|
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ექიმებს გაფრთხილება მისცა |
|
|
|
12:40 - 09.02.2010 |
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ექიმებს გაფრთხილება მისცა. დღეს ალექსანდრე კვიტაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც სადაზღვევო ვაუჩერების დარიგების პროცესთან დაკავშირებული განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, "სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირებისთვის სადაზღვევო პოლისების დარიგება და ამ პროცესში სადაზღვევო კომპანიებსა და ექიმებს შორის გარკვეული გარიგების ფაქტები გამოკვეთა". კვიტაშვილმა ამ ეტაპზე კონკრეტული შემთხვევების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა პოლიკლინიკების, ამბულატორიებისა და სოფლის ექიმები გააფრთხილა, რომ "მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში შესაბამისი მკაცრი ზომები გატარდება". "სადაზღვევო კომპანიის შერჩევის პროცესი პიროვნებისთვის ნებაყოფილობითია და ექიმები არ უნდა ეუბნებოდნენ სადაზღვევო პოლისის მფლობელს, სად დაეზღვიოს" , - განაცხადა კვიტაშვილმა. მიმდინარე წელს უმწეოთა სადაზვევო ვაუჩერს 53 500-მდე ოჯახი და 173 ათასზე მეტი მოქალაქე მიიღებს.
|