Geo | Eng | Rus

pirwelinewas.ge1

შაბათი,  04.09.2010   a
basisbank
ფიქრია ჩიხრაძე: "როცა ფუნდამენტურად განსხვავებულ ძალებთან კომპრომისზე მიდიხარ, პოლიტიკოსად არ ვარგიხარ" ბეჭდვა ელფოსტა
18:59 - 24.02.2010
chixradze.jpgარასაპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის გზებზე მსჯელობს. ამ პროცესს ემიჯნებიან "ალიანსში საქართველოსთვის" დარჩენილი "მემარჯვენეები" და "რესპუბლიკელები", რომელთათვისაც როგორც თავად ოპოზიციური პრაიმერის იდეა, ასევე მის ერთ-ერთ ინიციატორთან – ყოფილ პრემიერთან, პუტინის პარტიასთან დაძმობილებულ ზურაბ ნოღაიდელთან ურთიერთობა მიუღებელია. ასევე ემიჯნება ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს "ლეიბორისტული პარტია", რომელსაც თავად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების არ სჯერა. სავარაუდოდ, გაემიჯნება პროცესებს "ეროვნული ფორუმიც", თუმცა მას პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია. გადაწონის თუ არა ამ წინააღმდეგობას ირაკლი ალასანია, რომელსაც პრაიმერში მონაწილეობის გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად არ გაუხმაურებია, თუმცა თუ მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით, სწორედ ამისკენ იხრება, უახლოესი რამდენიმე დღე გვიჩვენებს: სწორედ რამდენიმე დღეში ჰპირდებიან საზოგადოებას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად არჩეული გზისა და თავად კანდიდატის დასახელებას პრაიმერის ინიციატორი ძალები – "კონსერვატორები", ხალხის პარტია", ნოღაიდელი, მათთან ერთად "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი, მერობის სავარაუდო ერთიანი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და მისი მთავარი ოპოზიციონერი კონკურენტი ირაკლი ალასანია, რომელმაც "ალიანსი საქართველოსთვის" "რესპუბლიკელებსა" და "მემარჯვენეებს" შეატოვა.  მართალია, "რესპუბლიკელებმა" და "მემარჯვენეებმა" დღეს პრაიმერის ინიციატორებისგან "მუხლმოდრეკილი" მიწვევა მიიღეს, თუმცა მაინც განაწყენებულნი არიან, ყოფილ ლიდერს ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უწუნებენ და პრაიმერს "ხელისუფლების ხაფანგად" მიიჩნევენ, "რომელშიც ალასანიას შეტყუებას მითიური პრეზიდენტობის დაპირებებით ლევან გაჩეჩილაძე ცდილობს". ირიცხება თუ არა ისევ "ალიანსის საქართველოსთვის” რიგებში ირაკლი ალასანია? ვის დაუჭერენ მხარს ალიანსში დარჩენილი ძალები თბილისის მერის პოსტზე, თუკი ალასანია პრაიმერში მონაწილეობას დასთანხმდება? - ამ და სხვა საკითხებზე "პირWელს" ალიანსის წარმომადგენელი, "მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ესაუბრა.

- ქალბატონო ფიქრია, რას ფიქრობთ მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციებზე და როგორ უპასუხებთ კობა დავითაშვილის, ზურაბ ნოღაიდელის და პრაიმერის სხვა ინიციატორების "მუხლმოდრეკილ" მიწვევას, რომელიც დღეს ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა?

