Geo | Eng | Rus

pirwelinewas.ge1

შაბათი,  04.09.2010   a
basisbank
კოკა გუნცაძეს შესაძლოა, "ალიანსი საქართველოსთვის" დაატოვებინონ ბეჭდვა ელფოსტა
19:56 - 09.03.2010

guncadze_copy.jpg"ალიანსი საქართველოსთვის" შესაძლოა, კოკა გუნცაძეს დაატოვებინონ. როგორც "პირWელისთვის" ოპოზიციური კულუარებიდან გახდა ცნობილი, ალიანსის წევრი პარტიები, განსაკუთრებით "ახლები" გუნცაძის ჩამოშორებას იმ მიზეზით გეგმავენ, რომ ის ირაკლი ალასანიას "პრაიმერის" ჯგუფისკენ "გადაქაჩვას" ცდილობდა. ამ საქმეში გუნცაძის გარდა, ალასანიას კიდევ ორი თანაგუნდელის - ზურა აბაშიძის და ალექსი პეტრიაშვილის ფიგურებიც მოიაზრება, თუმცა ალიანსის დატოვებასთან დაკავშირებით ამჯერად საუბარი მხოლოდ გუნცაძეზე მიდის. "ვიდრე ირაკლი ალასანია პრაიმერის ინიციატორ პარტიებთან დაიწყებდა მოლაპარაკებებს, სწორედ ეს ადამიანები დადიოდნენ ლევან გაჩეჩილაძესთან და მოსამზადებელ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ასეთ შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ყოფნა ალიანსის წევრ პარტიებს არასერიოზულად მიაჩნიათ, ამიტომ ირაკლის კოკას ჩამოშორება მაინც მოუწევს", - აცხადებს წყარო. მისივე ცნობით, ალასანიას "პრაიმერის" ჯგუფისკენ "გადაქაჩვის" მცდელობა და ოპოზიციური პრაიმერის გარშემო ატეხილი სკანდალი "ახლებისა" და გუნცაძის დაპირისპირებაში მხოლოდ "ბოლო წვეთი" აღმოჩნდა; სათავეს ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს, როცა გუნცაძე "მემარჯვენეების" რიგებში ირიცხებოდა, ხოლო ბოლო პერიოდში უსიამოვნება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ალიანსში შეიტყვეს, რომ ირაკლი ალასანია გუნცაძეს თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძვანელის პოსტზე მოიაზრებდა. "პირWელის" წყაროს ინფორმაციით, თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსობა თავად გუნცაძესაც სურს, თუმცა ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან "მემარჯვენეები" დავით გამყრელიძე და მამუკა კაციტაძე. წყაროს განმარტებით, ალიანსის წარმომადგენლები თვლიან, რომ ირაკლი ალასანიას მომავალი პოლიტიკური ბრძოლის სწორი მიმართულებით წაყვანას სწორედ გუნცაძე უშლის ხელს, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელთან ლევან გაჩეჩილაძესთან ახლო ურთიერთობებით გამოირჩევა. ამას თან ერთვის ის გარემოებაც, რომ გუნცაძე გაჩეჩილაძეს "მეგობრის" სტატუსით საკმაოდ ხშირად ხვდება და ამავე სტატუსით მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის საკითხს დღევანდელ შეხვედრაზეც განიხილავდა. "პირWელის" კითხვაზე, რა სტატუსით შეხვდა იგი გაჩეჩილაძეს ამჯერად იმ ფონზე, როცა "ალიანსმა საქართველოსთვის" მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე მყარი უარი განაცხადა და დამოუკიდებლად გადაწყვიტა ბრძოლა, გუნცაძემ აღნიშნა, რომ გაჩეჩილაძეს "როგორც თანამოაზრეს და მეგობარს ხვდება”, თუმცა არ უარყო, რომ განხილვის თემას ამჯერადაც სწორედ მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენა წარმოადგენდა. ლევან გაჩეჩილაძესთან დღევანდელ შეხვედრაში "ალიანსელი" გუნცაძის მონაწილეობის შეფასებისთვის "პირWელი" ალიანსის წარმომადგენელს, "მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერს ფიქრია ჩიხრაძეს დაუკავშირდა. "ალიანსს თავისი გზა უკვე არჩეული აქვს, სხვა დანარჩენზე კი აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია. გუნცაძეს ხომ არსად უთქვამს, "გაჩეჩილაძეს ალიანსის სახელით ვხვდებიო"?!, მან თქვა, რომ იქ მეგობრის სტატუსით იმყოფებოდა. ასე მეც დავდივარ მეგობრებთან და მგონი, ეს აჟიოტაჟის საგანი არ უნდა გახდეს. რატომ უნდა იყოს მიუღებელი ან მისაღები ალიანსისთვის ეს შეხვედრა?!", - განაცხადა ჩიხრაძემ, რომელიც "ახლებსა" და გუნცაძეს შორის დაპირისპირებას უარყოფს. რაც შეეხება გუნცაძის მიერ ალიანსის შესაძლო დატოვებას, მისი თქმით, "დატოვებს თუ არა იგი ალიანსს, გუნცაძის გადასაწყვეტია". "ვერ გეტყვით, აქვს თუ არა მას ალიანსისგან განსხვავებული მოსაზრებები, რადგან ის ალიანსში კარგა ხანია, არ გამოჩენილა", - დასძინა ჩიხრაძემ. გაჩეჩილაძის "მეგობრის" მიერ ალიანსის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით "პირWელი" თავად კოკა გუნცაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "როცა საჭიროდ ჩათვლის, განცხადებას თავად გააკეთებს".

