|
"Washington Post": "დასავლეთი უკრაინის ხელისუფლებაში არსებული მუდმივი დაძაბულობით დაიღალა" |
|
|
|
16:00 - 08.02.2010 |
გავლენიანი ამერიკული გამოცემის "Washington Post"-ის შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დემოკრატიზაციისთვის თანხები შეამცირა და შედეგიც სახეზეა. გამოცემის ინფორმაციით, 2005-დან 2008 წლის ჩათვლით, უკრაინის დემოკრატიზაციისთვის თანხა ორჯერ შემცირდა და 40 მლნ-დან 20 მლნ დოლარამდე დაიკლო. "Democratic Initiatives Foundation"-ის დირექტორი, ერთ-ერთი საერთო-საზოგადოებრივი ეგზიტპოლის ორგანიზატორი ილკო კუჩერივი ირწმუნება, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს უკრაინის დემოკრატიზაციისთვის 26 მილიონი დოლარი გამოყო, ეს მაშინ, როცა რუსეთი უკრაინის ხელისუფლების შესაცვლელად და რეფორმებისთვის სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავს. "5 წლის წინ ეგზიტპოლი, რომელიც დასავლეთის დაფინანსებით ჩატარდა, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს ეწინააღმდეგებოდა, რამაც მაშინ განვითარებულ მოვლენებს ბიძგი მისცა, რომელსაც "ნარინჯისფერი" რევოლუცია დაერქვა", - აცხადებს "Washington Post" - ის კორესპონდენტი ფილიპ პენი. მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან უკრაინის დემოკრატიის განვითარებისთვის თანხების გამოყოფის მკვეთრად შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დასავლეთი უკრაინის ხელისუფლებაში არსებული მუდმივი დაძაბულობით დაიღალა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში პრორუსულად განწყობილი, პარტია "რეგიონების" ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს.
|