- ეს თხოვნა ღია ეთერით გაჟღერებული პიარ-ხერხია, სინამდვილეში კი ყველამ - საზოგადოებამაც და პოლიტიკურმა ძალებმაც კარგად იციან, რომ პრაიმერთან და ნოღაიდელთან დაკავშირებით ჩვენი მტკიცე პოზიცია უკვე გამოვხატეთ. ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება, არამედ პრინციპული ნაბიჯი იყო, რადგან ნოღაიდელს ფუნდამენტური განსხვავებები გვაშორებს, ფუნდამენტურ კომპრომისებზე წასვლას კი არ ვაპირებთ, რადგან თუ ფუნდამენტურ კომპრომისზე წახვალ, პოლიტიკოსად არ ვარგიხარ. ნოღაიდელის მხრიდან ჩვენი მიწვევა განსაკუთრებით პარადოქსული იყო. ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ოპოზიციის ცოცხალი იარლიყია, გამზადებულია იმისთვის, რომ ხელისფულებამ ოპოზიციას ზიანი მიაყენოს. ამასთან, არც მისი წარსული გვავიწყდება, ამიტომ მასთან ერთად არანაირ ბრძოლაში ჩართვას არ ვაპირებთ. ვფიქრობ, დღეს ცხადი იყო, რომ ნოღაიდელისთვის ოპოზიციაში საშვის გამოწერა ხდებოდა. მას სურს, ამ პროცესში სერიოზული მოთამაშე იყოს და ვერც ეს დაფარა დღეს ვერავინ.

- დღევანდელ შეხვედრაზე ერთიანი კანდიდატის გამოვლენის ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავდნენ - პრაიმერს და სოციოლოგიურ კვლევას. სოციოლოგიური კვლევა ალიანსის ინიციატივა იყო და დღემდე რჩება. მართალია, ნაკლებადაა მოსალოდნელი, მაგრამ თუ დანარჩენი ოპოზიცია სოციოლოგიურ კვლევაზე შეჯერდება, არც ამ შემთხვევაში შეუერთდებით საერთო პროცესს?

- სოციოლოგიური კვლევა იმიტომ მიგვაჩნია დაცულ ხერხად, რომ პოლიტიკურ შეთანხმებებს არ ითხოვს და ამ შემთხვევაში  ხელისუფლების მხრიდან პროცესების ხელის შეშლის საფრთხეც ნაკლებია. ამასთან, კვლევის ჩატარებას არავისთან შეერთება არ სჭირდება, ამდენად ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენს არჩევანს გავაკეთებთ და მზად ვართ, საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ურთიერთშემმოწმებელი სოციოლოგიური ჯგუფის კვლევის შედეგები მივიღოთ, თუმცა როგორც შევატყე, დღეს ჭადრაკის სასახლეში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტები უფრო პრაიმერისკენ იხრებიან.

- სოციოლოგიური კვლევის ჩატარების შემთხვევაში ვის დაუჭერთ მხარს?

- ირაკლი ალასანია თბილისის მერობის ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატია და კვლევის ჩატარების შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ალიანსი მხარს მას დაუჭერს.

- იმ შემთხვევაში როგორ მოიქცევით, თუ მაინც პრაიმერი ჩატარდება და ირაკლი ალასანია მასში მონაწილეობას მიიღებს?

- თუ ალასანია ზურაბ ნოღაიდელისკენ უფრო მკაფიო ნაბიჯებს გადადგამს და პრაიმერშიც მიიღებს მონაწილეობას, ალბათ, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ თავად განაცხადებს და ალიანსსა და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის არჩევანსაც თავად გააკეთებს.

- ქალბატონო ფიქრია, "ალიანსის საქართველოსთვის" ირგვლივ ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით უფრო დეტალურად მინდა, გკითხოთ. შეიძლება თუ არა, ითქვას, რომ ალიანსი დაიშალა?

- "ალიანსი საქართველოსთვის" არსებობს და არ დაშლილა.

- დღეის მდგომარეობით, ირიცხება თუ არა პარტიის "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" ლიდერი ირაკლი ალასანია ალიანსის რიგებში?

- ალიანსი არსებობს იმ შემადგენლობით, როგორითაც აქამდე იყო. თავად ალასანიას გადასაწყვეტია, დარჩება ალიანსში, თუ სხვასთან თანამშრომლობას გადაწყვეტს.


