|
ხვალ "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" წევრი კომპანიები ესპანელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდებიან |
|
|
|
09:24 - 09.02.2010 |
ხვალ "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" წევრი კომპანიები ესპანელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდებიან. როგორც “პირჭელს” დამსაქმებელთა ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრა მთლიანად ქართულ-ესპანურ ბიზნესს და ბიზნეს-პარტნიორობის განვითარებას მიეძღვნება, რომელზეც როგორც ქართული, ასევე ესპანური მსხვილი ბიზნეს-კომპანიები იქნებიან წარმოდგენილნი. ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობას საქართველოს მთავრობა, ესპანეთის საელჩო თურქეთში, ესპანეთის საელჩოს სავაჭრო-კომერციული ოფისი, ესპანური მსხვილი ბიზნესის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების, სააგენტოების და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. ესპანელი ბიზნსნესმენები საქართველოში 11 თებერვლამდე დარჩებიან.
|