|
დღეიდან 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწყება |
|
|
|
10:32 - 09.02.2010 |
|
დღეიდან 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწყება. როგორც "პირWელს" გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, აბიტურიენტთა რეგისტრაცია 22 მარტამდე გაგრძელდება. "დღეს ყველა სკოლასა და რესურს-ცენტრში საინფორმაციო ცნობარები დარიგდება, რომელშიც სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად საჭირო ყველა ინფორმაციაა გამოქვეყნებული. სკოლის მოსწავლეები რეგისტრაციას სკოლებშივე გაივლიან, მათ კი ვისაც სკოლა უკვე დამთავრებული აქვს, რესურს-ცენტრებს უნდა მიაკითხონ. წელს აბიტურიენტები ოთხ სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ. სამი გამოცდა, ჩვეულებისამებრ, ქართულ ენაში, ზოგად უნარებსა და უცხო ენაში ჩატარდება, მეოთხე სავალდებულო გამოცდას კი კონკრეტული სასწავლებელი თავად აირჩევს,"- განაცხადა მიმინოშვილმა. ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2009 წელს 29 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
|