია, რაც
თანამშრომელთა პროფესიონალიზმის, ერთგულების და მუხლჩაუხრელი შრომის
შედეგია. გისურვებთ დასახული მიზნების მიღწევას, ყოველთვის იყოთ
პირველები და არასოდეს დაიღალოთ საყვარელი საქმის კეთებით! პატივისცემით,
გოგა ხაჩიძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
საინფორმაციო
სააგენტოს "პირWელს" დაარსებიდან 3 წლის იუბილეს ვულოცავთ! კიდევ უფრო
გაემართლებინოს თქვენს სააგენტოს სახელწოდება და სააგენტოებს შორის მუდამ
პირველი იყოს! ამ მიზნის მისაღწევად გისურვებთ, ზღვა რაოდენობის
ექსკლუზიურ მასალებს, პროფესიონალ ჟურნალისტებს და დაბალანსებულ
კონტაქტებს სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებთან".
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
"გილოცავთ საქმიანობის დაწყებიდან სამი წლის იუბილეს და გისურვებთ
საქართველოს საინფორმაციო ბაზარზე, რომელიც კონკურენციის მაღალი ხარისხით
გამოირჩევა, ღირსეული ადგილის დაკავებას! გახსოვდეთ, რომ მართალი სიტყვის
მსახურებას დიდი პასუხისმგებლობა ესაჭიროება!
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო"
"საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისას და
საქართველოში არასამთავრობო სტრუქტურებში საქმიანობისას საინფორმაციო
სააგენტო "პირWელს" მოკავშირე ორგანიზაციად მივიჩნევდი, რომლის
მეშვეობითაც ყოველთვის ვიღებდი და ვიღებ დროულ, პროფესიონალურ დონეზე
ჩამოყალიბებულ ინფორმაციას. დროულად მიწოდებული ობიექტური ინფორმაცია
მეტად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისათვის, სააგენტო "პირWელი" კი
ამ მისიას წარმატებით ართმევს თავს! მინდა, გისურვოთ წარმატებები
პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში!".
გიორგი ვოლსკი - დიპლომატი
გილოცავთ 3 წლის იუბილეს და გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს! ადრე
"პირWელი" უფრო ხშირად განიხილავდა ენერგეტიკის თემებს, ამიტომ
ვისურვებდით, მომავალში უფრო ინტენსიურად გაგეშუქებინოთ ენერეტიკული
საკითხები".
ენერგეტიკის სამინისტრო
"ახალი
ამბების სააგენტო "პირWელს" დაბადების დღეს ვულოცავ და ვუსურვებ დაწყებული
საქმის წარმატებით გაგრძელებას! ქვეყანაში ობიექტური და მიუკერძოებელი
მედიასაშუალების არსებობა ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად
სჭირდება!".
პეტრე ცისკრიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ვულოცავთ საინფორმაციო სააგენტო "პირWელს" დაფუძნების სამი წლის იუბილეს
და აღვნიშნავთ მის მიუკერძოებელ და ობიექტურ მოღვაწეობას! მოძრაობა
იმედოვნებს, რომ "პირWელი" შემდეგშიც იგივე პრინციპების დაცვით განაგრძობს
საზოგადოების ინფორმირებას, რადგან დამოუკიდებელი და ობიექტური მედია
აუცილებელი პირობაა ღია, სამართლიანი, დემოკრატიული საზოგადოების
ფორმირებისათვის!“.
მოძრაობა "რატომ!"
"თქვენს საიტს ძალიან ხშირად ვკითხულობ და გისურვებთ ყველაფერს
საუკეთესოს, პირველ რიგში კი – მკითხველთა აუდიტორიის გაზრდას და ფინანსურ
სიძლიერეს, რათა თანამშრომლები უფრო მოტივირებულები და პროდუქტიულები
გახდნენ".
დავით ნარმანია - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში
"საქართველოს
სახალხო დამცველის ოფისი სააგენტო "პირWელთან" მისი დაარსების დღიდან
თანამშრომლობს. ჩემთვის და ჩემი ოფისისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ
საზოგადოებამ ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევისა და მათი
აღმოფხვრის ფაქტების შესახებ სწრაფად და ობიექტურად მიიღოს.
