|
ბიზნეს-დიასპორის დელეგაციის წევრებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს |
|
|
|
16:26 - 20.05.2010 |
პროექტის "დაბრუნება საქართველოში" ფარგლებში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების სამდღიანი ვიზიტი დასრულდა. ბიზნეს-დიასპორის დელეგაციის წევრებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინიტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, ქართული ბიზნეს-დიასპორის საქართველოში პირველმა ვიზიტმა დაადასტურა, რომ "დაბრუნება საქართველოში" წარმატებული პროექტია, ამდენად ის მომავალშიც გაგრძელდება. პროექტის "დაბრუნება საქართველოში" ფარგლებში ბიზნეს-დიასპორის 23 კაციანმა დელეგაციამ 16-19 მაისს სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოინახულა.
|