Geo | Eng | Rus

pirwelinewas.ge1

ოთხშაბათი,  08.09.2010   a
basisbank
ირაკლი ალასანია: "საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოში გაყალბებას მხარს აღარ დაუჭერს" ბეჭდვა ელფოსტა
18:53 - 05.02.2010
alasania_26.jpg"ალიანსის საქართველოსთვის" ლიდერი, თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი ალასანია აქტიური პოლიტიკური ბრძოლის დაწყებისთვის ემზადება და ამ ბრძოლაში მთავარ თანამოაზრედ და თანამებრძოლად საქართველოს მოსახლეობას ასახელებს. სად და როგორ გადაიკვეთება "ალიანსის საქართველოსთვის" და "ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური გზები და რატომ ფიქრობს ალასანია, რომ ამ ორ ძალას  ერთობლივად ბრძოლის შემთხვევაში გამარჯვების დიდი შანსი აქვს; როგორ აფასებს იგი კონკურენტების შანსებს;  რატომ ირჩევს ხელისუფლების შეცვლისთვის მხოლოდ არჩევნების გზას; როგორ გააგრძელებს პოლიკიტურ ბრძოლას არჩევნების შემდეგ; როგორ დაიცავს თითოეული მხარდამჭერის ხმას და რატომ არის დარწმუნებული იმაში, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება არჩევნებს აღარ გააყალბებინებს? - ამ და სხვა საკითხებზე "პირWელი" თავად ალასანიას ესაუბრა.  

- როგორ იწყებს პოლიტიკური ბრძოლის მორიგ და ძალიან მნიშვნელოვან რაუნდს ირაკლი ალასანია დედაქალაქის მერობის მოსაპოვებლად და რატომ უნდა დაგიჯეროთ თბილისელმა ამომრჩეველმა, რომ  გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ მიიღოს?

- ჩვენ ჯერ ვაგრძელებთ საზოგადოებასთან შეხვედრების ორგანიზებას, რომელიც, როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. სწორედ  მოსახეობასთან შეხვედრების შედეგად გავეცანით უკეთ იმ პრობლემებს, რომელიც რიგით მოქალაქეებს აწუხებთ. ეს არის სოციალური, ეკონომიკური პრობლემები, ჯანდაცვა, განათლება... ჩვენ ასევე ვეცნობით ეროვნული უმცირესობების პრობლემატიკას და ამ ყველაფერზე დაყრდნობით უკვე მომზადებული გვაქვს საზოგადოებისათვის ეკონომიკურად დასაბუთებული წინადადებები. უახლოეს დღეებში საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთი დიდი შეხვედრის ორგანიზებას ვგეგმავთ, რომელზეც ჩვენს საპროგრამო მიმართულებებს გავაცნობთ.  ამ შეხვედრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება, ვაპირებთ თემატური განხილვებისა და პრეზენტაციების ჩატარებას. ამასთან ერთად, ბუნებრივია, ყოველდღიური შეხება გვექნება თბილისის მოსახლეობასთან და ჩვენს გეგმებს პირადად გავაცნობთ. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ის უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც ფორმალიზდება არჩევნების დღე და საჭირო გახდება კანდიდატების დარეგისტრირება. მხოლოდ ამის შემდეგ გადავალთ წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში.

- ხელისუფლება ხშირად აქვეყნებს სოციოლოგიური კვლევების შედეგებს, რომლის მიხედვით, საზოგადოების ნდობა მის მიმართ და, შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვების შანსი საკმაოდ მაღალი აქვს. რა მდგომარეობაა ამ კუთხით თქვენს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით? 

