|
აფხაზეთის მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით გამოფენა გაიმართა |
|
|
|
20:07 - 08.02.2010 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით გამოფენა "კოლხური ცივილიზაციის ნიშნები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე" გაიმართა. გამოფენა, არასამთარობო ორგანიზაცია "კავკასიური სახლის" დარბაზში გაიმართა, სადაც აფხაზეთის ხედების ფოტოები და კერძო კლექციაში დაცული რამდენიმე არქეოლოგიური ნიმუში იქნა წარმოდგენილი. გამოფენას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე პაატა კაკულია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
|