|
შაქრის ფასის ზრდა სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება |
|
|
|
18:21 - 03.02.2010 |
შპს "ქვოლითი შუგარის" გენერალური დირექტორი ალხან ალიზედე შაქრის ფასის მატებას არ გამორიცხავს.
"ბოლო პერიოდში შაქარზე ფასები მსოფლიო ბაზარზეც გაიზარდა და ბუნებრივია, ეს საქართველოზეც აისახა. არსებული ტენდენციით, ფასები სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება ამის გამომწვევ მიზეზებს, ეხლა მე ბაქოში ვიმყოფები, თბილისში კი ხვალ დავბრუნდები და აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალვე საგანგებო პრესკონფერენციას გავმართავ" – განუცხადა "პირWელს" ალიზედემ. "პირWელი" კომენტარისთვის კომპანია "აგარა შუგარ მენეჯმენტის" პრეზიდენტს გიორგი ისაკაძესაც დაუკავშირდა, რომლის მტკიცებით, კომპანიას ბოლო პერიოდში შაქარზე ფასის ზრდასთან კავშირი არ აქვს. "უკვე წელიწადნახევარია, რაც "აგარა შუგარ მენეჯმენტი" მხოლოდ ნედლეულს აწარმოებს, მის დისტრიბუციას კი ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია შპს "ქვოლითი შუგარი" ახორციელებს. შესაბამისად, ფასების მატებასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს", - განმარტა ისაკაძემ. ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ბაზარზე შაქრის ფასი რეგულარულად იზრდება. დღეს 1 კგ შაქრის საცალო ფასი 1.80-დან 2.30 ლარამდე მერყეობს.
|