- ჩვენ სოციოლოგიური გამოკითხვები გასული წლის ოქტომბრის ბოლოს ჩავატარეთ და რა თქმა უნდა, გვაქვს შესაბამისი შედეგები, რომელიც, ბუნებრივია, ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულს არ ემთხვევა. თუმცა ეს არ არის პრობლემა. ვგეგმავთ, სრულმასშტაბიანი გამოკითხვა ჩავატაროთ არჩევნებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე, რის შედეგადაც კანდიდატების რეალური შანსები გამოიკვეთება.
რაც შეეხება ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევას, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საზოგადოების პრობლემატიკაზე და  სწორედ ამ გამოკითხვამ  და მოსახლეობასთან შეხვედრებმა მოგვცა შესაძლებლობა, დაგვენახა ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც წინასარჩევნო კამპანიის და პოლიტიკური ბრძოლის ქვაკუთხედში უნდა იდოს. ეს არის სოციალური თემები, პირველ რიგში, უმუშევრობის თემა. ჩვენ რეალურად ვთავაზობთ საზოგადოებას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობითა და სტიმულირებით სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს არის ურთულესი პროცესი, რომელშიც აუცილებელია რეინსტიტუციონალური და სისტემური ცვლილებების განხორციელება. სწორედ იმაზე ვესაუბრებით საზოგადოებას, რა როლის შეტანა შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და ქალაქის ხელმძღვანელობას. გვაქვს ასევე ძალიან კონკრეტული შეთავაზება ჯანდაცვის სისტემის ორგანიზების საკითხებზე ქალაქში. ეს კარგი მოდელი გახდება შემდგომ უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ სისტემის მოწყობისთვის. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ასევე განათლების სისტემაზე და ჩვენს გეგმას უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ.

- ხელისუფლება და ნაციონალური არხები ხშირად საუბრობენ უგულავას მაღალ რეიტინგზე და ამის დასამტკიცებლად სოციოლოგიური კვლევების შედეგებს ასახელებენ. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ დედაქალაქის მერის ამჟამინდელი რეიტინგის შესახებ?

- მე ვიცი, რას ფიქრობს ხალხი და ამის ცოდნა სრულიად საკმარისია. იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად არ იკვეთება. პირდაპირ გეტყვით, რომ საზოგადოების უმრავლესობა კარდინალურ ცვლილებებს  ემხრობა ხელისუფლების დამოკიდებულებაში ყველა პრობლემის მიმართ

- დაწყებული სოციალური, ეკონომიკური საკითხებით და უსაფრთხოებით დამთავრებული, ამ ხელისუფლებას კი ამ პრობლემების მოგვარების რესურსი არ გააჩნია. რეალური სურათი კონკრეტული კანდიდატების შესახებ ჩემი აზრით, არჩევნებთან ახლოს, დაახლოებით თვენახევრით ადრე გვექნება. მე მხოლოდ ამ პერიოდისთვის ველოდები კანდიდატების რეალურ რეიტინგებს და ახლა რა ცხადდება, მხოლოდ ხელისუფლების მიერ გათვლილი ფიარია და რეალურ ვითარებას არ ასახავს.

-  სავარაუდოა, რომ ხელისუფლება და ოპოზიციის მასთან “დამეგობრებული” ნაწილი ერთმანეთს აქტიურად დაეხმარებიან. მინდა, ვიცოდე, ვისი, რისი და რომელი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის იმედი აქვს ალიანსს, რა თქმა უნდა,  ამ გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების გარდა?

- პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი, ვინაიდან არჩევნებში გადამწყვეტი უნდა იყოს და იქნება კიდეც მოქალაქეების  განწყობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამ განწყობის მოპოვებას. რაც შეეხება პოლიკურ სუბიექტებს, ჯერჯერობით ვერ დავკონკრეტდები, ვინაიდან არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებით გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებთან.

- როგორც ამბობენ, ყველაზე აქტიურ კონსულტაციებს “ეროვნულ ფორუმთან” აწარმოებთ...

- სწორ ინფორმაციას ფლობთ.

- საზოგადოების გარკვეული ნაწილი და საკმაოდ დიდიც ფიქრობს, რომ "ალიანსისა" და "ფორუმის" ერთად ბრძოლა ეფექტური იქნება. ექსპერტების და პოლიტოლოგების აზრით, საზოგადოებას აქვს დაკვეთა ამ ორი პოლიტიკური ძალის მიმართ, რომ ერთად გააგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა გამარჯვებამდე. თქვენ ამ ინფორმაციებს ალბათ, ფლობთ კიდეც. რა აახლოებს და რაზე ვერ თანხმდებიან "ფორუმი" და "ალიანსი?"

- შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ალბათ, ყველაზე მჭიდრო, ახლო და პოლიტიკურად, ასე ვთქვათ, ღირებულებითი თანხვედრა "ეროვნულ ფორუმთან". კონსულტაციები, რა თქმა უნდა, გრძელდება და ვთვლი, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ ვთანხმდებით ბევრ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა "ფორუმი" არჩევნებში მონაწილეობას, მთავარია, რომ ჩვენ იმ ძირითად საკითხში,  რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უკავშირდება, თანამებრძოლები ვართ.

