|
ბანკი "რესპუბლიკა" თავისუფლების მოედანზე დღეს ახალ ფილიალს გახსნის |
|
|
|
09:28 - 09.02.2010 |
|
ბანკი "რესპუბლიკა" თავისუფლების მოედანზე დღეს ახალ ფილიალს გახსნის. როგორც "პირWელს" ბანკიდან აცნობეს, მიმდინარე წელს ბანკი "რესპუბლიკა" თვეში ერთხელ ერთ ახალ ფილიალს გახსნის. საზეიმო ცერემონიალს ბანკის გენერალური დირექტორი ჟილბერ ი, მთავრობისა და სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლები, ახალი და არსებული კლიენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ბანკის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გენერალური დირექტორი ბანკის პოზიციაზე, ხედვაზე, არსებულ და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებს, მიმოიხლავს საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას და იმ კონკრეტულ შესაძლებლობებს განსაზღვრავს, რომლებიც ბანკ "რესპუბლიკის" მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით თავისუფლების ფილიალი, ბანკ "რესპუბლიკისთვის" რიგით 48-ეა, რომელიც მომხმარებელს ფართო ასორტიმენტის ინოვაციურ პროდუქტებს, მარტივ ხელმისაწვდომობასა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
|