|
თელავში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ქება ვაზისა" ჩატარდება |
|
|
|
11:48 - 09.02.2010 |
|
2010 წლის 16-23 ოქტომბერს პრეზიდენტის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თელავში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ქება ვაზისა" ჩატარდება. როგორც, "პირWელს" რადიო "ჰერეთიდან" აცნობეს, ფესტივალს ყოველწლიური ხასიათი ექნება და მას სათავეში ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე ჩაუდგება. რაც შეეხება მონაწილეებს, ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მთელი მსოფლიოდან მაღალი დონის შემსრულებლებს მოიწვევენ. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებისა და შემსრულებელთათვის მასტერკლასებიც ჩატარდება. ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანია, საზღვარგარეთიდან და საქართველოს ყველა კუთხიდან მოწვეული მუსიკოსები ყოველწლიურად შეიკრიბონ თელავში, რათა მოუსმინონ საუკეთესო შემსრულებლებს, გაიღრმავონ საშემსრულებლო და პედაგოგიური უნარ-ჩვევები. ამჟამად თელავში ფესტივალის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მუშაობენ. ძირითად საფესტივალო სივრცეს თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი და თელავის ორი სამუსიკო სკოლა წარმოადგენს.
|