- შესაძლებელია, რომ "ეროვნულმა ფორუმმა" თქვენ დაგიჭიროთ მხარი?

- ამ ეტაპზე ჩვენ ჯერ ვფიქრობთ და კონსულტაციები გვაქვს სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე და იმ სისტემის შექმნაზე, რომელიც არჩვენების სამართლიანად ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს.  რაც შეეხება მხარდაჭერას, ეს საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი,   რაც ასეთი შეთანხმება იქნება მიღწეული. ახლა მთავარია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, გავზარდეთ იმ საკითხთა და სფეროთა რაოდენობა, რაზეც კონსულტაციები გვაქვს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვთვლი, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა შეხების ძალიან ბევრ წერტილს იპოვის და ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ერთობლივად.

- მესმის, რომ ამ რეალობაში რთულია იმაზე საუბარი, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ ორი ან სამი თვის შემდეგ, მაგრამ კითხვა, რომელიც ახლა უნდა დაგისვათ, ძალიან ლეგიტიმურია. თუ რეალურად დავინახავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან არჩევნების სამართლიანად ჩატარების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს და მაღალი იქნება გაყალბების ალბათობა, განიხილება თუ არა თქვენი მხრიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესაძლებლობა?

- მინდა, საზოგადოებას პირდაპირ ვუთხრა: ჩვენი გადაწყვეტილება, შევცვალოთ ხელისუფლება არჩევნების გზით,  უცვლელია და ძალიან მტკიცე! ამასთან, კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და ამის პირველი ინსტრუმენტი და შანსი ჩნდება ადგილობრივი არჩევნების სახით. ჩვენ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები შედგეს. ხელისუფლების მიერ დაგეგმილი გაყალბების ან ზეწოლის ფაქტები აუცილებლად უნდა იქნას გამოვლენილი და ჩვენ ამაზე უაღრესად ეფექტურ ზემოქმედებას მოვახდენთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. მე უკვე ვუთხარი საზოგადოებას და ვიმეორებ კიდევ, რომ ის ხმები, რომელიც მოცემული იქნება ოპოზიციისთვის და ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, ჩვენს მიერ ბოლომდე იქნება დაცული, ანუ, უკან დახევას არ ვაპირებთ. ეს არ არის რიგითი არჩევნები, არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩვენები _ ეს არის რეფერენდუმი საქართველოს დემოკრატიაზე და ის გამოცდა, რომლის ჩაბარებას საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსგან ელის. მერე შეფასდება, შესწევს თუ არა საქართველოს უნარი, გახდეს დემოკრატიული და ცივილიზებული თანამეგობრობის წევრი.

- და თუ მაინც მოხდა გაყალბება? რა კითხვა უნდა დავუსვა მე, ჟურნალისტმა და რიგითმა მოქალაქემ  ირაკლი ალასანიას? როგორ გაყალბდა არჩევნები? ან ის ხომ არ უნდა გკითხოთ, ხომ იცოდით, რომ გაყალბდებოდა და რატომღა წახვედით ამ გზით? ჩვენ ხომ გვაქვს ამის გამოცდილება?

- შენ უნდა მკითხო ის, დავიცავ თუ არა ჩემს ხმებს და ამ კითხვაზე პასუხს ახლავე გაგცემ: მე დავიცავ ჩემს ხმებს ბოლომდე.  ჩემთვის მოცემული თითოეული ხმა იქნება დაცული როგორც ჩემს მიერ, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით.

- და თუ ამ ხმების დაცვისთვის ისევ ქუჩის აქციები გახდება საჭირო?

- ქუჩის აქციები - კონსტიტუციური უფლებაა ყველასთვის და მათ შორის პოლიტიკური ძალებისთვის. არც ერთი მეთოდი და არც ერთი გზა, ბუნებრივია, გამორიცხული არ არის, მაგრამ მე ვხედავ ძალიან დიდ შანსს გამარჯვების  და ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა გამარჯვება მიღწევადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში საზოგადოების უმეტესობა მიიღებს მონაწილეობას. ახლა, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ნიჰილიზმისა და შიშის წინააღმდეგ ბრძოლაა, რასაც ეს ხელისუფლება საზოგადოებაში თესავს. ამის შემოტრიალებაა საჭირო უახლოესი 3 თვის განმავლობაში და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. 

- ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში ირაკლი ალასანია მიდის არჩევნებზე...

- ირაკლი ალასანია იბრძოლებს ბოლომდე.....

- თქვენ რომ დედაქალაქის მოსახლეობამ მერად აგირჩიოთ, საკუთარი არჩევანის პირველ შედეგებს როდის დაინახავენ თბილისელები?

- ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი, რა უნდა გააკეთოს პირველი 100 დღის განმავლობაში ქალაქის ხელმძღვანელობამ, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული პირველ რიგში თბილისის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისათვის. ჩვენ ასევე მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მუნიციციპალიტეტის მხრიდან პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობას, იმ პოლიტიკურ ძალებს,  რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ან ჩვენი კონკურენტები იქნებიან, მივცემთ შესაძლებლობას, განვითარდნენ და პოლიტიკური პროცესის თანამონაწილენი გახდნენ. ჩვენ გვინდა, დავამკვიდროთ თბილისში, რომ ყველანი, ვინც კი ვართ პოლიტიკურ პროცესში, პირველ რიგში, ვართ ღირსნი, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.

- ძალიან ხშირად გამიგია, რომ ხელისუფლება არანაკლებად ნერვიულობს ამ არჩევნების გამო და აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გარკვეული პოლიტიკური სანქციების დაწესების შიში....

- თქვენ სწორი ინფორმაცია გაქვთ...

- თქვენ საიდან იცით, რომ ხელისუფლებას ამის შიში აქვს?

- მე ის ვიცი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მორიგ გაყალბებას საქართველოში აღარ დაუშვებს.

- მაშინ რა იცით გია ჭანტურიას შანსებზე, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი იქნება? არ გიფიქრიათ, რომ შესაძლოა, ხელისუფლება და "ქრისტიან-დემოკრატები" სწორედ გია ჭანტურიაზე შეთანხმდნენ?

- მე გია ჭანტურიას წარმატებებს ვუსურვებ! ყველას აქვს უფლება, პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაებას და მათ შორის - "ქრისტიან-დემოკრატებსაც".  ხელისუფლებასა და მათ შორის თუ რაიმე მოლაპარაკება შედგება, ეს საზოგადოებისათვის დამალული არ დარჩება და არა მგონია, რომ ეს წაადგეს ოპოზიციურ კანდიდატს. ასე, რომ, მე თავს შევიკავებ ამ საკითხის კომენტირებისგან.

- ახლა იმ თემაზე ვისაუბროთ, რომელთან შეხების პოლიტიკოსებს ძალიან ეშინიათ - რუსეთის საკითხზე. თქვენც გეშინიათ?

- არა, მე არ მეშინია.

- მაგრამ ნოღაიდელისა და მისი თანამოაზრების ნაბიჯს არასწორად აფასებთ...

- ასე არ არის, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ, რა გამოვა მისი მცდელობიდან.

- მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქვეყანასთან დიალოგის დაწყებას ვერ ავცდებით, იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოელ მეზობელს პუტინი-მედვედევის საქართველოსადმი არაკეთილგანწყობილი პოლიტიკური ძალა მართავს. რა გზები არსებობს ამ ძალიან რთული პოლიტიკური პროცესის დაწყებისათვის?

- პერსპექტივა რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ნამდვილად აქვს. ჩვენ ისტორიულადაც ვყოფილვართ ბევრად უფრო რთულ ვითარებაში ჩვენს მეზობლებთან და გამოვსულვართ ამ მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ერის კონსოლიდაციის ხარჯზე. დღევანდელ ხელისუფლებას საკმაოდ მცირე რესურსი აქვს (თუ აქვს საერთოდ) იმ პრობლემების მოგვარებისათვის, რაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებშია. მაგრამ დღეს ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია გარდატეხის შეტანა რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობაში, ვინაიდან ოპოზიციას არ შეუძლია, რაიმე გავლენა მოახდინოს პროცესებზე. ოპოზიციისთვის დღეს მთავარი ამოცანა უნდა იყოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ფოკუსირება, მან უნდა იმუშაოს საზოგადოებასთან და დაარწმუნოს იმაში, რას შეცვლის უკეთესად. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი ამ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა შესაძლებელი იქნება და ეს უნდა მოხდეს სწორი ნაბიჯების გადადგმით საგარეო პოლიტიკის კუთხით.