თანამშრომლობის განვლილმა გზამ გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს
შესაძლებელია, თუმცა ალბათ, იყო ხარვეზებიც და მათი გამოსწორება
აუცილებლად მიმაჩნია. სააგენტო "პირWელს" ვუსურვებ, ყოველთვის ობიექტური,
დაბალანსებული და საინტერესო ინფორმაციები მოიძიოს. იმედი მაქვს, რომ
ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც ნაყოფიერი იქნება".
გიორგი ტუღუში –საქართველოს სახალხო დამცველი
საინფორმაციო სააგენტო "პირWელს" დაარსებიდან სამი წლისთავს ვულოცავთ და
მის კოლექტივს წარმატებებს ვუსურვებთ! ამ სამი წლის განმავლობაში სააგენტო
ჩვენთვის საიმედო პარტნიორად იქცა. ეს არის სამსახური, რომელიც
ინფორმაციას ყოველთვის სწრაფად და ზუსტად ავრცელებს! თქვენგან მიღებული
სიახლეები ოპერატიული და ობიექტურია, ანალიტიკური ხასიათის ინტერვიუები
Kკი, რომელსაც სააგენტოს ჟურნალისტები ამზადებენ - აქტუალურია და
საინტერესო. ჩვენ კარგად გვესმის თქვენი სამუშაოს მნიშვნელობა და
ყოველთვის მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის! გილოცავთ და გისურვებთ,
იყოთ მუდამ პირველები!".
იუსტიციის სამინისტრო
"რაოდენ მცირე მოვლენაც არ უნდა იყოს, "პირWელი" მას ყურადღების გარეშე არ
ტოვებს. ხართ ძალიან კარგები, ობიექტურები და საკმაოდ ინტრიგნულებიც:)...
კარგია ის ტრადიცია, რომ თქვენს შესახებ საზოგადოების აზრი გაინტერესებთ!
გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს და წარმატებებს, კარგ სამუშაო თემებს და
უფრო მეტ გაპიარებას!
"მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაცია
"საინფორმაციო საშუალებისთვის საზოგადოების სამსახურში 3 წლიანი პერიოდი
დიდი არაა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა პერიოდში დაარსდა
სააგენტო, უდავოდ დასაფასებელია მისი ბრძოლა დამოუკიდებელი
მედია-საშუალების შექმნის საქმეში. "პირWელმა" შესძლო, პირველად
საქართველოში, შეეთავაზებია მკითხველისთვის ალტერნატიული, დაბალანსებული
ინფორმაცია, შესძლო, არ დამორჩილებოდა იმ პოლიტიკას, რომელიც "ვარდების
რევოლუციის" ხელისუფლებამ მედიის დასამორჩილებლად გამოიყენა. გისურვებთ,
კვლავაც იყოთ ანგარიშვალდებულები ხალხთან და არა ხელისუფლებასთან,
გააგრძელოთ ბრძოლა თითოეული მოქალაქის შელახული უფლების დასაცავად!
გისურვებთ, იყოთ სარკე, რომელშიც ხელისუფლება და საზოგადოება უნაკლოდ
დაინახავენ საკუთარ პრობლემებს!"
მამუკა ბალიაშვილი -"საქართველო გზის" ახალგაზრდული ორგანიზაცია
"თქვენი სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მედია-საშუალებაა, რომელიც
იძლევა შესაძლებლობას, ოპერატიულად და სწრაფად მიიღო ინფორმაცია
გამარტივებული გზით, ზედმეტი დაბრკოლების გარეშე, რაც ჩემთვის, როგორც
პრეს-სპიკერისთვის უმნიშვნელოვანესია! გისურვებთ, რომ ჩვენი
საზოგადოებისათვის სასიამოვნო ინფორმაცია ძალიან ხშირად გეცნობებინოთ!
ვენდობი და ვეყრდნობი სააგენტო "პირWელს"!
ზაზა გაბუნია - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეს-სპიკერი
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" ახალი ამბების სააგენტო "პირველს" დაარსებიდან 3 წელს ულოცავს.
"დღიდან დაარსებისა ოპერატიულად და ობიექტურად მიუყვებით განვითარებულ
მოვლენებს. ალბათ, ამის დამსახურებაა თქვენი ავტორიტეტი და რეიტინგი...