ლევან სულაშვილი
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"


 

ბიზნესი
"FitchRatings" - მა "ბაზისბანკს" სარეიტინგო მაჩვენებლები გაუზარდა
17:54 - 10.08.2010
bank_bazis.jpg
 
"ქარვასლაში" ვაჭრობამ დაგეგმილს გადააჭარბა
13:13 - 09.08.2010
karvasla2.jpg
 
"Fitch Ratings"-მა "თიბისი ბანკს" კატეგორია "B+" მიანიჭა
18:31 - 10.08.2010
fitch_ratings.jpg
 
სუბელიანი "მინისტრის სავარძლის შენარჩუნებისა" და დევნილთა დახმარებისათვის დონორებისგან 25 მლნ დოლარის სესხს ითხოვს
17:40 - 03.09.2010
cerovani_subeliani.jpg
 
"პოპულის" შემოწმების შედეგად საქართველოს ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარით შეივსო
18:04 - 03.09.2010
populi.jpg
 
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახური სააფთიაქო ქსელ "პე-ეს-პე"-ს ამოწმებს
18:00 - 03.09.2010
psp.jpg
 
ებრაული "აშტრომ ინთერნეიშენლი" "სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტიდან" გააგდეს
11:07 - 02.09.2010
gza3.jpg
 
.

        www.water.gov.ge

water3.jpg

 

 

 
პოლონეთის რესპუბლიკის სენატის საჩუქარი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას
14:30 - 18.07.2010
 
.

ტელევიზია

 
Advokatebi bolo
ეკონომიკა
დახლოებით 2 წელიწადში თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ამოქმედდება
13:24 - 10.08.2010
დახლოებით 2 წელიწადში თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ამოქმედდება. თბილისის თიზ-ის შექმნის გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დაუდასტურა და აქვე დასძინა, რომ შესაბამისი პროექტი მინისტრთა კაბინეტს განსახილველად დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
 
ქართული პროდუქციის საექსპორტო ჩამონათვალში ბაყაყები გაჩნდა
15:07 - 10.08.2010
ქართული პროდუქციის საექსპორტო ჩამონათვალში ბაყაყები გაჩნდა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი განმარტავს, უცხოეთიდან, ძირითადად კი ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოდან ბაყაყების იმპორტის და ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელების დაინტერესება არსებობს. მისივე თქმით, ეს ინტერესი ჯერ კიდევ 2009 წელს გამოითქვა
 
ბაკურ კვეზერელი: "რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეჩერება პურის ფასზე აისახება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს"
15:12 - 10.08.2010
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის მტკიცებით, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება ხორბლის ექსპორტის შეჩერების თაობაზე პურის ფასზე გავლენას მოახდენს, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც კვეზერელმა ჟურნალისტებს განუცხადა, "რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მტკივნეული თემაა არა მარტო საქართველოსთვის,
 
სხვა სიახლეები 
ინტერვიუ
ზურაბ არსოშვილი: "ვაპირებ, შიდა ქართლის ყველა სოფელი მოვიარო და პრიორიტეტები ხალხის აზრის გათვალისწინებით განვსაზღვრო"
14:43 - 28.07.2010
arsovhili.jpg
 
ისა იამადაევი: "ვოსტოკის" მეომრების უმეტესობა დღეს უმუშევარია, ქართველების დამარცხების გამო მათთვის მადლობაც კი არ უთქვამთ"
16:12 - 11.08.2010
sulin_iamadaeviiiiiiiiii.jpg
 
დავიდ პეტროსიანი: "აშშ სამხრეთ კავკასიის პრობლემებს საკმაოდ ჩახლართულად მიიჩნევს და ნაკლებ სავარაუდოა, სწრაფად გადაწყვიტოს"
18:31 - 09.07.2010
david_petrosyan.jpg
 
obiektivi
დარჩიაშვილის აზრით, პრეზიდენტის ინიციატივა ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაციის შესახებ "მხოლოდ მეტაფორა იყო"
12:44 - 02.09.2010
darchiashvili137.jpg
 
ბუტა რობაქიძის ოჯახს საქალაქო სასამართლოს 6 წლის წინანდელი გადაწყვეტილება დღემდე არსად გაუსაჩივრებია
19:06 - 02.09.2010
buta_robakidze.jpg
 
ბაღათურია საკუთარი ფრაქციის შესაქმელად საპარლამენტო უმცირესობასთან ვაჭრობს
18:15 - 02.09.2010
jondooo.jpg
 
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატთა სიაში მხოლოდ ანდრია ურუშაძე და ზაზა სინაურიძე დარჩნენ
17:05 - 02.09.2010
urushadze_copy.jpg
 
« სექტემბერი 2010 
ორსამოთხხუთპარშაკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930