- პროცესი როგორ უნდა დაიწყოს?

- პირველ რიგში, ჩვენ რეალურად უნდა გავხსნათ სავაჭრო-ეკონომიკური და საკომუნიკაციო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, დავიწყოთ სახალხო დიპლომატიის რესურსის ამოქმედება. ამავდროულად, ამ პროცესში უნდა ჩავრთოთ სერიოზული ევროპული ლიდერები. ეს შეიძლება, იყოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელსაც აქვს წონა რუსეთისთვის და შუამავლის როლს იკისრებს პოლიტიკური დიალოგის აღდგენის მიმართულებით. მთავარი ამოცანა კი პირველ რიგში, რუსეთის მიერ იმ საერთაშორისო ვალდებულების შესრულებაა, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსული საჯარისო ფორმირებების გაყვანას ითვალისწინებს.

- შესაძლებელია, რუსული მხარე რაღაც დათმობაზე წავიდეს?

- ბუნებრივია, თუკი ჩვენ გვექნება სწორი პოლიტიკა. ჩვენ აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით საზღვრები უნდა გავხსნათ, უნდა დავიწყოთ ადამიანური ურთიერთობების ხელშეწყობა. ამ შემთხვევაში რუსეთს სხვა გზა არ ექნება, თუ არა ჩაებას მოლაპარაკების პროცესში, რომელიც ევროპული ძალების მიერ იქნება ხელშეწყობილი.. ეს არის ურთულესი პროცესი, მაგრამ აუცილებელია, ნელ-ნელა აღდგეს ნდობა მომლაპარაკებლებს - თბილისსა და მოსკოვს შორის.

- ისევ შიდა პოლიტიკას დავუბრუნდეთ. გაზაფხულის აქციების შემდეგ ხალხი იმედგაცრუებული დარჩა და ოპოზიციის იმედი დაკარგა.  თქვენ ხალხს ისევ მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ. რატომ და როგორ უნდა გამოგყვეთ ეს ხალხი?

- საქართველოში გარდამტეხი ცვლილებების განხორციელებას მხოლოდ ქუჩის აქციებით ვერ შევძლებთ და მე მაშინვე ვთქვი ამის შესახებ. თუმცა ამ აქციებიდან კარგი პოლიტიკური გაკვეთილები მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საზოგადოების მობილიზება ცვლილებებზე უნდა მოვახდინოთ მხოლოდ არჩევნების გზით. სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს.

- რა უნდა გააკეთოს რიგითმა მოქალაქემ, რომელიც გადაწყვეტს, რომ ამ ბრძოლაში თქვენი თანამებრძოლი უნდა გახდეს? წამოვიდეს არჩევნების გზით?

- მოემზადოს არჩევებისთვის და დაიწყოს მის ირგვლივ მყოფი მოქალაქეების დარაზმვა იმისათვის, რომ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსიროს მაისის არჩევნებში და ამ გზით შეცვალოს ადგილობრივი ხელისუფლება. შემდგომი ეტაპი, რა თქმა უნდა, იქნება ცვლილებები უმაღლეს ხელისუფლებაში.

- და როგორ აპირებთ  თითოეული ხმის და თითოეული თქვენი მხარდამჭერის დაცვას?

- ჩემი პირადი პოლიტიკური რესურსით და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით.

-  იმედი გაქვთ?

- საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოში გაყალბებას მხარს აღარ დაუჭერს.

ანი მიროტაძე
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

 

ბიზნესი
"FitchRatings" - მა "ბაზისბანკს" სარეიტინგო მაჩვენებლები გაუზარდა
17:54 - 10.08.2010
bank_bazis.jpg
 
"ქარვასლაში" ვაჭრობამ დაგეგმილს გადააჭარბა
13:13 - 09.08.2010
karvasla2.jpg
 
"Fitch Ratings"-მა "თიბისი ბანკს" კატეგორია "B+" მიანიჭა
18:31 - 10.08.2010
fitch_ratings.jpg
 
ქართული მხარე რუსეთთან უპირობო დიალოგის დასაწყებად მზადყოფნას კიდევ ერთხელ გამოთქვამს
13:20 - 07.09.2010
VASHADZEEEEEE_GRIGOL.jpg
 