ბევრი სიახლე და წარმატებები გვისურვებია!"
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი"
ტელეკომპანია "გურჯაანი" საინფორმაციო სააგენტო "პირWელს" სამი წლის
იუბილეს ულოცავს! "გისურვებთ შემოქედებით წინსვლას და წარმატებებს!
მართლაც, რომ პირველი და ობიექტური სააგენტოა, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა
თავისი ადგილი საქართველოს საინფორმაციო სივრცეში. ჩვენც სწორედ ამ
ობიექტურობის შენარჩუნებას და მკითხველთა სიმრავლეს გისურვებთ!"
ტელეკომპანია "გურჯაანი"
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარება "033" საინფორმაციო სააგენტო
"პირWელს" დაარსებიდან 3 წლის თარიღს ულოცავს! “3 წელი შეიძლება, დიდი დრო
არ არის, მაგრამ სწორედ ამ მოკლე ხანში დაიმკვიდრა "პირWელმა" ქართულ
მედიასივრცეში ღირსეული და მოწინავე ადგილი, რითაც ჭეშმარიტად გაამართლა
სახელწოდება! წარმატება, წინსვლა, ოპერატიულობა და ობიექტურობა თქვენი
საწინდარი ყოფილიყოს, "პირველებო"!
სასწრაფო სამედიცინო დახმარება "033"
სახელითა უზენაესითა
გამოვხატავთ პატივისცემას და გილოცავთ იუბილეს. გისურვებთ წინსვლას, განვითარებას და შემდგომ წარმატებებს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო
"ქართულ
მედიასივრცეში თქვენი გამოჩენა თვალშისაცემი და სასიამოვნო იყო. ყოველთვის
ოპერატიულად რეაგირებთ მნიშნელოვან საკითხებზე, მრავალფეროვანი და
არატიპიური მუშაობის სტილი გაქვთ. მომწონს ასევე, რომ მოკლე ახალი ამბების
გარდა, ადგილი ეთმობა საინტერესო ინტერვიუებს და ანალიტიკას. მინდა,
წარმატება და კიდევ უფრო მეტი მკითხველი გისურვოთ, რომლისთვისაც თქვენი
ინფორმაცია სანდო და უტყუარი იქნება".
მოძრაობა "7 ნოემბერი" ჯაბა ჯიშკარიანი
"ვულოცავ სააგენტო "პირWელს" ამ მოკლე ხნის მანძილზე ერთ-ერთი მართლაც
პირველი სააგენტოს სახელის მოხვეჭას! პირადად მე ანონსის თვალსაზრისით და
ინფორმაციული კუთხით მომწონს ეს სააგენტო, რადგან ნებისმიერი ინფორმაციის
გადამოწმება შემიძლია. ინფორმაციას იღებ სწრაფად და რაც მთავარია,
გარკვეულად, რაც მიუთითებს სააგენტოში მომუშავე ადამიანების
პროფესიონალიზმზე. ვფიქრობ, "პირWელი" მართლაც პირველია და რაიმე
კორექტივების შეტანას არ საჭიროებს, რადგან პირადად მე ინფორმაციას
პირველად პირველთან ვაანონსებ.
მოძრაობა "შემოგვიერთდი!" თიკო ნიბლოშვილი
"ძალიან მომწონს თქვენი მუშაობა, ვარ თქვენი თაყვანისმცემელი და აქტიური
მომხმარებელი! მთელს შემოქმედებით კოლექტივს ვუსურვებ ჯანმრთელობას და
უამრავ ექსკლუზივს! მსურს, სულ მალე სოხუმიდან შეგძლებოდეთ ექსკლუზიური
ინფორმაციის მოწოდება!
პატივისცემით,
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემოსვანეთის წარმომადგენლობის უფროსი თორნიკე კილანავა.
"პირWელებო" გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ დიდ წარმატებას და
პროფესიულ წინსვლას. თქვენ შეძელით საკმაოდ სერიოზული ადგილის დაკავება
ქართულ მედია-სივრცეში, გისურვებთ უფო მეტის მიღწევას!
ს/ს "ქართული ფოლადი"
"პირWელებს!"
