|
ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას აქციას გამართავენ |
|
|
|
09:23 - 09.02.2010 |
ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას აქციას გამართავენ. ამის შესახებ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ადგილზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. "9 თებერვალი ზურა ვაზაგაშვილის დაბადების დღეა. რომ არა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაცია, ის 26 წლის გახდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას გავმართავთ, რათა საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას ზურა ვაზაგაშვილი და პოლიციის მიერ ყველა უდანაშაულოდ დახოცილი ადამიანი კიდევ ერთხელ შევახსენოთ," - განუცხადა "პირWელს" მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა და საზოგადოებას 9 თებერვლის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
|