Pirveli.com.ge!

კახეთში ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური აქტიურობა შეწყვიტეს

"ეროვნული ფორუმი" ხელისუფლებას პოლიტიკურ რეპრესიებში ადანაშაულებს

სამართალდამცველებმა ბათუმში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

კუდ-მა ქრთამის აღების ფაქტზე კიდევ ერთი სახელმწიფო მოხელე დააკავა

მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა კორუფციულ დანაშაულში 150 სახელმწიფო მოხელე ამხილეს

მოსკოვში მოკლულ ელგუჯა და მამუკა ჯინჭარაძეებს ერთმანეთთან მხოლოდ ნათელ-მირონობა აკავშირებდათ

18-25 სექტემბერს თელავში ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

გიორგი ბარამიძე ქალაქ კრინიცაში XX საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

12-22 სექტემბერს საქართველოში "უსინათლო მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალი" ჩატარდება

ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის გამო 10 სექტემბერი ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც გლოვის დღედ გამოცხადდა

თინა ქეიდენაუ უკვე თბილისშია

პანკისის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

საკონსტიტუციო პროექტის საჯარო განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომა 13 სექტემბრისთვის გადაიდო

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა შუშანიკ დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

მოსკოვში აჭარის შსს-ის ყოფილი თანაშემწე ელგუჯა ჯინჭარაძე მოკლეს

საქართველო ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს

გიორგი ბარამია დღეს ბერლინის უნივერსიტეტის მკვლევარს ულრიკე გრაალფსს შეხვდება

მუხრან შუკვანს მშობლიურ ლენჯერში ხვალ დაკრძალავენ

საკონსტიტუციო პროექტის სახალხო-საჯარო განხილვის კომისია დღეს ერთთვიან მუშაობას ასრულებს