"მთავარი ამბები" გილოცავთ 3 წლის იუბილეს! წინსვლას, წარმატებებს და უამრავ ექსკლუზივს გისურვებთ. თქვენ მართლაც პირველები ხართ!"
გაზეთი "მთავარი ამბები"
"ნამდვილად
წარმატებული სააგენტო ხართ და თქვენი აქტიური მკითხველი ვარ, რადგან
"პირWელის" საიტზე ხშირად თავსდება საინტერესო მასალა. რაც შეეხება
სურვილებვს, ვისურვებდი, რომ ზოგიერთი ინფორმაცია უფრო მეტად იყოს
გადამოწმებული. მართალია, სააგენტოს მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე,
ოპერატიულობის დაცვის პროცესში ხშირად უზუსტობაც იპარება, მაგრამ კარგი
იქნება, ინფორმაცია ყოველთვის სანდო იყოს".
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი
"გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ ახალ და უფრო დიდ წარმატებებს!
თქვენი წვლილი ქართულ დამოუკიდებელ მედიასივრცეში მართლაც ხელშესახებია".
ზაალ ანჯაფარიძე, "ევრაზიის პარტნიორობის ფონდი".
ქართული
საინფორმაციო
სააგენტო
"პირWელი"
2006 წლის
11 ნოემბერს
დაარსდა. დემოკრატიული ინსტიტუტების და მათ შორის მასმედიის თავისუფლების ხარისხის შეზღუდვის მიუხედავად,
"პირWელმა"
ობიექტური
სააგენტოს
იმიჯის მოპოვება შეძლო და ჩვენ ამით ვამაყობთ.
ვამაყობთ იმითაც, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიმართ ინტერესი თითქმის ყოველდღე მატულობს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება უკვე გვენდობა და მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ნდობა ყველაზე დიდი აღიარებაა.
აღიარებად
ვთვლით იმასაც, რომ კოლეგებს ჩვენი ინფორმაციის სისწორეში ეჭვი არასოდეს ეპარებათ და მას ხშირად იყენებენ. ის ადამიანები, რომლებიც თანამედროვე ქართულ ჟურნალისტიკას ქმნიან და ამას საკმაოდ ხარისხიანად აკეთებენ, იმის მიუხედავად, რომ მედიასაშუალებებზე
ზეწოლა არცთუ იშვიათად ხდება და დამოუკიდებლობის
შენარჩუნება
საკმაოდ რთულია.
გვსურს,
მასმედიის
თავისუფლების
ხარისხზე ზრუნავდეს ქვეყნის ხელისუფლებაც, რადგან სხვა დანარჩენ სიკეთეებთან ერთად, ეს იქნება ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი სავიზიტო ბარათი, რომელიც დაარწმუნებს მსოფლიოს, რომ საქართველოს სურს, დაიმკვიდროს ადგილი ცივილიზებულ სამყაროში.
გვაქვს
სურვილი, ჩვენი ინფორმაციის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდოს. ამიტომ პარტნიორობას ვთავაზობთ ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ ინფორმირებულობა
წარმატების
მთავარი საფუძველია და პრივილეგიაც, გრძნობდე თანამედროვე სამყაროს მაჯისცემას.
ჩვენ საერთაშორისო ჟურნალისტიკაში დამკვიდრებული ნორმებით ვხელმძღვანელობთ.
გვაქვს პრეტენზია, პროფესიონალურად
ვაკეთოთ საქმე და ოპერატიული, ექსკლუზიური და გადამოწმებული ინფორმაცია გავავრცელოთ.
სააგენტოს
აქვს ყველა თანამედროვე საშუალება,
მომხმარებელმა
შეუფერხებლად
(ონლაინ-რეჟიმში) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესზე ორ – ქართულ და ინგლისურ ენაზე. დაინტერესებულ პირებს ხვადასხვა სახის სერვისსაც ვთავაზობთ, რაც ინფორმაციის მოპოვებას, გავრცელებას და საინფორმაციო უზრუნველყოფას უკავშირდება.
ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს და პარტნიორებს, ვხელმძღვანელობთ
პრინციპით
"წარმატებული
თანამშრომლობა
საუკეთესო
არჩევანია,
კარგი პარტნიორების შერჩევა კი _ პრივილეგია".
"პირWელი"
საუკეთესო
პარტნიორობას
გთავაზობთ.
|