|
საქართველო მობილური კავშირის მომსახურების სიძვირის მიხედვით პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილს იკავებს |
|
|
|
13:58 - 03.02.2010 |
|
საქართველო მობილური კავშირის მომსახურების სიძვირის მიხედვით პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილს იკავებს. ამის შესახებ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საერთაშორისო ორგანიზაციების Informa Telecoms & Media-sa da World Development Indicators database-ის კვლევების შედეგებზე დაყრდნობით იუწყება. მისივე ინფორმაციით, საქართველო მობილური მომსახურების სიძვირის მიხედვით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა და ისეთ განვითარებულ და სოციალურად ინფრასტრუქტურირებულ ქვეყნებს "სჯობნის", როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი, იაპონია, კანადა და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოზე ბევრად იაფია მობილურით სარგებლობა რუსეთში. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე სამი კომპანია - "ჯეოსელი", "მაგთი" და "ბილაინი" მოქმედებენ. ბაზარზე 2 300 000 აბონენტით "მაგთი" ლიდერობს, რომელსაც 2 200 000 აბონენტით "ჯეოსელი" და 500 000-ით "ბილაინი" მოსდევს.
|