ურმას პაეტი: "საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას უახლოვდება"
13:56 - 07.09.2010
urmas_paeti.jpg
 
პოლონეთის ხელისუფლება 3000 ქართველის სამშობლოში დეპორტაციას გეგმავს
13:01 - 07.09.2010
imigrants.jpg
 
საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის პერიოდიდან ოკუპირებულად აღიარების ეტაპზე გადადის
12:37 - 07.09.2010
temur_iakobashvili3.jpg
 
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი მუშა-ჯგუფები შესაძლოა, გაფართოვდეს
12:16 - 07.09.2010
batu_qutelia137.jpg
 
მიხეილ სააკაშვილმა იტალიაში რიგი საქმიანი და პირადი შეხვედრები გამართა
12:11 - 07.09.2010
mishikoooooooooooooooo.jpg
 
გაერო-ს გენასამბლეა დღეს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ ქართული მხარის რეზოლუციას უყრის კენჭს
08:36 - 07.09.2010
gaeros sxdoma.jpg
 
.

        www.water.gov.ge

water3.jpg

 

 

 
პოლონეთის რესპუბლიკის სენატის საჩუქარი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას
14:30 - 18.07.2010
 
.

ტელევიზია

 
Advokatebi bolo
ეკონომიკა
დახლოებით 2 წელიწადში თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ამოქმედდება
13:24 - 10.08.2010
დახლოებით 2 წელიწადში თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ამოქმედდება. თბილისის თიზ-ის შექმნის გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დაუდასტურა და აქვე დასძინა, რომ შესაბამისი პროექტი მინისტრთა კაბინეტს განსახილველად დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
 
ქართული პროდუქციის საექსპორტო ჩამონათვალში ბაყაყები გაჩნდა
15:07 - 10.08.2010
ქართული პროდუქციის საექსპორტო ჩამონათვალში ბაყაყები გაჩნდა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი განმარტავს, უცხოეთიდან, ძირითადად კი ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოდან ბაყაყების იმპორტის და ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელების დაინტერესება არსებობს. მისივე თქმით, ეს ინტერესი ჯერ კიდევ 2009 წელს გამოითქვა
 
ბაკურ კვეზერელი: "რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეჩერება პურის ფასზე აისახება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს"
15:12 - 10.08.2010
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის მტკიცებით, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება ხორბლის ექსპორტის შეჩერების თაობაზე პურის ფასზე გავლენას მოახდენს, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც კვეზერელმა ჟურნალისტებს განუცხადა, "რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მტკივნეული თემაა არა მარტო საქართველოსთვის,
 
სხვა სიახლეები 
ინტერვიუ
ზურაბ არსოშვილი: "ვაპირებ, შიდა ქართლის ყველა სოფელი მოვიარო და პრიორიტეტები ხალხის აზრის გათვალისწინებით განვსაზღვრო"
14:43 - 28.07.2010
arsovhili.jpg
 
ისა იამადაევი: "ვოსტოკის" მეომრების უმეტესობა დღეს უმუშევარია, ქართველების დამარცხების გამო მათთვის მადლობაც კი არ უთქვამთ"
16:12 - 11.08.2010
sulin_iamadaeviiiiiiiiii.jpg
 
დავიდ პეტროსიანი: "აშშ სამხრეთ კავკასიის პრობლემებს საკმაოდ ჩახლართულად მიიჩნევს და ნაკლებ სავარაუდოა, სწრაფად გადაწყვიტოს"
18:31 - 09.07.2010
david_petrosyan.jpg
 
gxvino
ქართველი დიპლომატები შეეცდებიან, რუსეთს საეთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან
15:08 - 07.09.2010
chiaberashviliiiiii.jpg
 
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პრიორიტეტები უცვლელი რჩება
12:52 - 07.09.2010
gela_mgaloblishvili.jpg
 
ქართული მხარის პროგნოზით, პოლონეთი საქართველოს მიმართ მხოლოდ მხარდაჭერის ფორმებს შეცვლის
12:06 - 07.09.2010
polonetis_drosha.jpg
 
"ნაბუკოს" მშენებლობამ მინიმუმ, ერთი წლით - 2012 წლამდე გადაიწია
11:47 - 07.09.2010
nabucco.jpg
 
« სექტემბერი 2010 
ორსამოთხხუთპარშაკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930