ვლადიმერ პუტინი ორი საპრეზიდენტო ვადის შესახებ ნორმის გასწორებას დასთანხმდა
15:16 11.04.2012

რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორი საპრეზიდენტო ვადის შესახებ ნორმის გასწორებას დასთანხმდა.

პუტინმა დღეს სახელმწიფო სათათბიროს წინაშე ანგარიშით გამოსვლისას "რუსეთის მოქალაქეებისთვის უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე ორჯერ მეტად არჩევის აკრძალვის შესახებ წინადადებას გონივრული უწოდა".

ამასთან, იგი შესაძლებლად თვლის, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ორ ვადასთან მიმართებაში სიტყვა "ზედიზედ" ამოღებული იქნას.

"გონივრულად ვთლი იმას, რომ კონსტიტუციიდან ამოვიღოთ ორი ვადა ზედიზედ და დავტოვოთ უბრალოდ ორი ვადა", - აღნიშნა პუტინმა. 

რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, "ერთი და იგივე პირს არ შეუძლია, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ზედიზედ ორ ვადაზე მეტად დაიკავოს". ამ ნორმის შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობა ჰქონდა იმის მიუხედავად, რომ მას აღნიშნული თანამდებობა 2000-2008 წლებში ეკავა.

 

მაკა ბრეგვაძე