|
ნატო მზადაა, ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად საქართველოს ტერიტორიის გამოყენების ინიციატივა განიხილოს |
|
|
|
17:24 - 05.02.2010 |
ნატო მზადაა, ავღანეთში სამხედრო ტვერთების ჩასატანად საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო პუნქტად გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა განიხილოს. ამის შესახ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თურქეთის დედაქალქში ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენცვიაზე განაცხადა. "ჩვენ ნებისმიერ ინიციატივას პოზიტიურად ვხვდებით. ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელსაც საქართველო გვთავზობს და ამ შემოთავაზებას აუცილებლად შევისწავლით", - განაცხადა რასმუსენმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სთავაზობს, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია და სატრანსპორტო ინფრატრუქტურა სატრანზიტო პუნქტად ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად. საუბარია სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე, რომლის გამოყენებაც ავღანეთში სამხედრო ტვირთები საქართველოს ტერიტორიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით ჩავა.
|