ლევან სულაშვილი

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

 

ბიზნესი
"FitchRatings" - მა "ბაზისბანკს" სარეიტინგო მაჩვენებლები გაუზარდა
17:54 - 10.08.2010
bank_bazis.jpg
 
"ქარვასლაში" ვაჭრობამ დაგეგმილს გადააჭარბა
13:13 - 09.08.2010
karvasla2.jpg
 
"Fitch Ratings"-მა "თიბისი ბანკს" კატეგორია "B+" მიანიჭა
18:31 - 10.08.2010
fitch_ratings.jpg
 
სუბელიანი "მინისტრის სავარძლის შენარჩუნებისა" და დევნილთა დახმარებისათვის დონორებისგან 25 მლნ დოლარის სესხს ითხოვს
17:40 - 03.09.2010
cerovani_subeliani.jpg
 
"პოპულის" შემოწმების შედეგად საქართველოს ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარით შეივსო
18:04 - 03.09.2010
populi.jpg
 
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახური სააფთიაქო ქსელ "პე-ეს-პე"-ს ამოწმებს
18:00 - 03.09.2010
psp.jpg
 
ებრაული "აშტრომ ინთერნეიშენლი" "სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტიდან" გააგდეს
11:07 - 02.09.2010
gza3.jpg
 
.

        www.water.gov.ge

water3.jpg

 

 

 
პოლონეთის რესპუბლიკის სენატის საჩუქარი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას
14:30 - 18.07.2010
 
.

ტელევიზია

 
Advokatebi bolo
ეკონომიკა
დახლოებით 2 წელიწადში თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ამოქმედდება
13:24 - 10.08.2010
დახლოებით 2 წელიწადში თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ამოქმედდება. თბილისის თიზ-ის შექმნის გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დაუდასტურა და აქვე დასძინა, რომ შესაბამისი პროექტი მინისტრთა კაბინეტს განსახილველად დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
 
ქართული პროდუქციის საექსპორტო ჩამონათვალში ბაყაყები გაჩნდა
15:07 - 10.08.2010
ქართული პროდუქციის საექსპორტო ჩამონათვალში ბაყაყები გაჩნდა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი განმარტავს, უცხოეთიდან, ძირითადად კი ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოდან ბაყაყების იმპორტის და ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელების დაინტერესება არსებობს. მისივე თქმით, ეს ინტერესი ჯერ კიდევ 2009 წელს გამოითქვა
 
ბაკურ კვეზერელი: "რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეჩერება პურის ფასზე აისახება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს"
15:12 - 10.08.2010
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის მტკიცებით, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება ხორბლის ექსპორტის შეჩერების თაობაზე პურის ფასზე გავლენას მოახდენს, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც კვეზერელმა ჟურნალისტებს განუცხადა, "რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მტკივნეული თემაა არა მარტო საქართველოსთვის,
 
სხვა სიახლეები 
ინტერვიუ
ზურაბ არსოშვილი: "ვაპირებ, შიდა ქართლის ყველა სოფელი მოვიარო და პრიორიტეტები ხალხის აზრის გათვალისწინებით განვსაზღვრო"
14:43 - 28.07.2010
arsovhili.jpg
 
ისა იამადაევი: "ვოსტოკის" მეომრების უმეტესობა დღეს უმუშევარია, ქართველების დამარცხების გამო მათთვის მადლობაც კი არ უთქვამთ"
16:12 - 11.08.2010
sulin_iamadaeviiiiiiiiii.jpg
 
დავიდ პეტროსიანი: "აშშ სამხრეთ კავკასიის პრობლემებს საკმაოდ ჩახლართულად მიიჩნევს და ნაკლებ სავარაუდოა, სწრაფად გადაწყვიტოს"
18:31 - 09.07.2010
david_petrosyan.jpg
 
obiektivi
დარჩიაშვილის აზრით, პრეზიდენტის ინიციატივა ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაციის შესახებ "მხოლოდ მეტაფორა იყო"
12:44 - 02.09.2010
darchiashvili137.jpg
 
ბუტა რობაქიძის ოჯახს საქალაქო სასამართლოს 6 წლის წინანდელი გადაწყვეტილება დღემდე არსად გაუსაჩივრებია
19:06 - 02.09.2010
buta_robakidze.jpg
 
ბაღათურია საკუთარი ფრაქციის შესაქმელად საპარლამენტო უმცირესობასთან ვაჭრობს
18:15 - 02.09.2010
jondooo.jpg
 
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატთა სიაში მხოლოდ ანდრია ურუშაძე და ზაზა სინაურიძე დარჩნენ
17:05 - 02.09.2010
urushadze_copy.jpg
 
« სექტემბერი 2010 
ორსამოთხხუთპარშაკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930