|
"გაერთიანებულმა ტელეკომმა" სახელწოდება შეიცვალა და ბაზარზე ოპერირებას "სილქნეტის" სახელწოდებით განაგრძობს |
|
|
|
20:13 - 10.03.2010 |
"გაერთიანებულმა ტელეკომმა" სახელწოდება შეიცვალა და ბაზარზე ოპერირებას "სილქნეტის" სახელწოდებით განაგრძობს. როგორც "პირWელს" "გაერთიანებული ტელეკომიდან" აცნობეს, "სილქნეტი" ეწოდება დღეიდან კომპანიას, რომელიც "ვანექსის", "აჭარის ელექტროკავშირისა" და "გაერთიანებული ტელეკომის" გაერთიანების შედეგად შეიქმნა. აღნიშნული ცვლილებები რებრენდინგის ფარგლებში ხორციელდება და სავარაუდოდ, კომპანიის ლოგოზეც აისახება. როგორც "სილქნეტში" აცხადებენ, ახალი მენეჯმენტის მიზანს აბონენტების მაღალხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრული სატელეკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ქართულ ინტერნეტ-ბაზარზე სხვა სიახლეებთან ერთად, მსოფლიოსთვის უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტი - IPTV შემოვა.
|