|
რეგიონებში 3-5-თეთრიანი ვაშლი ლპება |
|
|
|
12:09 - 09.02.2010 |
|
"ქრისტიან-დემოკრატები" მთავრობისგან ითხოვენ, სასწრაფოდ შემუშავდეს გეგმა, რომლის საფუძველზეც გლეხებს ყოველ 1 კგ ვაშლზე დანამატის სახით 10 თეთრი მიეცემათ. "გლეხები მზად არიან, გასაფუჭებლად განწირული მოსავალი თბილისში ჩამოიტანონ და ჩინოვნიკების კაბინეტებთან დაყარონ" – განაცხადა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების სოფლებიდან ახლადდაბრუნებულმა "ქრისტიან-დემოკრატმა" ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნულ რეგიონებში მოსულ ხილის მოსავალთან დაკავშირებით ისეთივე პოლიტიკა იყოს შემუშავებული, როგორიც აჭარაში ციტრუსის შემთხვევაში. "ხილი არასოდეს ყოფილა ისეთი იაფი, როგორც წელს. შესაბამისად, ათასობით ტონა ვაშლი მოსახლეობას რეალიზაციის გარეშე რჩება", - განაცხადა ვეფხვაძემ, რომლის ინფორმაციით, 1კგ ვაშის ჩასაბარებელი ფასი 3.5-დან 5 თეთრამდე მერყევობს.
|