პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღევანდელი დებატებით კმაყოფილია და როგორც აცხადებს, "ეს იყო მაღალი დემოკრატიის სტანდარტი".
"ვფიქრობ, ამ დებატებზე ყველა პარტიამ გამოავლინა თავი და საკუთარი ღირებულებები. ჩემთვის მნიშვენლოვანი იყო ის, რომ მოვისმინეთ ბევრი დასაბუთებული წინადადება, დასაბუთებული კრიტიკა, ამავდროულად იყო ემოციები და დაპირისპირებაც, მაგრამ მთავარი და ღირებულია ის, რომ მე მოვისმინე მკაფიო გეგმა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში ყველა ოჯახის მდგომარეობა მომავალი ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მან მოისმინა მკაფიო ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში იყოს უკეთესი ჯანდაცვის და განათლების სისტემა, მეტი სამუშაო ადგილი და განვითარდეს სოფლის მეურნეობა.
"დარწმუნებული ვარ, ამ გეგმის განხორციელების შემდეგ ბევრად მეტი ადამიანი იცხოვრებს უკეთ, ვიდრე დღეს არის" – აღნიშნა ბაქრაძემ.